Sunday, May 18, 2008

დედა


მე დედა მყავს ფუნთუშების გამყიდველი.


ფულს აგროვებს – ჩემი სიხარული უნდა რომ იყიდოს.....


დედა დამისხამს გაბზარულ ჭიქაში ბინდისფერ ჩაის და თავის ცრემლებს თან ჩააყოლებს.


და ამ ჭიქიდან ამოიზრდება სევდის ტოტები.


აყვავდება სისხლისფრად ასკილი.


მე დედა მყავს და ხომ შეიძლება ის ყველას ჰყავდეს – სადღაც შეჩერებულო, დაღლილო უფალო?"


1 comment:

თიო said...

...სული გამეყინა და... გამითბა..

”მე დედა მყავს და ხომ შეიძლება ის ყველას ჰყავდეს – სადღაც შეჩერებულო, დაღლილო უფალო?"
....

მტკივა ისე რომ.. დავშორდი სიტყვებს.. ცრემლებს.. დედამიწას..

მაგრამ იქნებ...... ოდესმე......................