Tuesday, November 23, 2010

დჯსოადისქიდ[


დავაკვირდი

და

მივხვდი, რომ

არიან ადამიანები, რომლებთან საურთიერთობოდაც ყოველთვის მესამე ადამიანია საჭირო...

ჰხო აი ასე

ზიხარ ადამიანთან

იწყებთ საუბარს

და

ვერ იწყებთ..

ყველა თემა უინტერესო გამოდის

ყველა კითხვაზე პასუხი კი ან არა ა

დუმილი აჭარბებს სიტყვების რაოდენობას წამში 20 ჯერ

და

უხერხულობის დონე მატულობს წუთში 7,5 ჯერ


მერე მოდის მესამე

მნიშვნელობა არ აქვს ვინ...

ვინ

მე

ვინ

შენ

ვინ

ის

მოდის და

თქვენ აღარ გელევათ სასაუბრო თემები

უღებთ ერთმანეთს კარებს და ფანჯრებს

რომლებიც არ გაქვთ

და

ერთმანეთზე ახლობელი აღარავინ მიგაჩნიათ დედამიწის ზურგზე

ჰხოლო მესამე

დუმს

როგორც

თქვენი სა20არი მეგობრობის თილისმა...


საბრალო მე3ე


იყო მე-3 ნიშნავს იყო ნიადაგ მარტო


ეს ვინ თქვა?

ტარიელ ჭანტურიამ, ჰხო...

და კიდევ ისიც თქვა, რომ

ათასი კაცი უმზერს წუიმას და ათას კაცში

მარტოდ

მარტო

დარჩე

მე

სამე


და სხვა ბევრი რამეც თქვა

რაც ოდესღაც

მაღელვებდა

და

ჩემკენ სავალ გზებს მიფართოვებდა,

მაგრამ

მერე

დროთა განმავლობაში

ყველა გზა

მცდარი აღმოჩნდა...


სისულელეა ყველაფერი

მეც მსგავსი სისულელეებით რაღაცასვუშვრებოდი გულს

მაგრამ

გაიწელა


ესეც ვიღაცამ თქვა


რა აზრი აქვს

არანაეერი....


უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია

თუ რა ჰქვია მაგ სიტყვას?

რაღაც ისეთი სიტყვაა

გულს უღუტუნებს

:D


უბრალო ფაქტები

ვინ გეკითხება შენ ანალიზს

ვინ გთხოვს

იფიქრე ამ ფაქტს რა მოჰყვება

ან ეს ფაქტი რამ გამოიწვია


უბრალოდ

აღნიშნე, რომ ეს ასე მოხდა

ეს ასეა

რატომ

რისთვის

რა მნიშვნელობა აქვს....


მსოფლიოს ტექნიკურ გამოგენებათა შორის

პირველ ადგილას იმას ვაყენებ

რაც იმ მომენტში სიამლოვნებას მანიჭებს

ჰხოდა ვფიქრობ ახლა

რომ

ყურსასმენებზე

და

მობილურ ტელეფონში

მუსიკის მოსმენის გამოგონებაზე დიდი ტექნიკური მიღწევა არ არსებობს...


დადიხარ

ისე როგგორც მანამდე დადიოდი

იგივე ქუჩებში

იგივე ხალხი

იგივე პრობლემები

იგივე სიხარული...

მაგრამ არა

სხვანაირად დადიხარ


საკუთარი ფეხის ხმა არ გესმის

და

ფიქრობ

რომ

კი არ დადიხარ

დაფრინავ...

ფიქრობ, რომ შენი მოძრაობა

შენი სწრაფი ნაბიჯები

შენი სახის გამომეტყველება

სწორედ იმ მუსიკის შესაფერისია

რომელსაც უსმენ

და

გზაზეც თუ გადადიხარ

და

შუქნიშანსაც თუ ვერ ხედავ

და

მანქანების სწრაფი ნაკადი თუ მოემართება შენსკენ,

რომლისაც

მუდამ ასე ძალიან გეშინოდა,

და მუსიკაც თუა რამე სწრაფი

და

იმაზე უფრო ხმაურიანი, ვიდრე ათობით მანქანის სიგნალი ერთად...

როგორ უხდება ზოგჯერ მუსიკას

შენსკენ საათში 120 ით მიმავალი მანქანის ბბორბლები შენსკენ

და

მძღოლის წამის მეათასედშიუ დაფიქისებული

შეშფოთებული არა

გადაშფოთებული სახე,

რომელიც ყველაზე კარგად აღწერს შენს მდგომარეობას....



ჰხუხ


ამოსუნთქვას მოსდევს ჩასუნთქვა

სიცარიელეს სისავსე

დუმილს

დუმილი......



მომწონს როცა ის არ ვარ, რაც ვარ

რადგან

მერე

უკეთესად ვხვდები

რაც ვარ

და

ზოგჯერ

ვინც : დ




პარას დოქსები...............



1 comment:

Anonymous said...

ამოსუნთქვას მოსდევს ჩასუნთქვა

სიცარიელეს სისავსე

დუმილს

დუმილი......
kargia