Wednesday, May 13, 2009

ბჟ


12 დღით ადრე.......

”როდესაც იყო სუსტი, პატარა
მკითხავმა უთხრა - იყავ გმირია..
24 წლამდე დრო გაატარა
და
25-ზე გადაირია”




კი არა და
ჩემი ნომერი 1 პრობლემა
დროსთან
უთანხმოებაა...
ერთად, ფეხდაფეხ ვერ მივდივართ
ხან მისწრებს
ხან
ვუსწრებ..

დღეს გავასწარი..

მთეეელი 12 დღით!
ჰხოდა ასთრე...

ყურადღება! ყურადღება!
თქვენის წინაშეა 12 დღით ადრე დაწერილი პოსტი!



ჩემი დაბადების დღე ჩემი დაბადების დღეა!
ანუ ჩემია...
სულსულსულ ჩემი
მე - საკუთრე
მე- საკუთარდღევე
მე -საკუთარდაბადებისდღევე..
რაც ჩემია ჩემია

ჰხოოდა
ვე
ლი...

მე ვიცი, რომ ჩემი არ დაბადებით არაფერი შეიცვლებოდა,
დედამიწა ისევ იტრიალებდა
მიწა ისევ ქვემოთ იქნებოდა
და
ცა ისევ ზემოთ..
მე ვიცი, რომ მე რომ არ დავბადებულიყავი
სხვა დაიბადებოდა,
ვიცი
მაგრამ ვერ ვგრძნობ,
იმიტომ რომ
სამყარო, რომელიც ჩემი თვალებიდან ჩანს
და
თქვენ
რომელთა ნაწილიც ჩემს გულში ხართ
ნაწილი ტვინში
და
ნაწილი, მაპატიეთ და ფეხებში
მხოლოდ იმიტომ ხართ
რომ
მე
ვარ!
რა თქმა უნდა,
მე რომ არ დავბადებულიყავი
თქვენ ყველანი მაინც იარსებებდით
მაგრამ
არა!
ჩემი წილი სამყარო თავისი ”მე”-ებით და ”შენ”-ებით არ იარსებებდა,,.
ამიტომაც
ჩემი დაბადება , მარტო ჩემი დაბადება არ არის
ეს არის ჩემი წილი გალაკტიკის დაბადება...
მერე რა რომ
ბევრი არ მერგო,,
არც ცოტა!
ჰხოდა ასთრე...
ეს იმიტომ
თუ
რატომაა, ჩემი დაბადება მნიშვნელოვანი
: }|


მე ვიცი, რომ
ვიცი კი არა
დარწმუნებული ვარ,
რომ
25 მაისს რომ არ მოვლენოდი ქვეყანას
და
მაგალითად, 26 მაისს დავბადებულიყავი,
ან 24 მაისს
მე ამ ”მე”-სგან 100 თუ არა 80 % ით განსხვავებული ვიქნებოდი
ვიცი,
რადგან

ეს თარიღი ზუსტად ასახავს იმას, რაც ვარ..


აი ისე, ასოციაციობანას თამაშისას
რომ
იკითხავ
რომელ რიცხვსა და თვეს ჰგავსო
და
რომ იტყვი რა თქმა უნდა 25 მაისსო
და
მაშინვე რომ გამოიცნობ..
25 მაისს მხოლოდ ხათო ჰგავსო
ლოლ

ჰხოდა მე მიყვარს 25 მაისი
მაგრამ
არა 25 მაისს : )))

აქაც - დროთა კავშირის დარღვევა


მე მიყვარს 25 მაისი
25 იანვარს,

6 თებერვალს,

8 აპრილს,

12 აგვისტოს

მაგრამ
25 მაისს რატომღაც ჩემს კალენდარზე სხვა თარიღია ხოლმე
და
მართალია, დილიდან მოყოლებული ჩემს თავს ვახსენებ
ხათო ხათო ხათო
დღეს შენი 25 მაისია
ის 25 მაისი, ყოველ წელს, 26 მაისიდან მოყოლებული რომ
ელი
და
ელი
და
მო
ელი,
სწორედ ის 25 მაისი..
მაგრამ...
ჰხუხ..

25/25

მე არ მაშინებენ რიცხვები

უბრალოდ,

მაფიქრებენ...

საფიქრალად კი წინ მთელი 12 დღეა..

ამაზე მერე

იმაზეც მერე, რომ...

რომ...

ჰხო

ეს საფიქრალი მოიცდის

ის საფიქრალიც

და

ის საფიქრალიც

მოიცდის...სად წავა...

ყოველ წუთს

ყოველ დღე

ყოველ წამს

”იფიქრო..

არ იფიქრო..

იფიქრო..

არ იფიქრო..

იფიქრო იმაზე რაც ფიქრად არ ღირს”

ახალი ბლოგი მინდოდა გამეკეთებინა,

სადაც

ყოველ დღეს

დავწერდი

ჩემს სიზმრებს...

დავაფიქსირე, რომ

სიზმრებში ბევრად უფრო ჭკვიანი ვარ

და

სიზმრები ბევრად უფრო საინტერესოა, 

ვიდრე..ისა..

მაგრამ ისა...

იმდენი შეკითხვა დამისვა ბლოგის ადმინისტრაციამ

რომ

დარეგისტრირება გადამაფიქრდა

ჰხოდა გამივლის

ან გადაფიქრება

ან სიზმრისეული ბლოგის გაკეთების სურვილი....

პ.ს. დღეს ის დღე იყო 2 თვეში 1ელ რომ დგება და რომ ვამბობ, რომ აი ორი თვის წინ ამ დროს და ნეტავ 2 თვის მერე ამ დროს რა იქნება და მერე უცებ რომ გავა ხოლმე ის 2 თვე და ისევ, რომ ვამბობ, აი 2 თვის წინ ამ დროს რომ ვამბობდი, ნეტავ 2 თვის მერე ამ დროს რა იქნებაო და აი ეს 2 თვეც ასე გავიდა და ნეტავ 2 თვის მერე ამ დროს რა იქნება ან საერთოდ, 2 თვის მერე ამ დროს თუ ვიქნები ისევ

კი არა და

თმა შევიღებე.........

2 comments:

გურამი said...

მოკლედ, დავიღალე კითხვით, მაგრამ მაინც მომეწონა. ფილოსოფოსობა გიყვარს ხათ? :) შესავალი მომეწონა, ლექსი რომ წერია, 25 ზე გადაირიაო. :) და კიდევ ის.. ხო, კაი, არაფერი. :2კისს:

მე-ხათო said...

გურამი said...

ჩემი პოსტები საშიშია ჯანმრთელობისათვის : ))) ნუ კითხულობ ხოლმე...... : დ