Sunday, November 22, 2009

S


 ისევ და ისევ და ისევ და ისევ


დროში არეული პოსტი

ანუჰხთ

2 კვირის შემდგომ დასაწერი...

მომავალი მეაწმყოვება

სხვისი სიტყვებით


ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები ჩემ ცხოვრებას,

რომელიც იცინის.

ალბათ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სამყარო მართლა არსებობს,
რომ ის ქვეყნები, ქალაქები, ჩანჩქერები, კუნძულები
მართლა არსებობს,

და როცა ერთხელ, ორჯერ, მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

გაწბილება ორივეთი, სამყაროთიც, ჩემი თავითაც,
მაგრამ უფრო – სამყაროთი, რადგან მისგან მეტს მოველოდი.
ის კი აღმოჩნდა ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც უნდა ყოფილიყო. თანაც –
ნამდვილი.



2

რაც მეტს ნახავ, მით ნაკლები გეხსომება,
ვეუბნები საკუთარ თავს,

ის კი უღიმის

მაღალფეხება ქერა მიმტანს,
რომელიც მისი მაგიდისკენ მოირწევა საფერფლით ხელში

და არ არის გამჭვირვალე.

მე ვაფხიზლებ საკუთარ თავს: შეჩერდი, დაფიქრდი,

ეს ყველაფერი მირაჟია!


ის კი იცინის


და ნეტარებით ეწაფება ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც არის ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც ლუდი უნდა იყოს. ყველაფერი არის ისეთი,
როგორიც არის. ყველაფერი მართლა არსებობს.
მათშორის – რომიც. უკვე მჯერა. და თუ ასეა,

ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები მთელ სამყაროს,
მაგრამ არ ესმის.


3

ყოველთვის სხვები მიდიოდნენ.
მე კი, აეროპორტიდან მობრუნებული,
კმაყოფილი ჩემი თავით – რომ გავაცილე,
ავტობუსის გრილ მინაზე შუბლმიდებული,
მონუსხული გავყურებდი ნაადრევი დილის მზეში გათქვეფილ თბილისს
და საკუთარ თავს დაბრუნებას ვათამაშებდი:

თითქოს წლების წინ დაკარგული
და სამყაროშემოვლილი, როგორც იქნა, სახლში ვბრუნდები
და სიყვარულით შევყურებდი ყველა ხეს და სახლს და ფანჯარას
და ყველა გამვლელს. ეს არ იყო ცუდი თამაში.

4

ყოველთვის სხვები ბრუნდებოდნენ. მე ვხვდებოდი აეროპორტში
და ვისმენდი მათ მონათხრობ უცნაურ ამბებს
უცხო ქვეყნებზე, ქალაქებზე, ჩანჩქერებზე, კუნძულებზე,
მოკლედ – ქალებზე,

და მჯეროდა. არ მჯეროდა.
არ მჯეროდა. ისევ მჯეროდა.

მჯეროდა,
მაგრამ არ მჯეროდა,
რომ სამყარო მართლა არსებობს

და როცა ერთხელ, როცა ორჯერ, როცა მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

და თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი,
რომელიც ისე ბუნებრივად, ისე სწრაფად მოერგო სივრცეს,
ისე მოერგო, შეირგო და გაშინაურდა,

თითქოს არასდროს წვეთი ეჭვიც არ გასჩენოდეს,
რომ ის, სამყარო, უსასრულო,
მართლა არსებობს.

5

მართლა არსებობს, ვფიქრობდი სტამბოლში.

მართლა არსებობს, ვფიქრობდი ვენაში.

მართლა არსებობს, ვფიქრობ ახლა, გოტებორგის ღია კაფეში

და ნეტარებით ვეწაფები ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც მართლა ზღაპრულია. მართლა როგორ ყვარებიათ
შვედებს სასმელი. მართლა როგორი მშვენიერი გოგოები
ყოლიათ შვედებს. მართლა რამდენი წრფელი მართლა
გროვდება ტვინში. და ყველა მართლა თუკი მართლა,

მაშინ რომშიც წამიყვანე,

აკი ყველა გზა რომში მიდის,

ვეუბნები

ჩემს ცხოვრებას,

რომელიც მიკვირს.

(ც) ზ.რ.







ეს ვარიანტი

ეს შეგრძნება

ეს მომავალი

წინასწარ  გავთვალშევიგრძენგავიემოცივე

რაც იმას ნიშნავს

რომ

ყველაფერი სხვაგვარად იქნება

მაგრამ 

ისიც ხომ გავთვალე, რომ ყველაფერი შესაძლოა სხვაგვარად იყოს

ანუჰხთ

ყველაფერი სხვაგავარად ევრ იქნება

მაგრამ

ისიც ხომ გავთვალე

კი არა და

ავიბლანდე

ყველაფერი ისე იქნება

როგორც იქნება




5 დღეში კიდევ ერთ შიშს შევასკდები პირისპირ

ან მოვკლავ,

ან მომკლავს..

თუ გადავრჩი გავძლიერდები

კი არა და

ფობიების მკვლელი


მანამდე კი

ჩემი ბავშვობის ყველაზე დიიიდი შიში,

რკინის ჩიტი 

მე

ლის......


მე შინია 


: )




4 comments:

hexe said...

:)

babisa said...

miyvars es leqsi :)))
hoda
fobia damarcxebadia? visac frenis shishi aqvs, yovel jerze ganicdis magas
ise rom ukana gzazec mogiwevs :D :D imedia gagizleb :))))))))

tammo said...

ნუ გეშინია, ჩვენც გვეშინია და ასე შიშით გავაძლიერებს ერთმანეთს, კი არა და ყველაფერი ისე იქნება როგორც არ წაროგიდგენია, ანუ ძაან მაგრად:)))))

tammo said...
This comment has been removed by the author.