Wednesday, January 28, 2009

გავასოციაციავდი


გამძაფრებული ასოციაციური აზროვნება გამძაფრებულ ფსიქიკურ მოშლილობაზე მოითითებსო
კი არა და
ეგ არახალია, ძველია...
მოკლედ ისა..
რიცხვებს რომ ფერები აქვს
და
ანბანი და სიტყვები რომ ფერებად და ფორმებად შეიძლება წარმოიდგინო, არც ეგაა ახალი...
ვინ გაბედავს და შემეკამათება, რმ კვირა ოქროსფერი არ არის
ან ხუთშაბათი შინდისფერი
ან სამშაბათი მწუუანე...
ჰხო, მწუუანეზე გამახსენდა...სამკუთხედი რა ფერია? - რა თქმა უნდა მწუანე..
ოთხკუთხედი? - სტაფილოსფერი...
სამწუხაროდ ხათო სულაც არ არის მწუანე - ლობიოსფერია
რას ვიზამ..
ჰხოდა ფერები მონაფერები მე გეფერები ვერა ფერებით არაფერები ყველაფერები
მოვრჩეთ..
ახალი აღმოჩენა!
ავტობუსების ნომრები ადამიანების სახელებს ჰგავს...
მაგალითად
1ად1 ავტობუსი, რომელსაც ჩემს სახლამდე მივყავარ და რომელსაც დღეში ზუუუსტად 1 საათს ველოდები, იმიტომ რომ ზედმეტი 10 ნაბიჯი არ გადავადგა
ანუჰ ავტობუსი # 58 საოცრად ჰგავს სახელ - ზურას? :სპყ
ანუჰ გამოდის, რომ დღეში ზურას 2 საათი მაინც ველოდები..ბრრრ...არადა როგორ ვერ ვიტან ლოდინს...
ჰხო, ეს იმ დროს, როცა გაჩერებაზე ზურას ანუ 58 ავტობუსის ლოდინში სულ მცირე 5-ჯერ მაინც ჩამოივლის იგივე ხათუნა (88 ნომერი ავტობუსი), ხათო (44 ნომერი ავტობუსი), მამუკა (6 ნომერი ავტობუსი) და ნუცა (5 ნომერი ავტობუსი)...
ჰხოდა ეგრე...
დღეს ყვითელი ოთხშაბათია ბლანტი ამინდით, არაფრისმთქმელი დრო 13:06 სთ და თავზესაყრელი საქმე, რომელიც რატომღაც ნაცარს მაგონებს...
ჰხო, მე ისევ ხათო ვარ - ისევ თავი მგონია რიცხვი 8 ისევ მინდა ვიყო მწუანე და ვგავარ სიტყვა ”მაშასადამეს”...
სულ ეს იყო
გმადლობთ ყურად თუ არა და თვალად ღებისათის


:ც

4 comments:

Katten försvann said...

:) შენ ფერებს და მე კიდე სქესს ვანიჭებ საგნებს :)
მაგ. ჩემი კომპი გოგუშკაა, პრინტერი ბიჭი, სკანეტი გოგო, საათი გოგო, ტრამვაი გოგო, გემიც გოგო. მაგიდის ნათურა ბიჭია. ყვავილების ქოთნების ბიჭები. და ა.შ.
მგონი ცუდადაა ჩვენი სქმე :D

მე-ხათო said...

Katten försvann said.
ჰხო, აი სქესს რაც შეეხება...ლობიანი ხომ აშკარად ბიჭია და ხაჭაპური ხომ გოგოა და სოკოს ღვეზელი რა არის? მმმ

კი არა და მანდეთ უკეთესი საგიჟეთები იქნება, მე ვიკითხო აქ თორემ : ))))))))))

პერწკლი said...

ისა
მე კიდე 85 მეკუთხედება და ისეთი გემო აქვს,მმმ, მარილიანი : )))

მე-ხათო said...

პერწკლი said...


: )))

მგონი შენც 8-იანი ხარ...არ ვიცი ჯერ ზუსტად : ))