Thursday, May 7, 2009

მე - სახელმწიფო


დაიღალა გული,
მინდა
რომ
მოვიდეს წვიმა - ვსთქუი მე
და
მოვიდა
წვიმა
და
შევცქერი ახლა წვიმისგან დასველებულ ჩემ ცხვირწინ აშოტილ კორპუსს...
სხვა არაფერი ჩანს მაინც ჩემი ფანჯრიდან...
თითოეული თვილის
რომ
სწორედ მისი ფანჯრიდან მოჩანს ყველაზე მოსაწყენი პეიზაჟი

და რა უფლება მაქვს არ დავთანხმობილდე...
კვლავ


წელიწადში
სულ მცირე 2 ჯერ
ჩემი პრინციპშეხედულებები გადახალისებას საჭიროებენ
წელიწადში
სულ მცირე 2 ჯერ
იკრიბება საბჭო ჩემი 20 ”მე”-ს შემადგენლობით
და
მერე ის ხდება რაც დაახლოებით 10 წლის წინ
საქართველოს პარლამენტში ხდებოდა
ჰხო..ისე ამ ბოლო დროს ხშირად ვავლებ პარალელებს
ერთ მე-სა
და
ამდენ მე-იან ქვეყანას შორის..
კი არა და
ყველა ადამიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა
თავისი კონსტიტუციით,
საკანონდებლო ორგანო
თი,
აღმარულებელი ხელისუფლებით
და
სასამართლო/მედია/ხაბაზ/ყასაბ/დოქტორ/ექიმებით..
ჰხოა
მე
როგორც განვითარების გზაზე მდგარი ერთჳ ადამიანის სახელმწიფო
ჯერ კიდევ გაურკველობაში ვარ
როგორ ქვეყნად ჩამოვუყალიბდე...
ამ ეტაპზე
აშკარაა რომ ჩემ-ში გაძლიერებულია პარლამენტი
ანუ
რამდენიმე მე რომელიც დიდი მსჯელობის შემდეგ იღებს გაადწყვეტილებას
ჰხო...
ისე ვფიქრობ რომ ჩემი საკანონდებლო ორგანოს ძალაუფლება ცოტა შესამცირებელია
მართლა

და არ არის საჭირო ყველაფერზე ამდენი ფიქრი და სჯა/ბაას/დახტადუმბარა
ვაჰხთ..
ვამჩნევ იმასაც
რომ
საშინლად უკმაყოფილო ვარ ჩემი აღმასრულებელი ხელისუფლებით..
ჩემში არსებული
თეორიულად დამტკიცებული პრინციპები
პრაქტიკულ გამოცდებს ვერ უძლებენ
კი არა და
ერთს ვფიქრობ
მეორეს
ვაკეთებ
რაც შეეხება პრეზიდენტს
აქ ყველაზე რთულადაა საქმე..
ჩემი
როგორც სახელმწიფოს დაარსებისთანავე
გადამწყვეტი ძალაუფლების მოპოვებას
გული
გრძნობა
და
გონება
ერთნაირი სისასტიკით ცდილობენ...
მაგრამ
ჯერჯერობით
ვერანაირი შედეგი
რამდენიმე თვის მანძილზე
დაწინაურდება გული
მერე მას დაამარცხებს გონება
გრძნობა სეპარატისტულ მოძრაობას იწყებს და...
ჰხო
ამის თქმა დამავიწყდა..
ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა
დაკარგული ტერიტორიებია.
მას შემდეგ
რაც
გრძნობა გასეპარატისტდა
ჩემს გარკვეულ
ტერიტორიაზე
ჩემი კონსტიტუცია-პრინციპები
აღარ ვრცელდება
უკონტროლო
სიტუაციაა
ჰხუხ
და
თუ მალე არ აღვადგინე დაკარგული რეჟიმძალაუფლება
ვეჭვობ
მე როგორც სახელმწიფო
ისევე ტრაგიკულად დავასრულებ ჩემს არსებობას
როგორც
ისა..
რა ჰქვია...
კი არა და
გავაგრძელოთ..
ჩემს სახელმწიფოს განსაკუთრებული სიასტიკით შეეხო
პიროვნულსახელმწიფოებრივი ფინანსური კრიზისი
რის გამოც
ბოლო პერიოდში იძულებული გავხდი
სხვა ადამიანსახელმწიფოებისაგან დახმარება მეთხოვა
რაც
ჩემს დამოუკიდებლობას
საფრთხეს უქმნის...
პრობლემებია ეკონომიკის მხრივაც - ჩემში არსებული კაპიტალი
ჯერ ერობით
არ მაძლევს საშუალებას
ჩემი გონებრივი თუ ფიზიკური ნაწარმწარმოებები
მსოფლიო ბაზარზე გავიტანო
ანუ
სხვა პიროვნება სახელმწიფოებს შევთავაზო...
ბუნდოვანია ჯანდაცვის სფეროც
უფრო სწორად
ამ ეტაპზე
მე ჯერ კიდევ არ ჩამომმიყალიბებია ჩემს სახლემწიფოში ჯანდაცვვის სამინისტრო
რადგან ვშიშობ
რომ
ჩემში არსებული მე ების უმრავლესობა
სიცოცხლისათვის სახიფათო
იქნებიან
: |
პრობლემებია განათლების სფეროშიც
რომელიც
განსაკუთრებით საჭიროებს რეორგანიზაციას
ჩემში
მაგრამ
ჩემს სახლემწიფოში საამისო სურვილი + ეკონოიკურ/ფინანსური შესაძლებლობა
ჯერ საკმარისად მომწიფებული არ არის....

ჩემი სახელმწიფოს დევიზია - ”ყველაფერი გავლადია”
გერბსა და კონსტიტუციაზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა
სახელმწიფოს ჰიმნია - ”გაგივლის”http://bin.ge/file/34695/01---GAGIVLIS.mp3.html
თავად სახელმწიფოს სახელწოდება - ”კი არა და”


ჰხოდა ასთრე
ჩემს მსოფლიო ბლოგრუკაზე არსებულ სახელმწიფობლოგერებს
შესაძლებლობა აქვთ
თავად ადევნონ თვალყური ჩემი სახელმწიფოს
შემდგომ
გან
ვითარებას
თუ
ჩამო

ვითარებას
და
აღშფოთდნენ
შეშფოთდნენ
და
დაგმონ....



კი არა და


ამას
ობა
ში
წვიმამ
თავისი წილი
უკვე იწვიმა

ბჟუტურ ბჟუტურ
სახელმწიფოს
განვვითარება
აკ
ლი




პ/ს დღეს კადრებში ვიყავი...ხელი მოვაწერე განთავისუფლების ბრძანებას და გამოსვლისას რატომღაც მადლობა გადავიხადე და გაეცინათ.....:უსერ

2 comments:

გურამი said...

ღმერთო ჩემო.. როგორი საინტერესო ტექსტი წერია და როგორი რთული წასაკითხია. ხათ, წერის მანერა უნდა შეცვვალო მემგონია. აბზაცები იმიტომ მოიგონა ღმერთმა, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს ტექსტი. :)

მე-ხათო said...

გურამი said...

hxux... arada me ase ufro melamazeba
ki ara da
weris dros magaze rom vifiqro
vegar davwer
: )))