Tuesday, April 7, 2009

+/-1


წვიმა მოიტანს
წვიმა წაიღეებს
გაზაფხულებს
და
გამხმარ ყვავილეეებს
ღრუ
ბეეელს


ჰხეხ
ამოვიჩემებ ახლა ამას
გამიჭირდება
: ))

კი არა და

დრო და სივრცე განსაკუთრებით მიტევენ ბოლო ხანს
პარალელები
შედარებები
ჰხუხ
ერთი წლის წინ
და
ერთი წლის შემდეგ ვერ დავაძმობილე
გაიყარნენ
დაიშალნენ მარტივ მამრავლებად
გუშინ
ვიწექი
სხვა სახლში
სხვა საწოლში
და არ მეძინა...
უფრო სწორად ვერ...
ერთი წლის წინანდელი იგივე სახლის იგივე ოთახის იგივე საწოლი
ისე
მერალურთვალხატებოდა,
რომ
ძილი გადაიკარგა ცხრა მთასა თუ ცხრა ზღვას იქით...

1 პარილი იყო
მოვდიოდით კახეთიდან...დაკრძალვიდან...
და
ვფიქრობდი,
რომ
რა საშინელებაა ეს სამძიმარდაკრძალვებზე სიარული
რომ აღარ
აღღარ წავალ
1-2-3-4-5 წელი
აღარანაირი სამძიმარი
და
აღარანაირი დაკრძალვა...
მერე დედამ დარეკა
და
დიდხანს ლაპარაკობდა მობილურზე შეშფოთებული ხმით
რომ
არ ღირდა ოპერაციის გაკეთება
რომ
ბიძაჩემი უკვე 65 წლისაა
და
რომ 10 წელს კიდევ იცოცხლებს ოპერაციის გარეშე
და
რომ ეს 10 წელი საკმაოდ ბევრია
10 წელი
და
ყურებში გამკინავად მესმოდა
10 წელი
გამოწერილი 10 წელი...
10 წლის სიცოცხლის გარანტია


მესამე დღეს საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა
და
მე რატომღაც
სადღაც
გულის კუთხეკუნჭულის მიყრუებულ უბნებში
მალულად ვიგრძენი სიხარული
რომ
ბიძაჩემმა უარი თქვა გარანტირებულ 10 წელზე
და
გარდაიცვალა მაშინ
როცა
მისი გარდაცვალების დრო მოვიდა....


მერე ის იყო რაც იყო
იგივე ოთახი
იგივე სახლი
იგივე საწოლი
და
ტირილი და ყვავილები
ყვავივლები და ტირილი
ყვავილები და ყვავილები
ერთით ნაკლები ოჯახის წევრი
1წლის წინ
და
სიცილი და სიცილი
და
სიცილი და სიცილი
და
სიცილი და სიცილი
და
1ით მეტი ოჯახის წევრი
ერთი წლის შემდეგ
და...

და
არაფერი..
აღარაფერი
ახალი....




ღრუბეეელს
ღრუუუბელს
ღრუუუბელს
მიაგავს ჩვენი 20ნება
დაიხატება
ისევ გაქრება
დაღლილ ცრემლივით
ციდან ცრემლებათ
და
იფანტებააააა.................

No comments: