Friday, October 22, 2010

ტგყტჯუტჯჰნგფ


ორი კაბა გავისინჯე დღეს


პირველი მწუანე იყო და ბავშვური

ბავშვური კი არა

საყვარელი...


მეორეც მომწვანო იყო და ლამაზი

ლამაზი ანუ

ქალური...




ჰხოდა პირველად დავფიქრდი რომელი მეყიდა

და

გავოცდი, რომ ასეთი არჩევანის წინაშე დავაყენე ჰხათო :



ხვალამდე ვიფიქრებ და ხვალ ვიყიდიმეთქი

და

წამოვედი..



ჰხოდა ახლა ვფიქრობ



ვფიქრობ, რომ

როცა

არჩევანის წინაშე ხარ ორს შორის

მესამე უნდა აირჩიო...



და

ბავშვობასა და ქალობას შორის

კიდევ

რაც არის

ეგეთი კაბა იქნებ დღეს შეკეროს ვინმემ

და

ხვალ შემხვდეს

და

მილიარდ სხავდასხვანაირი კაბიდან დამიძახოს:

ჰხათო, მე აქ ვარ და შენ სად მეძებ





საყვარელი კაბა

ახლა რომელიღაცა მაღაზიის, რომელიღაც ჩაბნელებულ ვიტრინაშია ჩამოკიდებული

და

არც კი იცის,

რომ

ხვალ ჩემი იქნება........ :ც























თუ!

No comments: