Wednesday, February 25, 2009

შემოხარება


გავლით ყველას გაუვლის
ადრე თუ გვიან
ყველას!!!
მუღამი იმას აქვს
გავლას რომ დაასწრებ
და
სანამ თვითონ გაგივლის, შენ რომ გაუვლი


ო - ვსთქუი მე.....



კი არა და


ახალი მუღამები მინდა
ახალი
სი
ლა

ჟვა
რდე
ები.....




დღეს თმა შევიჭერი
არადა
თმას მხოლოდ მაშინ ვიჭრი
როცა
რაღაც მნიშვნელოვანი ხდება
დღეს კი ისეთი დღe იყო, როგორც გუშინ და გუშინ კი ისეთი დღე იყო, როგორც გუშინ წინ და იმის წინ და იმის წინ და....

ჰხოდა
ამიტომაც
გადავწყვიტე, რომ
ხვალ სხვანაირი დღე იქნება
ხვალ თუ არა
ზეგ მაინც
ნუ ზეგ თუ არა მაზეგ მაინც...

ჰხოდა ასე


ყველაფერი უკეთესობისაკენ მიემართება!

ყველაფერი!



რა მნიშვნელობა აქვს მართლა თუ არა
მთავარია
რომ
შენ გჯეროდეს!
შენ კი არა მე
ო....



უფრო მეტი და უფრო მეტად მეტი და მეტზე უფრო მეტი.......


დიდი ბოდიში პრობლემებო
სამწუხაროდ თქვენთვის
ჩემ
ში
ადგილი არ აღმოჩნდა
ზამთარს უნდა გაგატანოთ თან
ისიც ცოდოა
ერთი წლის სავალი აქვს
მარტო ხომ არ ივლის




იყავით ბრძენნი ვითარცა გველნი და უმანკონნი ვითარცა ისაო,.... რა ჰქვია......



კი არა და

ხვალ არა და ზეგ
ჩავ
ბარგ
დები
და
ვივლი
ვივლი
ვივლი
ვივლი
ვივლი
და
გაზაფხულს შევხვდები
და
მოგიტანთ
სულსულსულსულსულ
რაღაც
3
დღეში







არაფრიდან მოსულმა სიხარულმა არაფერში წასვლა იცის

ახალი ქართული ანდაზა

ჰხოდა
სანამ წასულა
შემომიხარდა

No comments: