Sunday, June 14, 2009

5... :ც


როცა ჩემი მეგობარი კეთროვანი ხდება,
ერთი დღით ვივიწყებ ყველა საქმეს,
მივდივარ ლეპროზორიუმთან,
ფანჯარაზე ვაკაკუნებ და მერე ჩვენ
ოდესღაც გაწმენდილი შუშის ბურუსში
ერთმანეთს შევცქერით
დიდხანს და ხარბად.
გამომშვიდობებისას
მომუჭულ მუშტებს ვშლით და
ხელისგულებით ფანჯრის მინას ვაწვებით
საკუთარი სივრცეებიდან.

და ჩვენი ხელისგულები
ერთმანეთს ეხება
ასე.

მეგობარი იღიმება და
ამ ღიმილით მანიშნებს, რომ
არ მოითხოვს ამაზე მეტს ჩემგან,
მაგრამ არც ამაზე ნაკლებს დასთანხმდებოდა.


აი, მაშინ ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ.

(c) შ.ი.

5