Monday, January 26, 2009

{’.’}


გუშინ ღამე გავათენე
თითქმის..
ძაღლები ყეფდნენ კი არა და ყმუოდნენ თუ წკავწკავებდნენ თუ არ ვიცი რა ჰქვია ძაღლურ ტირილს ადამიანურ ენაზე
გამეღვიძა
და
ძალიან მშვიდად დაველოდე, როდის მოხდებოდა მიწისძვრა..
ჰხო, ჯერ კიდევ ძალიან ძალიან ძალიან დიდი ხნის წინ სადღაც წავიკითხე თუ მოვისმინე, რომ ცხოველები რამდენიმე საათით თუ წუთით ადრე გრძნობენ მიწისძვრის მოახლოებას...
მოკლედ ყველაფერი ერთად გამახსენდა, 2-3 კვირის წინ წაკიტხული სტატია, რომ თბილისში, ბაქოსა და ერევანში მოსალოდნელია 8 ბალიანი მიწისძვრა,,,
მერე გამახსენდა სამი დღის წინ დასიზმრებული თათო (მექსი), რომელიც მეუბნებოდა, რომ ბავშვი მინდა, ოღონდ 21-ის მერე...( მმმ)
მერე შემომახსენდა, როგორ ვლაპარაკობდით სამსაურში დარწმუნებული ხმით, რომ ალბათ ახალგაზრდები დავიღუპებით (იმ თანამშრომლენიდან რომელიმე თუ გადავრჩით, ალბათ მერე ვიტყვით გული გვიგრძნობდაო - ეგეც კი გავიფიქრე)
მოკლედ რა არ გამახსენდა - გუშინ დილით რუსთავი 2-ზე ნანახი რაღაც მულტფილმმიც კი ვამპირებზე თუ კაციჭამიებზე...
მერე წარმოვიდგინე მიწისძვრის შემტხვევაში როგორ ჩამოინგრეოდა მარჯვნიდან და მარცხნიდან 18-18 სართულიანი შენობები , თავზე როგორ დამეცემოდა მთელი 13 სართული და მე თვითონ როგორ დავეცემოდი მტელ 5 სართულს :უსერ:
ვიჯექი,
ველოდე
ველოდე
ველოდე
ველოდე
მიწისძვრას და არ მოვიდა...
მერე ძაღლებსაც ჩაეძინათ და მეც ჩამეძინა...
დილით, რა თქმა უნდა, გამეღიმილა ჩემს ღამეულ კოშმარებზე
მიწისძვრა არა ის - მზის სინათლით გათამამებული შემოფიქრება


ჰხოდა ეს ყველაფერი რატომ დავწერე...
წეღან
სრულიად შემთხვევით,
მოულოდნელად რაღაცის წაკიტხვის დროს,
არათუ სამი 18 სართულიანი შენობა
მთელი სამყარო თავის პლანეტებითა და ვარსკვლავებით თავზე ჩამომეშალა
ერთ წამში, თავბრუსხვევისგან 3 წრე დავარტყი მსოფლიოს და ისევ ჩემს საწერ მაგიდასთან აღმოვჩნდი...
მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ..
არ ყოფილა საშიში მიწისძვრა..
მითუმეტეს თუ მხოლოდ შენთვის ირყევა სამყარო...

4 comments:

Toma said...

იმედგაცრუებული ხარ? :ჵ

მე-ხათო said...

Katten försvann said.

იმედგაცრუებული? არაა....იმედი არც მქონია და...: )))) კი არა და მოულოდნელობის ეფექტი.. სხვა არაფერი : ))

Toma said...

მიწისძვრაზე გეკითხები
ამდენი რომ ტყუილა ელოდე :P:P

მე-ხათო said...

Katten försvann said..
ოღონდ ნუ მოვა და ჯანდაბას ლოდინი და იმედგაცრუება.... : )))
ყველაზე დზალიან რისიც მეშინია, მიწისძვრაა...ბრრრ