Monday, June 15, 2009

ტჰ


ვიცი? არ ვიცი... რა ვიცი

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის

შაირია

თუ რაღაც

კი არა და

გრძელი სიტყვა თუ მოკლედ ითქმის

ე.ი.

მოკლე სიტყვაც ითქმის გრძლად

და

რახან ჩემს დღევანდელ კი აარ და ბოლო დროინდელ მდგომარეობას

ერთი მარტივად უმარტივესი სიტყვითაც

სრულყოფილად თუ არა 95,6 % ით მაინც გადმოვცემ

ამიტომ სჯობს გრძლად ვსთქუა..

ჰხუხ

სიმარტივეშია ჭეშმარიტება

თუ ეგ ღვინოზეა

ღვინო და სიმარტივე რამ გაყო

რამ და თრობამ

თრობა რა არის 

ხელის ჭუჭყია

არა ეგ ფულია

თრობა და ფული რამ განასხვავა

ორივე გაზეაღმატებითებს,

მაგრამ

მაინც

ჭუჭყინდები..

ჰხოდა ფანჯარასთან მტრედი არ არის

ე.ი. არც არავისი ბედია

ვუი... 

არადა იყო

მტრედი მაგრამ მკვდარი

რაღაცას ნიშნავს ეს...

ჩემს ფანჯარას შეეჯახა

და

მოკვდა

საწყალი

ჰხუხ

მერე იყო და ქორწილში ცა არ იყო მაგრამ ჭერში ვიყურებოდი

და

თაიგული ფეხებთან დამივარდა

წინ რომ გამეხედა ხელებში აღმოჩნდებოდა

და

აი ხედავ, ბედმა გვერდზე ჩაგაიარ

და

ხელი არ გაანძრიეო

ჰხაჰხაჰხა

შარშან გიორგობის თვეში

ქმარი დამეკარგა ტყეში

ვინც ქმარუკას მაპოვნინებს

4 კვირა ჰყავდეს თვეში

გენების ბრალია

და

რაჭის ბრალია

და

ზნაკვის ბრალია

და

გაზაფხულის ბრალია

და

ჩემი ბრალი არ არის

რომ

ჩემი ბრალია 

და

სიმწუნის ბრალია

რომ

სამი კვირაა დამბირიყვა სევდამდამ

და

სამი დღეა არა და კვირაა

გადაბმულად წვიმს

და

მომანატრა

მომანატრა

ნეტავმც

რაც მმომწყრდა

რაც მომწყურდა

ის

კი არა და

მემწუნებალახება 

მაღლა ცავარსკვლავოვან ღამიანი...

სიბნელეში წერა უკეთესია

ახლა დავფიქრდი

და

ვერ გავიხსენე ...

მგონი ჩემი არცერთი  ბლოგპოსტი დღისით არ დამიწერია

ძალად მოკრძალებულობა

ჰხახ

ბოდიშით ადამიანებო

თქვენი არსებობა მე მბოჭავს

აი ახლაც...

ვწერდივწერდივწერდი

და

შევყოყმანდი

იმიტომ რომ

იმიტომ რომ

იმიტომ რომ

იმიტომ...

პატივი ეცი საკუთარ თავს რათა სხვებმაც პატივი გცენ

კი არა და

არც მჭირდება!

უბრალოდ მეწერინება

უბრალოდ

სულსულსულსულსულსულ უბრალოდ

ფიქრები მინდა გადმოვასიტყვავო

აბდაუბდა ფიქრები

აქეთ ეცი იქეთ ეცი

ავიბლანდე

სულსულ ჩიხია

და

ისა....

სხვა

მაინც სხვა

და

ის სხვა 

სულსულსულ

სხვა

მეუბნება

რომ

ისაო....

შენ თუ არ სწავლობ მაგალითებზე

მაგალითები სწავლობენ შენზე

და

ქუდი დაიხურე 

და

წადი

გაქცევა

ქარი უბერავს

თუ

მე ვუბერავ

ნეტავმც.......

3 comments:

Anonymous said...

:D

მე-ხათო said...

Dreamer said.

ვუი.... მოიცა ჩაგამატო
მეც

:ც

Anonymous said...

საინტერესო პოსტი იყო :)

კარგად გამოგდის :))