Sunday, May 3, 2009

ძაღლუკა



გამარჯობა: )

გაიცანით : - აი ჩემი ოჯახის კიდევ ერთი ახალი წევრი

:ც:ც:ც

ჰხო ვიცი, რომ საყვარელია..

მითუმეტეს

ახლა რომ ნახოთ

წვიმისგან და ჭექა-ქუხილისგან შეშინებული

რა საყვარლად წევს

თავის ბუნაგში.... : ))

ჰხოდა ასთრე...

გუშინ გაიღო კარი

და

ერთმა ბიძიამ, რომლის წარმომავლობაც დღემდე არ ვიცი

და

სახლში ისეთი დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღეს

რომ

ეტყობა უნდა ვიცოდე ვინაა

და

ამიტომ შემრცხვა მეკითხა, 

და

არ ვიკითხე...,

ეს ძაღლუკა შემოგვიყვანა...

არადა ძაღლი

უფრო სწორად კავკასიური ნაგაზი

ჩემი  25 წლიანი ცხოვრების 50 წლიანი 20ნება იყო

ჰხოდა შეიკრიბა გუშინ ოჯახში სახალხო კრება

მამაჩემის თავმჯდომარეობით

და

ჩემი მდივნობით

და

დაიწყო მსჯელობა სახელის არცევაზე..

ჰხუხ

რა ძნელია საერთო აზრის გამონახვა როცა ოჯახში 6 ადამიანი ცხოვრობს

და

6 ივეს ფანტაზია

საზღვრებს სცდება  წამში 180 კმ სიჩქარით..

საქმე იქამდეც კი მივიდა

ჩემმა ძმამ მოდი "ჯიგარო" დავარქვათო

და

მეც ხომ მეტი არ მინდოდა

რა კარგია მე "ჯიგრიკუკუს" დავუძახებთქო : )))))))

ჰხუხ

მერე აქ დედაჩემი გამოვიდა სიტყვით

ბოლოს და ბოლოს მეც მეცით პატივი

დღეში 138907 ავადმყოფი რომმ მოვა

"ჯიგარო გადი იქით "-ს ხომ ვერ ვიტყვი

ასე რომ  "ჯიგარო" გამოირიცხა...

ჰხო...კიდევ ერთი დეტალი....

6 წლის ბობი, აზიური ნაგაზი უკვე გვყავს სახლში...

ჰხუხ

ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე

აი ძაღლისთვის სახელის დარქმევა რა ძნელი ყოფილა

და

აბა ახლა კიდევ გამიკვირდება ჩემმა მშობლებმა მესამე გოგოს

ხათუნა

რომ

დამარქვესმეთქი...

ასთრე თუ ისთრე

აი თითქმის უკვე 24 საათია

ახალი არსება ჩემს სახლში დაბაჯბაჯებს

და

მე ჯერ მხოლოდ ისეთი ზოგადი სახელების დაძახებით შჶმოვიფარგლები

როგორიცაა

"ისაა..." და "კი არა და"

:
))

ჰხოდა მიშველეთ ახლა რამე,

დამეხმარეთ

კი არა და





6 comments:

Toma said...

გილოცავ და გილოცავ. უკარგესი უსაყვარლესი და უსიხარულესი ლეკვი გყავს, და მშურს შენი რომ მეორე ძაღლია უკევ მე კი ერთიც არ მყავს.

სახელს რაც შეეხება, მართლა გირჩევ ფორუმზე ანდრო რომაა იმას მიმართე. იმიტომ რომ მაგას რომ გაეგება კავკასიურებში მეჭვება კიდე ვინმე იყოს ფორუმზე მასეთი :) კავკასიური ისეთი ძაღლია ”ჩარლი” ”მარლი” ბუბუ და ა.შ. სახელები რომ არ უხდება. სერიოზული სახელი უნდა :) მაგალითად ”დათუნა” :ჵ

vasasi said...
This comment has been removed by the author.
vasasi said...

vvaaaaii..

ra sayvareliaa.....


meore suratshi nametnavad.. (sun)

მე-ხათო said...

Katten försvann said...
ჰხო.. შევედი ფორუმის თემაში ძაღლის სხელები დ ისეთები იყო, რომ არა რა..არ მოუხდა...მერე კარავზე მირჩიეს და
მგონი
ბათურას დავარქმევ : )))
უხდება თან
ისე სასაცილოდ დარბის
სუფთა
ბათურაა: ))


vasasi said...

წამო და გაიცანი :ჵ:ჵ

გურამი said...

"კი არა და" მომწონს მე.. ან "გაგივლის" დაარქვი. :) ჯულბარსი, ლომგულა, გაპუწული, ბურდგუნა.. ჩემს ძაღლს მიკი ერქვა ხოლმე, ფინია იყო. ბოხვერა, მურკა.. არის შემთხვევები, როდესაც შეყვარებულის სახელს არქმევენ. ნუ, ეს მარაზმია ჩემი აზრით.

მე-ხათო said...

გურამი said...

Seyvarebulis saxeli momewona : )))))))))))
egre rogor unda gaimeto

dzagli


mmmmmmm