Tuesday, February 16, 2010

წჯკ


რა გითხრათ, რით გაგახაროთ

გარეთქარი ქრის, ფანტელი ცვივა

ჩემი ჩიტუნა

აი დარდი, თუ გცივა

კი არა და

გამოვიხარშე ადუღებულ წყალში..

არ სთქუათ, რომ თქვენ გინდათ სხვა ნეტარება

გარდა 

100% მდე ცოტა დაკლებული შხაპის ქვეშ დგომისა..

აი კანი რომ გეწვის

და

ჰაერი აღარ გყოფნის

და

გული მიგდის

და

საკუთარი კანნის დამწვრის სუნი რომ გაწუხებს

და

მაინც რომ ვერ ელევი მდუღარე წყალს...

მაზოხიიისტ! : D

ნუ ჩემი მაზოხისტობა ამ ბოლო 2-3-4 დღის განმავლობაში კიდევ ბევრჯერ გამოვლინდა

აღარც გამკვირვებია

საკუთარი თავისგან აღარაფერი მიკვირს...

აი, სხვებისგან გამიკვირდა..

არა, კი არ გამიკვირდა

უბრალოდ

ვერ მივხვდი

რატომ...

ჰხო, აი გასაგებია, რომ ზრდილობა და აღზრდა და განვითარება

ან სულაც ვერ განვითარება

იძლევა საბაბს იმისა

რომ

უბრალოდ, გამოხატო ორიოდე სიტყვით "წუხილი"

თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის გამო..

ჰხო, ალბათ დროთა კავშირის დარღვევა

და

ყოველდღიური რიტმმიდან ამოვარდნა

რომ

ისე აღარ იქნება,

როგორც

გუშინ

გუშინწინ

და 

იმისწინ

რომ

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა

ვერა კარგია

უფრო სწორად

სახამუშოა..

მაგრამ

მონატრება?

და

გულის დაწყვეტა?

და ვის გამო, ჩემ გამო?

მართლა საოცარია

ჰხუხ


ჰხოდა ასე

ხვალიდან "წინ, წარსულიში" -ს მერამდენეღაცა სერია იწყება ჩემს ცხოვრებაში

"უკან მომავალში" -ს პერსპექტივით..

ასე ხდება ხოლმე

რაღაცას 

თუ

ვიღაცას

ამო

ვი

ჩემ

ებ

და ვერ ვხვდები რატომ...

მერე გადის დრო

გადის

გადის

გადის

და

დრო გავა

ეს ამოჩემება კი ვერ და ვერ და ვერ...

როგორც გუშინ....

სრულიად შემთხვევით

მციოდა

და

გავთბი



:ც




ძილინებისა, ხათო




3 comments:

Kate said...

შენც გამოგიშვეს სამსახურიდან??? :(((((((

მე-ხათო said...

ara
sxvagan gadamiyvanes
:user

Kate said...

:user: