Wednesday, May 27, 2009

ზნაკვა






ისა... ამხელა რამეს რომ ვერავინ წაიკითხავს
მჯერა
მაგრამ
უკვე დაწერილია
და
სხვა გზა არ მაქვს
უნდა
გადმოვაბლოგო

: }}


ხლა როგორ იყო ეს ამბავი....

ქრისტეს შობიდან 2009 წლის 22 მაისს 17 საათზე შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან... უფრო სწორად 17 სთ ზე უნდა შევკრებილიყავით, თუმცა გვარსა და სახელს არ დავასახელებ, იმიტომ რომ არ ვიცი მათ გამო ანზორის სამარშუტო ტაქსში კი არა და მარშუტკაში მხოლოდ და მხოლოდ 6 საათისათვის აღმოვჩნდით..ისიც იმიტომ, რომ ცამ შეიკრა წარბები და სად მიდიხართ დაეტიეთ თბილისშიო და დაიგრუხუნა და წამოვიდა წვიმა...მაგრამ ყველა წვიმა წვიმა ხომ არ არის... ჰხოდა ესეც იყო წვამაზე უფრო უწვიმესი..მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ გველოდა...თუურმე...

ჰხოდა ასთრე

კარაველების 90%-ს ერთხელ მაინც უმგზავრია ალბათ ანზორის "მარშუტკით" ( მარშუტკა უფრო მემარშუტკება და მომკალით თუ გინდათ, ვაჰხთ ), რომელიც 20 კაცზე კი არა და 20 ადამიანზეა გათვლილი...
მაგრამ უცებ :სიურპრიიიიიზ: და მოულოდნელად თავზე დაგვადგნენ ლოლა და სმაილი ნუ ჩვენ ხომ გავიხარდა და გაგვიხარდა, მაგრამ ტრულის განსაკუთრებით თან ჩვენმა უშველებელმა ჩანთებმაც ტრანსპორტში ყველაზე საპატიო ადგილები დაიკავეს..ასე რომ რაჭისაკენ ჩაჭედილგადაჭედილ ნახევრად ფეხზე მდგომარენი გავემგზავრეთ..მაგრამ მაგას კარაველი რის კარაველია თუ სიმაღლეები არ დაიპყროო და მალე ზოგიერთი ჩანთების ზემოთ სამარშუტო ტაქისის შერზე აკრული აღმოჩნდა.... ჰხუხ ... (აქ უნდა იყოს ახლა ფოტომტკიცებულებანი, რომელიც მე სამწუხაროდ მე არ აღმომაჩნდა)

ვიარეთ, ვიარეთ, ცხრა მთა კი გადავიარეთ მაგრამ ცხრა ზღვა კი არა ერთიც არ შეგვხვედრია...

ჰხუხ

მერე დღე შეცვალა ღამემ...წვიმა ნისლმა...ლოლას და სმაილის წივილ-კივილი "მაისების" წივილ-კივილი მსუბუქფორმებში ნათქვამია... მმმ...ზეაღმატებითმა ხმაურმა... ( ჰხოდა ვინც არ იცის "მაისები" თავადი და მისი სამი პლუსია, აი ისინი 1 მაისს კაცთა საერთაშორისო დღე რომ გამოაცხადეს )

მოკლედ, რაჭას რომ მივუახლოვდით და სისხლმა და ფესვებმა ერთხმად რომ დაიწყო ყივილი კი არა და კივილი მშობლიურ მიწაზე დაბრუნების გამო ერთ დროს ჩემი წინაპრების მიერ მოკლული თავადის სულმა შეკრიბა შავი ძალები და ჩამოანისლა გზა და ჩვენი ზნაკვაში ასვლა შეუძლებელი გახადა....

ჰხოდა გადავწვიტეთ ის ღამე შაორზე დავბანაკებულიყავით და მეორე დღეს, მზის შუქზე გვეხილა რაჭა .... ღამით დასაბანაკებელი ადგილის პოვნა არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა... სამჯერ დავარტყით წრე შაორს და ბოლოს ერთ მოშიშვლებულ ადგილას გავშალეთ კარვები...მალე კოცონიც დაინთო და სუფრაც გაიშალა.... არც გიტარა და ცხელი ტაში დაგვკლებია..მითუმეტეს, რომ ტამტამიც თან გვქონდა, რომლის ხმაც შემდგომში ჩემს სიზმრებს ფონად გასდევდა, მაგრამ ეს მერე....

გადაშავებულ ცაზე მოციმციმე 2-3 ვარსკვლავი გვაიმედებდა,
რომ
ღამეც გავლადია
და
ღამეს შეცვლის მზე
და
თან მზიანი



მგზავრობისგან დაღლილებს მალე ჩაგვეძინა,
თუმცა
როგორც ჩანს, დაღლამ ყველაზე არ იმოქმედა...

შაპრის ნაპირას სიცილხარხარტამტამხმაურგიტარსიმღერა დილამდე გაგრძელდა,
რასაც შედეგად ის მოჰყვა
რაც მოჰყვა
კი არა და
ეს მერე...
მეორე სერიაში.........


ჰხოოოოდა
სად გავჩერდი?
აა, ჰხო... რომ დავიძინეთ...
მოკლედ დავიძინეთ ღამე სახელდახელოდ გაშლილ კარავში მე, ელიოზამ იგივე ჩემმა დამ და იგივე სამხედრინამ და მაიკომაიკომ იგივე პერწკლიმ იგივე ნაკვერჩხალამ და სალომემ იგივე ოდნავ მაღალმა გოგომ

დავიძინე და სიზმარდ ვხედავ, რომ ომია, რომ ისვრიან და ხალხი დარბის კივლით და იმალება (არადა თურმე გარეთ "მაისები" ხმაურობენ") ვხედავ რომ ავტომატიდან ისვრიან (არადა თურმე ტამტამს აბრაგუნებენ) და ვიმალები და ამ დროს სიზმარში გამოჩნდა ტანკი და უცებ გაისროლა... და ეს გასროლა სიზმარში ისეთი ხმაურიანი იყო, რომ გულგახეთქილი წაოვხტი და რა ტანკი... რა ბომბები...რა ომი.... თურმე "მაისების" ხმაურისგან შეწუხებული ტრული, "მაისების" კარავს დააცხრა..... ჰხუხ.... ომში დამალვა მონაგონი იყო ისე ვიმალებოდით ტრულის ყვიტილისგან შეშინებულები.....



ჰხოდა თანდათან ინათა კიდეც, ხმაურიც ჩაცხრა და კარვის კალთა ჩახლართულიც ჩავჭერ ჩავაკარაბაკე კი არა და გამოვაღე კარავის ფანჯარა
და
აიი თურმე სად ვყოფილვართ დაბანაკებული.........

(სურათების ხარისხისთვის ბოოოდიში - მე უფრო მინდა კარგი აპარატი მქონდეს )






მზე იყო მწველი, მწველი, მწველი
ჰხუხ....

დავსხედით შაორის პირას
და
იდეაში ვირუჯებოდით ...არადა თურმე წყალთან ვიდექით, ცეცხლი გვეკიდებოდა......











ამასობაში "მაისებმაც" გაიღვიძეს და შეცვივდნენ შაორში.......



არა
ყველას არ გაუღვიძია... თავადს ჯერ კიდევ ეძინა....


მალე ავშალეთ კარვები, მივაწექით ანზორის "მარშუტკას"



და ჰერჰერი ნიკორწმინდისკენ....


ჰხოდა ისა....
ნიკორწმინდაში პირველად ვიყავი
და
ისე აღვშფრთოვანიდი,
რომ
ქვა

კი წამოვიღე.......



ნიკორწმინდაში, ტაძარში სანთლებს ერთი ძალიან საყვარელი ბებო ყიდიდა ჰხოდა იმან გვკითხა, ვინ ხართ, აქ რამ მოგიყვანათო და ზნაველი ვართქო წარმოშობით, რომ ვუთხარი, ისე დაგვლოცა ყველა..... ზნაკვა ძალიან კარგი სოფელიაო... აი ახვალთ და ნახავთ როგორ მოგეწონებათო...
ჰხოდა
ავედით....

გზად ყველა შემხვედრს ევკიტხებოდით, როგორ მიგვეღწია ზნაკვამდე.....






[img]http://s61.radikal.ru/i174/0905/ec/a0caf004603f.jpg
[/img]
და აი...როგორც იქნა....
არის
აღსრულდა
20 ნება

კი არა და


მე ზანკვაში ამოვყავი თავი

ჰხუხ



მართალია როგორც "ფესვებში" ისე არ დამხვედრია მთელი სოფელი ქოლგებით ხელში, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზნაკვაში ზამთარ-ზაფხულ მოსახლე მხოლოდ 4-5 ოჯახიღაა შემორჩენილი... დანარჩენები სოფელს მხოლოდ ზაფხულობით უბრუნდებიან... არადა ზნაკვა ისეთ ლამაზ ამწუნებულ ტყემინდვრებშია მოქცეული, რომ ვუსაყვედურე ჩემს წინაპარს რა მოგარბენინებდააა, რა გეჩქარებოოდაააა, ცოტაა მოგეცადაა სეენ - საწყალოო შეეენ, უბედუროოო შეენ - მეთქი, ვაჰხთ.....



სანამ დასაბანაკებელ ადგილს მოვძებნიდით, გადავწყვიტეთ სოფელში გავევლო და ჩემი მოგვარეები - კვახაძეები მოგვეძებნა





როგორც გვითხრეს, ზნაკვაში კვახაძეების 17 ოჯახი ცხოვრობს,,, თუმცა, ამჟამად სოფელში მხოლოდ ორი ბებო იმყოფებოდა

საკარვე ადგილების საძებნელად წასულებს გზად მაქაანა შემოგვხვდა, რომელმაც არ დაიზარა და ერთ აგშლილ მინდორთან მიგვიყვანა, საღამოს ბანაკამდე წყალიც გამოიყვანა და ზნაკვაში აუცილებლად სანახავი ადგილებიც ჩამოგვითვალა...

რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო
მან
ჩემი წინაპრის ზნაკვადან გამოქცევის ისტორიაც გვიამბო


თუუურმე, ზნაკვაში ყოფილა თავადი წულუკიძე, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.. აბა კვახაძე მაგას მოითმენდა??! :ჰმ... ჰხოდა ერთხელაც, როცა ამ თავადის საქციელი უკვე აუტანელი გახდა გლეხებისთვის, ამ ჩემს წინაპარს დაუჭერია ეს თავადი წულუკიძე, ფეხზე ჯაჭვი მოუბია, ტანზე თაფლი წაუსვია და კლდის ქიმზე გადმოიკიდავს... თავად კი შიო მღვიმეს მონასტერში გამოქცეულა....

აი ასეთი სადისტის სისხლი მიჩქეფს ძარღვებში, ასე, რომ მიფრთხილდით!!!






ჰხოდა ისა...
ტრადიციების გაგრძელებას შევეცადე,
მაგრამ ისა.......



ჰხოოდა მას შემდეგ, რაც მალვოლიომ ფეხი იღრძო და ჩანჩქრეციხესიმაგრეუნახავები ბანაკში დავბრუნდით დათამ იგივე ჰანიბალმა იგივე 1-1მა "მაისებმა" შუაგულ რაჭაში , იმ წყალუხვმრავალმდინარიან მხარეში ცოცა-ცოლის ანუჰხთ კოკა-კოლის დალევა მოინდომა,
რის გამოც ბანაკიდან მოშორებით
სოფლის მაღაზიისაკენ გაეშურა თავის მაისებთან ერთად
მაგრამ
ჩვენ
გოგოები
როგორც ნამდვილი ჯენტლვუმენი გოგონები ბიჭებს მარტო ხომ ვერ გავუშვებიდთ
ასე რომ
მე
ელოიზა
პერწკლი
სალომე
თებრო
რუსკა
თავადი
დათა
რეზი
და
კაკი
ცოცა-ცოლის საყიდლად გავეშურეთ....

რაღა თქმა უნდა სამოჯახიან სოფლის მაღაზიაში კოკაკოლა არ აღმოჩნდა
თუმცა
მაღაზიაში დაგვამშვიდეს
აგერ
სულ რაღაც 5-6 კილომეტრში
კიდევ ერთი სოფელია
ცოტა უფრო მეტსულმოსახლიანი და იქ შეიძლება იშოვოთ თქვენი ნანატრი კოკაკოლაო
მერე რა რომ უკვე საღამო იყო
და
ტყეში მგელი დათვი ტურა მელა დაიარებოდა
გავეშურეთ გაურკვეველი მიმართულებით...

ჰხოდა ამ თავგადასავლისას რამდნიმე ნაწილი უნდა გამოვყო


პირველი: - საწყალობელი გველის გარდაცვალება

მივდივართმივდივართ, ტყე და ველი დიდია
კი არა და
უეცრად გზაზე
თავისთვის, საწყლად
გამოისრიალდა პატარა გველუკა...
საცოდავი
მოსრიალებდა სევდიანი თვალებით
ამ ქვეყნის ამაოებაზე ჩაფიქრებული
არაფერი ცუდის წინათგრძნობა არ აწუხებდა
და
ამ დროოოს
მას უეცრად თავს დაესხნენ
მტარვალი რეზი და კაკი
რომლებმაც წამის მეასედში
გამაოგნებელი ყვირილით
"მოკვდი გველო! მოკვდი გველო!"
გველუკა ჰაერში შეათამაშეს.....

ჰხუხ...

საწყალი გველი იქვე გულის შეტევით გარდაიცვალა.....


ამბავი მეორე - როგორც წვიმს, ისე წვიმს....

ჩვენი მოგზაურობა კოკა-კოლის საძებნელად
გაურკვეველი მიმართულებით
იქამდე გაგრძელდა
წვიმის
ცხრა სახეობა
ერთად არ დაგვატეხა თავს...
გალუმპულგაჟუჟუნშხაპუნწვიმებულები გზად მიმავალმა სატვირთო მაქანამ შეგვიფარა
რომელსაც საბარგულზე სახურავის ნაცვლად უბრალო ტენტი ჰქონდა გადაფარებული
და
სადაც იმაზე გაძლიერებულად წვიმდა
ვიდრე გარეთ......
თურმე მანქანის საბარგულში თავად ზნაკვის გამგებელი იმყოფებოდა..
რა სახე ექნებოდა მას და კიდევ დანარჩენ ორ ადამიანს
როდესაც გაიგეს
რომ იმ წყალდიდობაში
კი არა და
წვიმადიდობაში
კოკა-კოლის საყიდლად მივდიოდით
თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ....

სხვათაშორის, ზნაკვის გამგებელს
ჯიბეში ციფრული ფოტოაპარატიც აღმოაჩნდა'მაგრამ ვეჭვობ
ოდესმე ვნახო
მის მიერ გადაღებული სურათები




ამბავი მესამე - აქა ამბავი ჩვენი ლოთაობისა....

დიდსაბარგულიანმა მანქანამ ბევრი იარა თუ ცოტა იარა რაღაც გაურკვეველ სოფელში ჩაგვიყვანა...
გადასველებულგალუმპულგაწვიმარებულები სოფლის ცენტრში დებარე
მოსაცდელში შევცვივდით
სადაც წვიმას თავს ჩვენს გარდა კიდევ სამი ადამიანი აფარებდა...
ნუ ალბათ მიხვდებით მათ გაოცებას
როცა
ასეთ მდგომარეობაში გვიხილეს...
კი არა და
მთავარი: კოკა-კოლა არც იმ სოფლის მაღაზიაში აღმოჩნდა
სამაგიეროდ, მოსაცდელში შეხვედრილი ადამიანების წყალობით
მალე მოსაცდელში არაყი
და
თხილი გაჩნდა...
ნიამნიამ...

არა ნუ სამი-ოთხი ჭიქა არაყი
დიდი არაფერია
სულ არ ვართ ლოთები
სულ არ

ჰხოდა ისა...
ამბის კულმინაცია ის იყო, რომ
იმ გაურკვეველ სახელიან სოფელში
კინაღამ
თებრო გავათხოვეთ

მოსაცდელში მყოფი ერთ-ერთი პიროვნება
თებროს გამოუტყდა
რომ
ცოლგანაშვები იყო
და
მერე სიამოვნებით გადაიღო მასთან ხელგადახვეული სურათი......

ამბავი მეოთხე : დაბრუნება ბანაკში

წვიმამ რომ გადაიღო
და
არაყიც გათავდა უკვე ღამდებოდა
ჩვენ კი წინ 5-6 კმ იანი გზა გველოდა
ტყეტყე სასიარულო...
მაგრამ
არყის წყალობით გადალაღებულებს ეს გზა სულაც არ გვაშინდება..
მერე რა
რომ
მოსახლეობამ გაგვაფრთხილა
ტყეში
დათვი
და
მგელი
და
ტურები
დაიარებიანო....

ჰხუხ ისა...
სიმართლე რომ ვთქვა
ეს გზა ბუნდოვნად მახსოვს...
მახსოვს
რომ
ყველაფერზე ვიცინოდით
კიდევ მახსოვს
რომ
წვიმდა
კიდევ მახსოვს
რომ
ბნელოდა
კიდევ მახსოვს რომ არ ვიცოდით სად მივდიოდით........

როგორც იქნა მივაღწიეთ ზნაკვამდე
აღმოჩნდა
რომ
წვიმის გამო
დანარჩენებს თავი რომელიღაც შენობისთვის შეეფარებინათ...
ჩვენ
შენიბაში ღამის გათენება აღარ ვისურვეთ
და
იქვე
ზნაკვის შუაგულში
ზნაკვის გამგეობის ეზოში გავშალეთ თავადის კარავი
სადაც
6 გოგო უმშვენიერესად მოვთავსდით....

ნუ მართალია წინაპრების ტრადიციები ვერ გავაგრძელე
და
თავადი ვერ მოვკალი
სამაგიეროდ
მისი
კარვიდან გამოვაძევე
:ბოლი


კი არა და



საშინლად დაღლილევს მალე ჩაგვეძინა და იმედი გვქონდა რომ დილამდე ჩვენი ძილის სიმშვიდეს ვერავინ დაარღვევდა
მაგრამ
ხანგძლივ ეს სოფელი გაახარებს ვნმეს განა
კი არა და
იმაზე მეტად ახარებს თურმე
ვიდრე მოსალოდნელია....


ვინ სთქუა რომ რაჭველებს დროის შეგრძნება შენელებული აქვთო...ჰმ...
რაჭაში ჩემი დაბდღე ზუსტად 24 საათით ადრე მოვიდა..
დიახაც...

ტკბილად ჩაძინებულები უეცრად ჩვენს კარავთან შექმნილმა ხმაურმა გამოგვაძვიძა

ზუსტად 5 წუთი დამჭირდა გონზე მოსასვლელად...
ვუყურებდი ჩვენი კარვის წინ მყოფ არჩილს, მალვოლიოს, თავადს და მაისას
რომელთაც ხელში უამარვი ფერადი ბუშტები
და
შუშხუნებით ანთებული ტორტი ეჭირათ
და
რა ლამაზიი დღეააა
რა მზიანიი დღეა

მიმღეროდნენ.....


სიურპრიზმა მართლაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი
რომ
შესაძლებელი იყო
ვინმეს
ჩემი დაბდღის წინასწარ მოსალოცად
თბილისიდან
პატარა ტორტი
და
ბუშტები
და
სუშხინები
და
საპნის ბურთები წამოეღო


ისე დავიბენი
მადლობა
წესიერად ვერც ვსთუი
და
ისა

მადლობა

ჰხოდა ბარემ მესამე დღის ამბებსაც მოვყვები
და
მოვიხდი ვალს
კაცობრიობის წინაშე
კი არა და
მე - კაცობრიობა....:ბოლი



ჰხოდა ასთრე...
ზნაკვის გამგეობის ეზოში დაბანაკებულები ძროხის ზანზალაკის ხმამ გამოგვაღვიძა.. სანამ რაჭველი ძროხუკა მიხვდა, რომ კარავი არ იჭმეოდა,
ჩვენ უკვე გამოფხიზლებულები ვიყავით...
გადავწყვიტეთ სანამ დანარჩენ კარაველებს შევუერთდებოდით, ზნაკის სასაფლაო დაგვეთვალიერებინა... იქნებ და ჩემი რომელიმე წინაპრის საფლავიც აღმომეჩინა...
20ნებას კაცი არ მოუკლავს, მითუმეტეს ქალი

ჰხოდა გოგონები გავეშურეთ სასაფლაოს საძებნელად... ჩვენი მეგზურობა გზაზე შემთხვევით შეხვედრილმა ერთმა ზნაკველმა ითავა, რომელმაც ახლახანს აღდგენილი ეკლესიის ეზოში მიგვიყვანა..
თურმე ეს ეკლესია 1904 წელს აუგიათ ბერძენ ოსტატებს.. თუმცა კომუნისტების დროს კლუბად ყოფილა გადაკეთებული...
ეკლესიაში წირვა-ლოცვა მოსახლეობსი ნაკლებობის გამო სისტემატურად არ მიმდინარეობსო..
ეკლესიის ეზოში არც თუ ისე ახალი სასაფლაო იყო, მაგრამ არც ისე ძველი, რომ 200 წლის წინანდელი წინაპრების საფლავები მეპოვნა...
ჰხოდა ისა...
რაღაც განსაკუთრებით დამამახსოვრდა პატარა გოგონას საფლავი.... დიიდიი სურათჳ იყო ფერადი და ბავშვი ინვალიდის ეტლში იჯდა...მმ..
ჰხოდა სასაფლაოზე ვიპოვნე ჩემი ნათესავები , ოღონდ, საბედნიროდ, ცოცხლები......
ნათელა ბებია და მმმ ...მეორე ბებიის სახელი აღარ მახსოვს - (ვაიმე, სირცხვილო სად არის სიწითლე შენი) თავიანთი მეუღლეების (კვახაძეების) საფლავებს ასუფთავებდნენ... შევპირდით, რომ მოგვიანებით კიდევ ვნახავდით და მეორე, უფრო ძველი სასაფლაოს სანახავად გავეშურეთ...
ძველი სასაფლაოს ეზოში მე-7 საუკუნიდან შემორჩენილი ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები დაგვხვდა... ზნაკვაში ღვთისმშობლობა - 28 აგვისტო განსაკუთრებულად აღინიძნება... სასაფლაოები სამწუხაროდ ვეღარ ვნახეთ, რადგან
არ ვიცი, რრატომმ
მოსახლეობას საფლავის ქვები ერთად შეუგროვებია
და
ერთ დიდ მიყრილ გორაკს წარმოადგენდა...

ზნაკვის გამგეობის ეზოში დაბრუნებულებმა თითქმის უმი ქათამი მივირთვით.... საწყალი ქათამი, რომ ვჭამდი
ვგრძნობდი
როგორ
დაფრთხიალობდა......
კი არა და
ამასობაში წვიმამ ისევ გაგვახსენა თავისი არსებობა...
ელიოზა, არჩილი და მაისა დანარჩენი კარაველების მოსაყვანად წავიდნენ, ჩვენი კი ნათელა ბებო გვესტუმრა ცხეეელ-ცხეეელი ხაჭაპურებით.....
ნათელა ბებომ თავის სახლში წამიყვანა... კვახაძეების ძირძველი სამოსახლო სწორედ ჩემს სახლში იყო და აუცილებლად უნდა ნახოვო.... ისეთი საყვარელი ბებია იყო, ისეთი, ისეთი, როომ...... თან ისა... დანარჩენებთან ღვინო გამომატანა... ბიჭები არიან, ვიცი სასმელი ენდომებათო... რა იცოდა, რომ გოგოებიც არანაკლებად ვსვამდით...

ჯერ ცხელცხელი ხაჭაპურების ჭამა არ გვქონდა დამთავრებული, რომ უეცრად მეორე ბებოც გამოჩნდა - (ირცხვილი, სირცხვილი, როგორ არ მახსოვს მისი სახელი ) ამჯერად ცხეეეელცხეეელი ლორიანი ლობიანებითა და არყით : ))) აი ასეთი მასპინძლობა იციან ჩემს სოფელში
:ბოლი

მარა წინ თურმე კიდევე რთი სტუმარ-მასპინძლობის გამოვნელა მელოდა... : ))
თან რატომღაც, ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი
ალბათ იმიტომ, რომ
წვიმაში, ტყეში სამი დღის მყოფებს
ყველაზე მეტად
ყავა გვენატრებოდა....
ჩემი სამარშუტო ტაქსში ჯდომის დროს ტრულის ცემი კიდევ ერთი ბიძაშვილი გაუცნია და ჩვენც- მე, პერწკლი, სალომე და ტრული სწორედ მისი სახლისკენ გავეშურეთ...
ჰხო..იმ სახლში მივხვდი, რომ
ფესვები
და
გენები
დროსა და სივრცეს არ ეგუებიან
და
ყველა კვახაძ
მთაში, ბარში, ტყეში, ღრეში
ერთნაირია.....
ჩემი ბიძაშვილის ოჯახი თურმე ფუტრებს ზრდის... ეზოში 100 მდე სკა იდგა...
ჰხოდა ისა...
ფუტკრები თურმე ძალიან ჰგვანან ადამიანებს,,,
მითუმეტეს ქართველებს
ჰხო, ქართველიც ადამიანია თქვენ წარმოიდგინეთ,,,,,,,,, : ))]
ჰხოდა, თურმე მთელი წლის მანძილზე მამალი ფუტკარი ზის და არაფერს აკეთებს,
სხვები კი მთელ დღეს შრომობენ, რომ არჩინონ
ჰხოდა ზამთარში
როცა განსაკუტრებით აუტანელი და ძნელი ხდება საკვენის მოპოვება
ფუტკრები შეიკრიბებიან და ამ მამალ ფუტკარს სკიდან აგდებენ...
ჰხუხ, როგორ მოგვინდა ზოგიერთჳს გადმოგდება მარშუტკიდან
კი არა და
რაც მთავარია,
კვახაძეების ოჯახში ცხეეეელცხეელი ნალექიანმოდუღებული ყავა მივირთვით

უუუგემრიელესი...

რაღა თქმა უნდა
რომ
ზნაკვადან
ქვებს წამოვირებდი

თან ერთს კი არა და
სამს


სმაილს დიიდი მადლობა ერთი ლამაზუკა ქვის ჩუქებისთვის...

ჰხოდა ასთრე...

ზნაკვას არ დავმშვიდობებივარ
უბრალოდ
დროებით გამოვეთხოვე

ახლა ნამდვილად ვიცი
რომ
ზნაკვა
ჩემი სოფელია





ჰხოდა აქ ტიტრები უნდა ავიდეს
სევდიანი მუსიკის ფონზე


კი არა და

ჭირი იქა
ლხინი აქა

2 comments:

vasasi said...

ოოოო... ხათო, ეს რამდენი დაგიწერია?.. :o :D :D :D

:2kiss:

გურამი said...

აუ ეგრე რა! აი ამას ქვია წაკითხულით სიამოვნება! ამ სტილში გააგრძელე, შენი ჭირიმე, ხათო.

ძალიან საინტერესო იქნება განვიცადო სისხლის ყივილი. როგორი გრძნობაა ხათ?