Monday, January 5, 2009

წავეძილისშინათე


წერის მოთხოვნილების შემოტევას ვგრძნობ - ვიცი თუ არ დავწერე, ვერ დავიცლები და შესაბამისად ვერ დავიძინებ...

არადა უნდა დავიძინო!

უნდა!

 ძილი მაგარი რამ არის.... ძირითადად, მაშინ იძინებ ადამიანი, როცა უნდა დაიძინო... არადა ეს  ვალდებულებითი ძილი რომ არ არსებობდეს და მხოლოდ სურვილებითი ძილი იყოს ხმარებაში რამდენი რამ შეიცვლებოდა თქვენი არ ვიციდ ა ჩემს ცხოვრებაში...

უპირველესად, მაღვიძარა დაკარგავდა თავის ფუნქციას და დარჩებოდა უმუშევარი.... ჩემი სამუშაო საათები დაიწყებოდა 2 საათზე და გაგრძელდებოდა ერთ საათს... 3 საათზე ძილი ისევ მომესურვილებოდა და დავიძინებდი იქვე, სამსახურში...გამეღვიძებოდა  7-8 სსაათისათვის და მერე...ჰხო აი მერე....მერე მეღვიძებოდა დილის 6-7 საათამდე....

ჰხო, ალბათ ასე იქნებოდა...

არაფერი სჯობს ღამის სიჩუმეს, როცა სუნთქვასაც ფრთხილობ, რომ არ არსებული ადამიანები არ გააღვიძო...

არაფერია ღამით მოფრენილ აზრებზე უფრო ფხიზელი

არც ყავას აქვს დღისით ისეთი გემო, როგორიც ღამის 3-4 საათზე....

პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობა - იყო ერთადერთი ფხიზელი ადამიანი, რომელიც მძინარე დედამიწას დარაჯობს...ჰხუხ...შეუდარებელია....

შეუდარებელია

მაგრამ უნდა დავიძინო..

უნდა!

ახლა ამ ჯდომიარე მდგომარეობიდან უცებ უნდა გადავინაცვლო მწოლიარე მგომარეობაში....

სასაცილოა ფხიზელი ადამიანი, რომელიც საკუთარი ნებით ჰორიზონტალურ მდგომარეობას იღებს....

მახსოვს  

ერთხელ ისე ნათლად წარმოვიდგინე რა სასაცილო იყო თვითონ წოლის პროცესი, რომ მთელ ღამეს ჩემი გადავჟირჟჳრჟირჟირჟირჟირჟირჟირჟირრებუული სიცილის გამო არ დამეძინა....

ჰხო ეგეთებიც ხდება...

უფრო უცნაურობებიც....

1-2-3-4-5-6-7-8-9 წლის წინ გზაში შემთხვევით ჩემი  თაყვანისარადაიმისმცემელი შემხვდა და ისე გავწითლდი, რომ ზაგარი მივიღე და მთელ ზაფხულს შემდეგ გარუჯულმა ვიარე : ))))) ჰხეხ...

ხო...გამახსენდა..იუმორიც სხვანაირია ღამღამღამღამღამობით....

აი თუნდაც...ხვალ ამ ნაწერს წავიკითხავ დღის შუქზე და ვიფიქრებ, რომ...ვუი....

ჰხო...იმასაც ღამით მივხვდი, რომ ჩემს ფიქრებს არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან... ამიტომ გადავწყვიტე აღარ ვიფიქრო.... ჰხო, აი მარტივად....ვიფიქრო მხოლოდ იმაზე, რომ არ ვიფიქრო და შემდეგ ვიფიქრო, რომ არ ვიფიქრო, რომ აღარ ვიფიქრო და მერე კიდევ და საერთოდაც....

თუმცა არა

არა

არ ღირს

ღამე არ ღირს იმაზე წერა

ბედნიერების მსუყე გაქონილ განცდას მშიერი ყოფნა  რომ სჯობს.....

გულის რევამდე მისული სიხარული....

იყოს..თქვენთვის დამითმია...

მე კი წავალ...წავესვენები....

უნდა დვაიძინო!

უნდა!

მერე რა, რომ გაზაფხულის მოსვლამდე დარჩა 1 თვე და 22 დღე....

მერე რა....

No comments: