Wednesday, April 22, 2009

მნმნმნმნ


ჰხახ
ყოველთვის ასეა
სულ სხვა რაღაცის დასაწერად ვავტორიზაციავდები
და
მერე
სულ სხვა რამეს ვწერ

ჰხოდა
დილიდან ამეკვიატა
რომ....

მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რა ამეკვიატა
თუ
რას ავეკვიატე
მთავარია, რომ ახლა
უცებ
ძალიან მომინდა
გაუთხოვარ ქალებზე დამეწერა რამე
და
ზოგადად გაუთხოვრობაზე
: ))


არ ვიცი, რატომ...
ალბათ იმიტომ, რომ
ბოლო
სამი დღის განმავლობაში
70 წელს გადაცილებული
გაუთხოვარ
უშვილო
უახლობლო
უნათესავო
მარტოორხელა
5 ზე მეტი ქალი ვნახე....


არ ვიცი,
არ მახსოვს ბავშვიბაში ამ თემაზე ჩემს ოჯახში რაიმე საუბარი თუ იყო
სადმე მოვისმინე
თუ
უბრალოდ ინტუიცია მკარნახობდა ( :დ)
თუმცა
ბავშვობიდან რატომღაც საშინელი სიბრალული მქონდა გაუთხოვარი ქალების მიმართ :))
ალბათ საყოველთაოდ გავრცელებული აზრის გამო
რომ
ქალის უპირველესი მოვალეობა
ბავშვი
ოჯახი
სამზარეულო
(:დ)
ბლაჰბლაჰბლაჰ


არადა რაც დრო გადის
ვხვდები,
რომ........




რომ
ისა.......



როგორც შოთა იათაშვილი იტყოდა



არიან ქალები - უდაბნოები,
ისინი უნდა გადალახო და დატბორო.
არიან ქალები - ჭაობები,
ისინი უნდა ამოაშრო.
არიან ქალები - ლარნაკები,
ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო,
ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები,
რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე!
არიან ქალები - ტოლჩები,
რომლებიდანაც ვნების წყალი უნდა დალიო,
არიან ქალები - ყრუ კედლები,
მათ უნდა გვერდი აუქციო.
არიან ქალები ხელსახოცები,
ისინი თუკი ერთხელ მაინც გამოიყენეს,
მერე არავის არაფერში არ სჭირდება.
არიან ქალები - გუშინდელი გაზეთები,
მათ არავინ აღარ კითხულობს.
არიან ქალები - ფორმულები,
მათ ძუძუებს დაავიწყდათ
მამაკაცის ტუჩების ელდა.
არიან ქალები - მყუდრო ოთახები,
შეგიძლია შიგ შეხვიდე და მოისვენო,
არიან ქალები - ნიაღვრები,
რომლებიც აქეთ წალეკვას გვიქადიან,
არიან ქალები,
მათ სიყვარულზე ლაპარაკით ვუჭედავთ ყურებს.
არიან ქალები,
რომელთაც სწორედ ამ სიტყვით უნდათ რომ დაგვამარცხონ;
არიან ქალები,
მუდამ ჩვენთან არიან ქალები,
არიან ქალები - რომელთაც გვშობეს,
არიან ქალები - დაგვიტირებენ რომელნიც ბოლოს,
არიან ქალები - ჩვენი შვილები,
ჩვენ მიერვე ჩვენივე ჟინისგან გამოჩორკნილნი,
არიან ქალები . . .
და არიან კიდევ ქალები - პოეტები,
დაღლილნი და ღამეების მარტოობას შეფარებულნი,
ქალები - ტკივილები
''თვალების რაფებზე ჩამოწყობილი ცრემლებით,''
ქალები, რომელთაც შეუძლიათ
მამაკაცების ბინძური გულები - ავგიას თვალები
გააღონ ხანდახან, გაანიავონ და გამოწმინდონ,
ქალები, რომელთაც ბაგეებზე პომადის ნაცვლად სცხიათ ლექსები,
ქალები, რომელთა სხეულზეც სუნამოს სურნელი
სურნელია ბალახების, მზის და გვირილის,
ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად და
ყველაზე ნაკლებად არიან ქალები,
ქალები, რომლებიც ვერ გახდებიან ვერც ჩვენი დედები,
ვერც ჩვენი დები, ვერც ჩვენი ცოლები,
რამეთუ ისინი ეკუთვნიან ყველას და არავის,
რამეთუ მათ სუსტ მხრებს აჰკიდეს
ჩვენი ცოდვები და ტკივილები,
რადგან მათ უთხრეს: თქვენ უნდა იყოთ
უდაბნოები - ქალები და კიდევ ქალები ჭაობები და ლარნაკები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები - ტოლჩები, ქალები - კედლები,
ხელსახოცები, გუშინდელი გაზეთები და ნიაღვრები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები - მყუდრო ოთახები
და ის ქალები სუყველანი,
რომლებიც ''უბრალო'' ქალები არიან და
ზურგზე მოგდებულ თავიანთ პატარ-პატარა
ტკივილისა და სიხარულის გუდით დადიან,
დადიან და ვერც გუმანობენ, რომ თქვენც არსებობთ,
ტუჩებზელექსებწაყრილი ქალები,
ძალინ დიდხანს ნამალავი და
უნებურად მაინც აშკარად გაცხადებული
პირღია ჭრილობებით,
ქალები - პოეტები,
ლურჯი ზმანებებით
და ''ყელზე გამობმული ღუზით,
რომელიც ზღვაში გახრჩობთ,''
ქალები - პოეტები, რომელთაც ასე ძალიან
მინდა გითხრათ:
დიდი მადლობა და ბოდიში ყველაფრისთვის!

ჰხოდა
რა მნიშვნელობა აქვს
ვინ
რომელ კატეგორიაში იპოვნის
ბედის
ნიერებას.......

3 comments:

ბაბისა said...

ჰოდა
ჩემო შენ
მეც ბავშვობიდან სწორედ რომ მაწუხებ-ს-და ეგ 'პრობლემა-ტიკა'.

უფრო კი ადამიანის სიმარტოვე.
ასთები კი, ნუ ითვლება, თორემ ვინ იცის რა როგორაა, რომ გაუთხოვრები არიან, არადა ბევრი გათხოვილიიცა და შვილიან-ქმრიან, ახლობელიანიც განიცდის სიმარტოვეს. უბრალოდ მათ ფარდასავით აქვთ ჩამოფარებული ამდენი 'თავსდახვეულ-მოხვეული' 'ახლობლები' ჰოდა გარედან აღარა ჩანან მარტონი.

ჰოდა გამიგრძელდა და კიდე გამიგრძელდება თუ არ გავჩერდი
და იმას-ღა დავმატებ
რომ ეგ ლექსი ესეიგი მეც ფრიად რომ დიდად მიყვარს-თქო-მეთქი-ბლა. :D

პერწკლი said...

შენ ახლა ჩემი სათქმელი თქვი : )))

hexe said...

გამაჟრიალა...
შემძრა....
და კიდევ რაღაც მინდოდა მეთქვა ....