გაივლის კიდევ 21 დღე
და
კედელთან დასახვრეტად მიყენებულ აურელიანო ბუენდიას
კი არა და
მე
გავზაფხულდები
ავმწუუუანდები
ავყვავილდები
ავალუჩდები
ავიასამნდები
ავჟუჟუჟუნაწვიმდები
ავატმისყვავილდები
ავმრცხლდები
ავსუფთაცივჰაერდები
გაივლის კიდევ 21 დღე...
უფრო მეტიც გაივლის
უფრო ნაკლებიც
უფრო სწრაფად
უფრო ნელა
გაივლის....
გამივლის...
გაგვივლის....
ყველაფერი არაფერი ყველაფერი
წარმავალია ყოველი
გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
და
ისევ..... ისა....
თავისუფლებაშია თავისუფლება
ლამბაშია ლამბისუფლება
ჩემშია ჩემიუფლება
"მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი და აღარასდროს ვინატრო დაბადება"
ო
კი არა და
ფერები ფერები მწუნე ფერები
მონაფერები
ფერებმა დაიპყრო მთელი გარემო
მე კი
უფეროდ
ვარ
ო
ერთფეროვან სინაცრისფერეს ორფეროვანი სიშავთეთრე სჯობიაო
http://www.link.ge/file/209391/10---Outsider---Upero.mp3.html
კი არა და
ვიყავი - არ იყავი - სად იყავი?
Nico 2 ♡
-
სამყაროს კანონზომიერებაში როგორ ჯდება, 2 წლის ადამიანი გასწავლიდეს
ცხოვრებას, ისე თითქოს ახლა იდგამდე ფეხს, სწავლობდე დათვლას, ემოციების
გამოხატვას, აღფრთო...
1 month ago
No comments:
Post a Comment