Friday, May 8, 2009


მადლობა კავკაზუს

კი არა და
გლობალს
რომელმაც დაინდო
ჩემი თითები
და
თქვენი თვალები
და
საერთო
ნერვები
და
არ მომცა საშუალება დამეწერა
ის
რაც დღეს მეწერინებოდა....
არადა
მართლა მეწერინებოდა
თან არა 1 ელ
არც 2 ჯერ
და
მითუმეტეს არც 3მჯერ
4-5-6-7-8
ჯერ
შემომაფიქრდა რომ ახლა ამას ბლოგზე დავწერ
მეთქი
მაგრამ სადაა ბლოგი...
ჰხუხ
ჰხოდა ჯერ კინაღამ კონკურსი ჩავატარე ბლოგზე
სევდიან ლექსთა შორის
ყველაზე სევდიანის გამოსავლენად...
გუშინ ამომაჩემდა ეს აზრი..
დავაფიქსირე, რომ არსებობს რამდენიმე
არათუ ლექსი
არამედ თუნდაც 2იოდე პწკარი
რომელთა წაკითხვაც,
უკვე წლებია
ჩემში საშინელ სევდას აღძრავს...
აი მაგალითად,
”ავად ზუზუნებს მაცივარი ცოლის დუმილში.
რა შორია ჯერ სიკვდილამდე...”,
ან თუნდაც
”"სხვები თუ წლობით ბერდებიან,
ჩვენ საათობით
და წუთობით ვბერდებით
და ასობით წელი გავიდა,
რაც ჩვენთვის ყველაფერი უკვე სულ ერთია,
თუმცა საღამოთი,
როცა შინ ვბრუნდები,
მე მაინც ვამბობ –
ადამიანის სუნი მცემს
და მპასუხობ _
ალბათ შენ მოგყვა......"
ეს ხომ საერთოდ,
”განსხვავდებიან ჩვენი სიზმრები
ალბათ ასევე განსხვავდება
ტორეადორისა და ხარის
სევდა”
ჰხუხ
ბევრია...
ახლა აღარ ღირს
სხვა დროს იყოს...
ჰხოდა ,მეორე საბლოგერსაწერო ფიქრი რატომღაც სამზარეულოში დაიბადა
ალბათ იმიტომ რომ
მე და სამზარეულო
ერთმანეთს ახლოს არ ვიცნობთ
სამზარეულოში დაიბადა
და
რატომღაც
ადამიანებისა და ფერების შედარებას ეხებოდა...
ჰხო
შემოამფიქრდა, რომ
ყველა ადამიანი
რაღაც ფერია
წითელი
ყვითელი
მწუნე
ლურჯი
თეთრი
ნაცრისფერი
და
ბლაბლაბლა
ათასცისარტყელასფერი
ჰხოდა რატომღაც ადამიანთა ურთიერთჴბაც ამ ფერების მიხედვით ეწყობა ალბათ
მეგობრები, სავარაუდოდ, კარგია თუ ერთი და იგივე ფერის იქნებიან
მაგრამ
აი
სიყვარულს რაც შეეხება..
აქ ცოტა სხვანაირადაა საქმე...
ერთნაირი ფერის ადამიანებს, რომელთაც ერტმანეთი უყვარდებათ
ალბათ მალევე ბეზრდებათ ერთმანეთი
რადგან
მათი ცხოვრება
1ფეროვანი ხდება
მერე რა რომ ერთნაირები არიან
1ფეროვნება მაინც სასტიკად მოსაბეზრებელია
ჰხოდა
ალბათ სიყვარული
სწორედ
ფერთა სწორი შეხამებაა
სხვა არაფერი...
ჰხო..
ჰხოდა მუდმივი უცლვლელობა
და
წერტილში დაბრუნება
და
აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა

მაგრამ სადღაა მომავალი
ან წარმავალი
ან საიდან უნდა მოვიდეს მომავალი
როცა...
აჰხა კიდევ ერთ-ერთი
ყველაზე
უფრო სევდიან ლექსპწკართაგანი
”მომავალი უკვე დაიწყო!”

პ/ს ხათო, დღეს შენ 2იანი..... დადექი კუთხეში............

4 comments:

პერწკლი said...

ფერების შეხამება : ))))
მიყვარს შენეული განმარტებები : )))

Toma said...

:(
რატომ ხარ სულ ასე? :(

მე-ხათო said...

პერწკლი said...
:c
maadloba.... :c
mixaria
xolme
rom
mogwons...:user:

Katten försvann said..
imitom, rom adamianebi ar icvlebian
samwuxarod :D

: )))

Toma said...

მე-ხათო - რაღაც დონეზე როგორ არ იცვლებიან.
ბავშვობაშიც ასე იყავი?