Monday, May 4, 2009

მნ


ჰხო..

ყოველთვის ასეა

როცა რაღაც ძალიან ძალიან ძალიან

მნიშვნელოვანი ხდება

უეცრად თავში არაადეკვატური აზრების კონა გეწვევა

და

შენს თავს ისეთ ფიქრებში გამოიჭერ

რომელიც

სინამდვილესთან პერპენდიკულაურულად

თუ არა

ჩრდილო-დასავლეთით მაინც მდებარეობს...

აი ახლაც,

პირველად ჩემი თითქმის მეოთხედსაუკუნოვანი ცხოვრების შემდეგ

უსამსახუროდ დავრჩი....

სულსულსულ

ერთი ზარი 

საკმარისი აღმოჩნდა ამისათვის...

უსამსახურობა თავისთავად რომ ცუდი რამეა,

თან ძალიან ცუდი...

ამას ალბათ არავინ უარყოფს,

მაგრამ

ამ სიცუდეს ყველასსათვის კიდევ ინდივიდუალური პატარპატარა ცუდი მხარეებიც ახლავს,

რის გამოც

სამსახურის უქონლობა ცუდი რამიდან შეიძლება ტრაგედიაში გადაიზარდოს..

ჰხოდა

მე უკვე ვხვდები ახლო მომავალში

როგორი შავი ღრუბელი მომიახლოვდება

და

თუ არ გადამფარა

გადამივლის მაინც...

მაგრამ

დღეს ამაზე ფიქრის თავი არ მაქვს

სულ სხვა აზრები მეაზრება,

აზრები,

რომლებსაც რეალობა ისევე აკლია

როგორც

ჩემს შემწვარ კარტოფილს მარილი...

მმმ

ჰხოდა ასთრე

მე

სიახლება

მე

ახალფურცლება

მე

ახალ სისხლება

ახალი აჟიტირებები

ახალი  თემატური ჩაჭედვები

მანამ

სანამ

გამივლის

კი არა და

მანამ

სანამ

უსამსახურობა

მხოლოდ თავისუფლებასთან ასოცირდება

და

არა

უფულობასთან

ჰხუხ

პ.ს. არადა ამის წერა, რომ დავიწყე, იმის თქმა მინდოდა

რომ

სულ ვფიქრობ

ნეტავ რას გავიფიქრებ უკანასკნელად

სიკვდილის

წინ

და

რატომღაც 

დღეს დავრწმუნდი

რომ

ალბათ უკანასკნელი ფიქრიც ისეთივე არაადეკვატური იქნება

როგორიც

სულ რამდენიმე წუთის წინ,

უსამსახურობის შეტყობის მომენტში

შემოფიქრებული წინადადება

რომ

კადრების მაიას ნეტავ არ უჭირს ასე მჭიდროდ ჯდომა, გამოსწიოს წინ ცოტა მაგიდა

მეთქი

ჰხუხ

 )))

5 comments:

Anonymous said...

ჰუჰ
მე იმედი მაქვს მაინც
რომ ეგ სამსახური ეგრე არ დაიხურება :(

Kate said...

უი... რა ცუდია...


ახლა რას აპირებ???

მე-ხათო said...

ბაბისა said...

mokvda imedi : ))

Kate said...

ras vapireb da diiidixans gamodzinebas :D

გურამი said...

:( რა ცუდია ხათ.. :( ახლა დაგრუზული ვიყავი და მივხვდი, ჩემზე დაგრუზულებიც არსებობენ, ვინაც ჯერ არ იციან, რომ დაგრუზულები არიან. :(

მე-ხათო said...

გურამი said...


ehxt... dasagruz ragaceebze ver vigruzebi : )))))
mitumetes
roca
vici rom unda davigruzo :DD