Wednesday, January 14, 2009

ბჟუტურფრუტუნ


ჩემს სურვილებს ფანტაზიის უნარი აქვთ დაქვეითებული - როგორც ვსურვილობ ზუსტად ისე ხედებიან კი არა რეალურდებიან........არანაირი ნორმიდან გადახვევა.....კხმ...სურვილები გამირობოტდა..ვაიჰხთ...

აი მაგალითად, ვისურვილე....ნეტავმც ცოტა ხნით დამასვენა მეთქი

ჰხოდა მეორე დღეს სამსახურში მითხრეს, რომ წადი, დაისვენე ერთჳ კვირითო....

ჰხდა ვზივარ სახლში

და

ვიღლები დასვენებით

არა..... კი არ ვიღლები

ვზივარ და  ჩემს სურვილებს ვეჩხუბები

რომ

”დასვენება მინდაში” სახლში ჯდომა კი არ ვიგულისხმე, არამედ...ისა....

ჰხუხ

ძალად მოკრძალებული რომ არ ვიყო ერთ სიტყვას დავწერდი ახლა...[url=http://smiles.myweb.ge][img]http://smiles.myweb.ge/smileDB/12125-mmm.gif[/img][/url]

ჰხოდა ისა...

წარსულის გადმონაშთები მეზედმეტებისზედმეტება... ვიქექები...ვცდილობ ვიპოვნო მცირე ელემენტიც კი, რაც წარსულში მეხალისებოდა...ვერ ვპოულობ....

სიახლეები იმაზე უფრო უცხო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი...მზად არ ვყოფლივარ..ამიტომ უჩემოდ ვითარდებიან... განვითარდნენ და იქნებ მანამდე ვეც გავითარდე და მივუახლოვდე...

შუაში ვდგავარ და ყველაფერი საშუალო კი ისეთ გრძნობას იწვევს, როგორიც ახლა მაქვს...

მეჭირვეულება!

ჩემში წლინახევრის ბავშვმა გაიღვიძა...ახალლაპარაკდაწყებული გამუდმებით რომ ტირის ტირის ტირის და ვერ აგებინებს ხალხს რა უნდა...ანდა როგორ უნდა გააგებინოს, თვითონ არ იცის...უბრალოდ ტირილით ტკბება......[url=http://smiles.myweb.ge][img]http://smiles.myweb.ge/smileDB/12024-worried.gif[/img][/url]

მაინც მიხარია...

გარდატეხის ასაკი კი არა და პერიოდი იმის მომასწავლებელია, რომ რაღაც ახალი დაიწყება...ანუ კარგად დავიწყებული ძველი...ცოტაც, ცოტაც და....

ახალი აკვიატება:

გადავწყვიტე სურათების გადაღება დავიწყო...

უფრო სწორად

გადავწყვიტე ცის სურათების გადაღება დავიწყო...

ამიერიდან მხოლოდ ღრუბლებს გადავუღებ სურათებს....

ღრუბლებს და ბალახებს...

პირველი იმიტომ რომ  მაღლაა და თან ცვალებადფორმიანია - როგორც ჩემი ხასიათი

მეორე იმიტომ რომ მილიონში ერთ-ერთია...ერთ-ერთი ჩვეულებრივი...თან მწუანე - როგორც...ისა... ჰხო....

[url=http://smiles.myweb.ge][img]http://smiles.myweb.ge/smileDB/11822-itwasntme.gif[/img][/url]

ჰხოდა ეგრე........

არაუშავს 

გამეორება ცოდნის დედაა

არაფერია

გადა

ტანელი.....

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი 

გაზაფხული

მოვა

1თვესა

და

14 დღეში.........

1 comment:

მთვარეული said...

მოვა გაზაფხული აუცილებლად ) კისს :