Wednesday, May 20, 2009

ვხ

ჰხოდა ისა..... :უსერ


აი პატარა ბავშვებს რომ ფანქრებს აძლევენ ხოლმე
ფსიქოლოგები
და
დახატეთ რაც გინდათო
და
მერე იმის მიხედვით
თუ რომელი ფერის ფანქრები გამოიყენეს
დასკვნებს რომ აკეთებენ ხოლმე
ეგრე გავუკეთე დღეს ჩემს თავს

:უსერ

სადღაც შემთხვევით აღმოვაჩინე
ფერადფერადი საღებავები
და
მერე ერთი დიდი პლაკატიც
ოდესღაც ჩემი ოთახის კედლებს რომ ამშვენებდა
და რატომღაც ამჟამად უჯრაში დაკეცილ მდგომარეობაში რომ ამოჰყო თავი
და ერთ მხარეს რომ დიდი შავი პეპლები ეხატა და მეორე მხარე რომ სულ თეთრი იყო
ისე გავშალე იატაკზე
და
მერე სარებავებსც ძლივს მოვხსენი თავი
და
დავიწყე
ხატვა ნაკლებად
ჯღაბნა...
უბრალოდ მაინტერესებდა
ასე დაუფიქრებლად
რას დავჯღაბნიდი
და
რა ფერებით
და
როგორ
და
რანაირად
და
აი ეს გამომივიდა..........



ჰხოდა ისა....
ნუ ეს რა არის
და
რას ნიშნავს
და
რატომ ეს
და
არა ის
სხვა საქმეა
მთავარია, რომ
ჩემდა გასაოცრად
სულ მწუნეწითელყვითელმელნისფერი საღებავები გამოვიყენე
მერე რა რომ გული შავი აქვს

და ისა....
არ არიან აქ ფსიქოლოგები?
ძალიან კი არ განვსხვავდები იმ პატარა ბავშვებისგან
იქნებ ამიხსნათ
რა დავხატე
და
რატომ?

:უსერ

3 comments:

Katten försvann said...

:)
კარგად გიმუშავია მაგრამ იმ ბავშვებმა არ იციან რატომ ხატავენ შენ კიდევ მშვენივრად იცოდი ტესტის მიზანი, ანუ ფერენის გამოყენება და ა.შ .

მე-ხათო said...

Katten försvann said

ჰხო მარა ისა... ანუ როცა ჯღაბნა დავიწყე მაშინ მაგაზე არ ვფიქრობდი...საერთოდაც, ცუდ ხასიათზე ვიყავი და ამას რომ ვხატავდი იმ ცუდზე ვფიქრობდი და უცებ რომდ ავხედე და ასეთჳ ფერადი რაღაც დავინახე გამიკვირდა

: \

Katten försvann said...

მე-ხათო :*