
და
სიცხ
ული
წინადადებები
სიტყვებად დაწერამდე
ორთქლდებიან
თითებიდან
კი არა და
ყველაზე ბედნიერი წამი ჯერ არ დამდგარა
ყველაზე დიდი უბედურება ჯერ არ მომხდარა
ყველაზე დიდი სისულელე ჯერ არ თქმულა
ყველაზე დიდი სიბრძნეც ჯერ არ თქმულა
მე
მეშინია
არა იმისი რაც უკვე მოხდა
რაც არ მომხდარა
არასოდეს
მე
ის
მაშინ
ებს
ო
და მე უნდა გავხდე
ქვაზე უფრო
ქვა
ზღვაზე უფრო
ზღვა
ქარზე უფრო
ქარი
ჩემზე უფრო
ჩემი
შენზე უფრო
ჩემი
და
მასზე უფრო
ჩემი
ც
და
ცხელი წინადადები გრილდება
ნუ გაგრილდები
თბილი სიტყვები ცივდება
ნუ გაცივდები
მესასვენნიშნება
ვეღარ...
რამე ახალი
ამ
ხალი
დაგიმახსოვრებ
არ დამავიწყდე
ყელ
საბამი ალის ფერი
სპილოს ძვლის ფერი
ვის უნახავს სპილოს ძვალი
ანდა
ფერი
ანდაც
არა
ფერი...
მწვავს...მამძიმებს...მეტვირთება
მეტვირთმძიმება
და რატომ არ...
არ ვიცი...
რამე ახალი.....
სულსულ
ახალი
ახალთახალი
გაზაფხულო
15 დღეში
ამამწუანე
ამამზევე
ამაცოცხლე
გამაცოცხლე
სრულიად უცნობი ადამიანები მტკივა
უნდა მოვირჩინო
1 comment:
zalian sainteresoa gansakutrebit bolo strofi :)
Post a Comment