Monday, March 8, 2010


აი გაზაფხულიც მოვიდა

მოვიდა კი არა, უკვე 8 დღეა მოვიდა...

მე კიდევ დღეს აღმოვაჩინე, რომ ასეთ უდიდეს მოვლენაზე

ერთი პოსტიც კი არ დამიწერია..

არა, იმიტომ კი არა, რომ

გაზაფხულის მოსვლა

იმაზე ნაკლებად გამიხარდა

ვიდრე დანარჩენი 25-ის

არა

უბრალოდ ისა......

ყველაფერი ხომ შედარებითია

და

ემოციაც ხომ შედარებითია...

როგორც ჩანს, ის 8 სმ უფრო დიდად EMOციური აღმოჩნდა ჩემთვის

და

შენთვის

და

მისთვის

ვიდრე გაზაფხულის მოსვლა...

ჰხოდა საიდან დავიწყო..

საიდან და ფილმიდან "მილიონი წელი ჩვენს ერამდე"..

პირველად სწორედ ამ ფილმში გავიგე რომ

არსეობს

ბუნებრივი კატაკლიზმები...

რომ შეიძლება მიწა გაიყოს

და

ადამიანი შიგნით ჩაიტანოს..

რომ თურმე ერთხელ შეიძლება იგრიალოს ამ ჩემმა საყვარელმა მთა-ველებმა

და

ცეცხლი გადმოგვაყაროს თავზე..

ჰხოდა ყველაფერი პირველი ხომ მაინც პირველია..

ასე იყო მაშინაც

ალბათ 20 წლის წინ...

საბრალო დედაჩემი,

ამ ფილმის ნახვიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში

იძულებული იყო

ყოველ ღამეს თვალგახელილი მჯდარიყო ჩემს საწოლთან

შიშისგან გული რომ არ გამხეთქოდა : )))


მერე იყო 1999 წელი : )


სახლში დიიიიდი მშენებლობა გვქონდა გაჩაღებული

და

ამიტომ, ორი ადამიანი

გერმანელი საშა და სომეხი პატრიკა ( მგონი პატრიკა )

ჩემს სახლსი მთელი ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ..

დღისით მუშაობდნენ და საღამოობით ოჯახის სრულფასოვან წევრებად იქცეოდნენ ხოლმე : ))

ჰხოდა ერთ-ერთი ასეთი "ოჯახისწევრობის" დროს, გადავწყვიტეთ ერთად გვეყურებინა მეზობლისგან წინა დღისით ნათხოვარი კასეტისთვის : ))) რაღა ბევრი გავაგრძელო..ფილმი იყო ვულკანზე...

ის ღამე როგორ გავათენე არ მახსოვს..

სამაგიეროდ მახსოვს მეორე დღე, როცა ტვ-მ დიდის სიხარულით გვამცნო

რომ

ღამით თურქეთში მომხადრი მიწისძვრის გამო, 18 ათასი თურქი იყო გარდაცვლილი..

აქ დაიწყო მეორე ეტაპი ღამის თევებისა და კოშმარებისა : ))


ჰხოდა მესამე ეტაპიც ფილმს უკავშირდება

: )

და ისეთივე ვერდიდადხარისხოვანდაკარგსიუჟეტიან ფილმს, როგორიც დანარჩენი ორი იყო..

ბევრი ფიქრის მერე საბოლოოდ მაინც გადმოვწერე 2012

შეძლებისდაგვარად ჩავაბნელე სახლი

და

ჩემ დასთან და მამიდაშვილთან ( ვასასიკოსთან) ერთად დავიწყე ფილმის ყურება...

ჰხოდა ჰაიტი და ჩილე არ კმაროდა

და

ახლა თურქეთი..
ჰხუხ

უბრალოდ ისა...


მაგრამ თუ ერთხელ სოფელს უნდა ბოლო მოეღოს

მაშინ...


კი არა და



დღეს წავედი და თმა შევიჭერი...

აბა ასე გაწეწილი ხომ არ შევხვდებოდი აპოკალიფსს



:ც






No comments: