Friday, May 29, 2009

შდ


შესადარები შედარებები
შედარებითი შედარება



კი არა და

შედარებითია ყველაფერი!

ეს წელი იმ წელს ედარება
და
ვერ
შეედარება
ის იწელი
კიდევ იმ წელს
კიდევ იმ წელს
და
ასე 25 ჯერ
კი არა და
გავიზარდე..
უფრო სწორად კი არ გავიზარდე
შედარებით გავიზარდე
და
შევიცვალე
ანუჰხთ კი არ შევიცვალე
იმასთან შედარებით შევიცვალე რაც ვიყავი.......
ცვლილებები იწვწვენ უცვლელობას
მოძრაობა უძრაობას
მუდმივი შიმშილი გულის ქვეშ
კუნჭულში
მშია...
სურათები დავათვალიერე
ვერ ვბედავდი
და
გავბედე
ანუ კი არ გავბედე
შდარებით შემომებედა...
მოკლედ სურათები დავათვალიერე
სურათები - გაქვავებლი წამები
მერე ეს გაქვავებული წამები ერთმანეთს გადავაბი
და
წარსულის ცოცხალი ერთი წუთი მივიღე
ცოტა მეტი
ან
ცოტა ნაკლები...
გავაცოცხლე
და
გაგაცოცხლე
შენ - შედარებითი
და
მე - შედარებითი
და
შეგადარე
და
შევდარდი
და
თურმე... ისა...
ბედნიერებისაგან გასუქებული სახეეები.......
კმაყოფილება
სახეზე აღბეჭდილი შედარებითი კმაყოფილება შემომეცოცხლა
არ მინდოდა
კი არა და
ვერ გავუძელი ამდენ კმაყოფილებას
და
ისევ გაგაქვავე
და
გავქვავდი
და
ისევ ავამშიე გულის კუნჭულში მგელივით შიშმშილი
ხანაც ცხვარივით...
ჩემი სურვილები - ჩემი ბეკეკოები
გული ვერ გავიმწავემნიდვრე
ჩემს გასურვილებულბეკეკოებს ჯერაც ვერ ვმწყემსავ
გონება ისევ ქოფაკი ძაღლივით მადგას სადარაჯოზე
და
ჭიშკარს დარაჯობს...
დაკლიტულ ჭიშკარს - დამუწულ პირს...







დღეს შედარებით კარგად ვარ
და
შედარებით ადრე ვიძინებ
რადგან
შედარებით უფრო მეძინება
და
შედარებით უფრო მესიზმრიანება
და დღეს
შედარებით უკეთ სიზმარს ვნახავ
ან
შედარებით უარესს
და
ხვალინდელი დღე

იქნება შედარებით უფრო კარგი
ან
შედარებით უფრო ცუდი
შედარებით,
ვიდრე.............




კი არა და

ოღონდ ჯერ იმას ვერ მივხვდი
მე
შესადარებლად შეუდარებელი ვარ
თუ
შეუდარებლად შესადარები.......




ვდარდები

No comments: