Saturday, January 10, 2009

იმედი


მგონი მივხვდი!

ყველაფერი ცუდის სათავე არის იმედი..

ჰხო, ზუსტად იმედი!

არა ტელეკომპანია იმედი არა

არც რადიო იმედი

იმედი რა....ჩვეულებრივი..

აი ყველაზე ბოლოს რომ კვდება და სადაც კვდება იქ სიცარიელე რომ იწყება და იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმაო ერთმანეთს რომ ვუსურვებთ მთელი გულით და ზოგიც ნახევარი გულით და რომ არ ვიცით, რომ თურმე სულაც არ გვდომნია კარგი იმისთვის, ვისაც ვაიმედებთ...

რამდენიმე ფაქტი შემომახსენდა უცებ ისეთი

როცა

ცხოვრების ჩვეული რიტმიდან მინუსებში გადავინაცვლე...

ჰხოდა ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ იმედი მქონდა... რაღაცის იმედი... იმედი იმისა, რომ ისე არ იქნებოდა როგორც სინამდვილეში იყო...იმედი, რომ რაღაც, ვიღაც, სადღაც, რატომღაც...ჰხო სწორედაც რომ რატომღაც....

რატომღაც მქონდა იმედი, როგორც სიმდიდრე, რომლის გადაცვლასაც ვაპირებდი ყოველდღიურ საჭირო ნივთებში და როცა იმ ნივთების ყიდვა გადავწყვიტე, აღმოჩნდა, რომ ყალბი იყო...

იმედის არსებობა თავისთავად მის არსებობას ნიშნავს..

მაგალითად 

თუ გაქვს იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება და ესეც მხოლოდ იმედის დონეზე, ტავისტავად გულისხმობს, რომ შეიძლება ყველაფერი სულაც არ იყოს კარგად, უბრალოდ შენ გინდა რომ ეგრე იყოს...

ჰხო ანუ იმედი იგივე სურვილია

სურვილები კი...

სურვილები კი პირველია რაც უნდა მოაშთო და აღგავო პირისაგან მიწისა თუ არა სულისა და ხორცისა მაინც...

რატომ?

იმიტომ რომ...ეგ იმას ჰკითხეთ...ძის..ლაოს... ოღონდ ახლა არა 100 წლის შემდეგ...

ჰხოდა იმედი სხვა არაფერია, თუ არა სურვილები, თანაც  ისეთი სურვულები, რომელთა სურვილშიც თავადაც გეპარება ეჭვი..

არადა სავსე ვარ

აღარ მინდა..აღღარ.....

წაიღეთ, მოიხმარეთ, გაიხარეთ ჩემი იმედებით...

თან იმდენი მაქვს

ყველას გეყოფათ...

წაიღეთ...

გამოთავისულფებულ ადგილას მკვდარი იმედების სასაფლაოს გავხსნი

უნდა დავასაფლაო

თორემ

აშმორდა....

აშმორებული იმედი...ჰხეხჰე...

რომ არა იმედი  

სამყარო სულაც არ იქნებოდა მწუანე

ალბათ შავ-თეთრი იქნებოდა

ანდაც

ნაცრისფერი...

სამაგიეროდ

უფრო შორს შემეძლებოდა დამენახა...

თანაც მწუანე სათვალის გარეშე..

წაიღეთ!

1 comment:

Pink Panthere said...

ყველაფერი ცუდის სათავე არის უიმედობა და სასოწარკვეთა! ან სხვაზე იმედის დამყარება.
იმედი არის ის რაღაც რაც drives ადამიანს იცოცხლოს.