Saturday, February 19, 2011

ჰჯკლჰჯკლჰკ/ლ


გუშინ ძილის წინ კიდევ ერთხელ გავიხსენე "აგვისტოს ომი"...
ჩემმა ვასასიკომ "ფეისბუქმა რა ქნა" თუ რაღაც მოიტანა სახლში
და
გადავშალე და ერთი ბლოგერის პოსტი შემომეკითხა
ომზე იყო...
ჰხოდა რომ დავწექი ძილის წინ კიდევ ერთხელ შემომახსენდა ის დღეები...
მერე არაფერი
ავდექი
ჩავიცვი
და
წავედი
ქართულ-რუსულ ქორწილში
და
სულ აღარ ვფიქრობდი აღარც აგვისტოზე და აღარც ომზე
თუნდაც იმიტომ რომ
გარეთ აგვისტოს შესაფერისი ამინდი ნამდვილად არ იყო
და
არც განწყობა იყო ომისსაფიქრად შესაფერისი...
მოკლედ ყველაფერი ჩვეულებრივად იყო
სანამ
პატარძლის რუსმა სტუმრებმა სადღეგრძელო არ შესვეს
და
მიკროფონში რუსის მიერ ნათქვამი რუსული არ გაისმა...
ჰხო რუსის მიერ ნათქვამი, იმიტომ რომ
რაოდენ კარგადაც არ უნდა იცოდე რუსული
ვერასდროს ვერ წარმოთქვამ სიტყვას ისე
როგორც რუსი ამბობს ამას...
მითუმეტეს თუ ეს რუსი კაცია
და
ამ დროს განსაკუთრებით კარგად მესმის რუსი ქალების
რომლებიც ასე მიძალებულნი არიან ქართველ კაცებს...
თუმცა ეს სხვა თემა...
უბრალოდ ისა...
დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ
ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გვიან ხდება
ყველა ემოცია
და
ყველა გრძნობა
მაშინ მოდის, როცა
ამის დრო აღარაა
და
როცა ის დრო უკვე გავლილია...
ჰხო
დღეს 19 თებერვალია
მალე 3 წელი გავა აგვისტოს ომიდან და თანდათან ეს პერიოდი იმ თარითღს დაემსგავსება
რომელსაც მხოლოდ 08.08 ში გავიხსნენებთ
და
აწი მხოლოდ წლებს დავუთვლით რომ
ეს იყო 2 წლის წინ..
ეს იყო 3 წლის წინ
ეს იყო 10 წლის წინ...
გვახსოვდეს აგვისტოს ომი
და
ა.შ...
ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გვიან იწყება
და
მეც გვიან მივხვდი
რომ
ამ ქართულ-რუსული სადღEგრძელოებსია
და
თბილისი-მოსკოვის მეგობრობის ფონზე
მე ჯერ ვერ ვაპატიე
ვერც რიგით რუსს
რომელმაც
არც არაფერი იცის
ჩემს სამი წლის წინ შეწყვეტილ შვებულებაზე
და
იმ სიზმრებზე
რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც მესიზმრება
და
სიზმარში ბომბებს მიშენს....
ვერ ვაპატიე...
და არც ვცდილობ ვაპატიო
იმიტომ რომ
იმიტომ რომ
იმიტომ რომ
იმმიტომ!!!








პ.ს. ქორწილში ოსური შეუკვეთეს და მუსიკოსებმა არ დაუკერეს... ალბათ სიტუაციის დაძაბვას მოერიდნენ... ოსურის ნაცვლად მორიგი უნინჭო რუსული პოპესტრადის ნიმუში დაუკრეს და ჩემმა თანამსრომლებმა ამ სრულიად შეუსაბამო მუსიკაზე იცეკვეს ოსური.... აარადა არ ვარ არც სენტიმენტალური... არც პატრიოტიზმის დონეა საშუალოზე მაღალი ჩემში, არც საქართველოს მივიჩნევ მსოფლიოში ყველაზე მაგარ ქვეყნად, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ჩემში მაინც ცოცხლობს რაჭის ერთი ჩვეულებრივი მთვარიან მგლის ყმუილიანი ღამე და ჩვენი ღრმა რწმენა, რომ "შესაძლოა, რაც მაგრები ვართ, ქართველები არ ვართ, მაგრამ რუსებს მაინც ვჯობივართ"

4 comments:

პერწკლი said...

რაკარგია მარტო მე არ ვარ ემოციური რაჭველი :შ

ibzzz said...

უი, რაფრა მომინდა დავალაიქოო :)

lasharela said...

მე გამიხარდა რომ მაგ წიგნში ბევრი პოსტი იყო აგვისტოს ომზე. ანუ ის გამიხარდა რომ ბლოგსფერომ სწორი ანარეკლი აჩვენა _ ბლოგსფერი პირობითად. ჩემთვის ეს მეტნაკლებად შემოქმედებითი ქართველი ახალგაზრდაა, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს შექმნის.

როდე said...

:((