Monday, May 18, 2009

:წჭ


ადრე ამდგარსა კურდღელსა

ვერ დაეწევა მდევარი

ო - ძველი ქართული ანდაზა...

რაც უფრო ადრე გაიღვიძებ

მით უფრო ადრე ჩაგაფურთხებენ სულში

ო - ახალი ქართული ანდაზა

ეს იყო ძველისა და ახლის შედარება

ზე აღმატებით ხარისხში

გამარჯობა

: |

კი არა და

 დასაწყისშივე...

დიდი მადლობა Tbilisi *Open Air* -ს

რომელმაც გუშინ  მიმახვედრა

რომ

თუ 1000 ადამიანიდან 900 გეცნობა

ან იცნობ

ან გიცნობს

ე.ი.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ.......

ისა... მადლობის ანტონიმი რა არის? :სპყ

ბოდიში კი არა და..

მმმ...

ჰხოდა დიდი მადლობის ანტონიმი Tbilisi *Open Air* 

-ს

რომელმაც გუშინ კიდევ ერთხელ მიმახვედრა,

რომ

არაფერი იცვლება..... : \

მე ჯანდაბას

იგივე ვარ

მარად და მარად

მაგრამ თქვენ რაღა დაგემართათ ვაჰხთ.... :უსერ

შიში შექმნს შიშს

ვსთქუი მე.

შიშის შიშს ფობიაფობია ეწოდება?

მმმ

ჰხო 

მეშინია რომ მეშინია

ან უფრო სწორად

მეშინია

არ

შემეშინდეს...

ჩემი შიში  მუნჯია და დიდი ხელები აქვს

რომ მომეპარება

პირზე მაფარებს ხელს,

რომ

არაფერი ვსთქუა

:უსერ:

უკვე 1 კვირაა აქტიურად დავიწყე მუშაობა, რომ მე თვითონ დავწერო ჩემი სიზმრის სცენარები....

ჰხოდა ამისათვის

ჯერ შიშთან ბრძოლაა საჭირო..

ჩემმა არც თუ ისე დიდი ხნის

მაგრამ

არც თუ ისე პატარა ხნის გამოცდილებამ

უჩვენა

რომ სისხლით წართმეულს მხოლოდ სისხლით დაიბრუნებ

კი არა და

შიშით შეშინებულს მხოლოდ შიშის დამარცხებით გამოაშიშებ..

არ დაემალო შიშს

ჩეეჯახე თავით

და

დამარცხდება....

მთავარია თვალი არ დაახამხამო...

ჰხოდა ასთრე...

გუშინ ისე შემეშინდა, შიშს დავუწყე ძებნა

მაგრამ

ვერ ვიპოვნე

ჰხოდა

მერე სიზმარში იძია შური : |

არადა ასეთ სისულელეებს ვფიქრობდი და ვლაპარაკობდი და ვწერდი

10 წლის წინაც..  : |

და მაშინაც  ვფიქრობდი

რომ

ყველაფერი სულსულსულ

იგივეა

და

აი 10 წლის მერე მაინც იქნება რამე ახალი

და

აი დადგა 10 წლის მერეც და ახლაც იგივე სისულელეებს ვფირობ და ვწერ დავამბობ

და

ახლაც მგონია

რომ

10 წლის მერე მაინც იქნება რამე ახალი...

მაგრამ

ეწყობა დედამიწა ისე დაძველდა

რომ

სიახლეები აღარ არსებობს..

ყველაფერი ძველია

ჰხუხ

1 საგზური მარსამდე თუ შეიძლება

მარსზე აღარ გაქვთ?

კაი იყოს სატურნზე...

ჯანდაბას

იუპიტერზე..

ჰხუხ

მომბეზრდა დედამიწა...... : |

2 comments:

Unknown said...

მე კიდე პირიქით, ამ წელს, ამდენ ხალხში ძაალიან ცოტა ადამინაი ვნახე ვისაც ვიცნობდი :) პრინციპში არც არავის ნახვა არ მინდოდა დიდად

ჰხოდა,
შენ რო დაგინახე, გამიხარდა და გავვარდი დუდისთან დუდო დუდო პატაპუტინა ვნახე მეთქი, ჰოდა, მიხაროდა, რავი :(

მე-ხათო said...

ანუკ said..

vahxT...:user

chemi danaxva roma seti sasixarlo iyos yovel dge sarkeshi shexedvisas bednieri unda viyo : )))))))


ki ara da


vxumrob..: ))
gamixarda, rom gagixarda :*