Monday, December 26, 2011

ერიწპოროქწ

6-7 წლის წინ მე ვიჯექი სამარშუტო ტრანსპორტში
რეისით
საბურთალო-ავლაბარი..
იყო დილის 10-11 საათი..
ვიჯექი ფანჯარასთან და ვფიქრობდი: გამარჯობა ღმერთო,
ახლა დილაა და მე მივდივარ გასაუბრებაზე, რათა დავიწყო სამსახური..
თუმცა შენ ეს ჩემზე კარგად იცი...
ისიც კარგად იცი, რომ ეს ჩემი მეორე მცდელობაა სამსახურის დაწყების..
პირველი ტრაგიკულად დასრულდა
ტრაგიკულად კი არა უარყოფითად...
ჰხოდა ახლა მემივდივარ გაუსაუბრებაზე და გეუბნები შენ ღმერთო,
რომელმაც ყველაფერი იმაზე კარგად იცი ვიდრე მე, რადგან შენი მახსოვრობა ჩემზე ბევრად დიდია და შენ კი ყველგან ხარ სადაც მე ვარ და ანუ ჩემზე კარგად გახსოვს ყველაფერი,რაც მე მეხება..
მაგრამ მაინც ღმერთო.. მე მინდა ამ წუთად ზუსტად აგიხსნა, რის გამო  მინდა ამ სამსახურის დაწყება
ეს არ არის მარტო კაპრიზი
ან უბრალოდ ამოჩემება
მე ეს სამსახური მჭირდება!
მჭირდება ამიტომ, ამიტომ, ამიტომ, ამიტომ, ამიტომ
და
კიდევ ამიტომ...
მე ვიცი, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ სამსახურს
ვიცი რას მივიღებ და რას დავკარგავ,
ვიცი და ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში პლუსი აღემატება მინუს..
დანარჩენი შენი გადასაწყვეტია
დანარჩენი ისე იყოს როგორც შენ გინდა..."
ამასობაში მივედი დანიშნულების ადგილზე
გავაჩერე და ჩამოვედი
და სანამ გასაუბრებაზე შევიდოდი, მივხვდი, რომ მთავარი გასაუბრება მთავარ გამომცდელთან წარმატებით ჩავაბარე.....დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი არგიმენტები ძლიერი იყო, რომ კარგად ავუხსენი ღმერთს, რა მინდოდა და რატომ მინდოდა და რისი მომტანინ იქნებოდა ეს ყველაფერი...
გასაუბრების შედეგს არც დავლოდებივარ
უკვე ვიცოდი, რომ მეორე დღეს ჩემი პირველი სამსახური მელოდა...
ჰხოდა ასეც მოხდა...

ახლა ვზივარ და ვფიქრობ, როგორ ვიპოვნო ჩემში ის ძალა
რომელიც
ჩემს ღმერთს დააჯერებს, რომ რაც ამ წუთას მინდა,
უბრალოდ კი არ მინდა
არამდ მჭირდება...

ვიცი, რომ ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ დასაბუთებული არგუმენტები ყოველთვის საჭიროა...

ჰხოდა ვიწყებ

მისურვეთ წარმატებები : )

1 comment:

პერწკლი said...

წარმატებები. სადაც არ უნდა იყო, როგორიც არ უნდა იყო... ყელგან და ყველაფერში : ))