Tuesday, June 16, 2009

ოდა

გიორგი კეკელიძე შემომეყიდა

კი არა და

ოდები....... :ც

ჰხოდა ისა.......

ამინდს უხდება

ან 

განწყობას

მადლობა თავო ჩემო

მშუენიერ საღამო რომ მომიწყე

კი არა და

ვიცი

ამასაც იგივეს ვუზამ

რაც ჯერ

გაგა ნახუცრიშვილს ვუყავი

მერე შოთა იათაშვილს

და

მერე ზვიად რატიანს

ანუჰხთ ისა...

დავიზეპირებ

მაგრამ

მანამ

სანამ............

მე ცარიელი ოთახი ვარ. . .
სული, რომელიც აქ ცხოვრობდა,
სტუმრად წავიდა, 
მერე წვიმდა 
და 
უკან ვეღარ მოაგნო გზები -
ეს ტყუილია, მშობლებისთვის რომ მოვიგონე,
ჩემს მშობლებს ძინავთ
და
სიმართლეს გაგიმხელთ მალე:
მე ცარიელი ოთახი ვარ,
სული, რომელიც აქ ცხოვრობდა,
წავიდა ჩემგან,
შინ, კარადაში სიზმრის ცოტა ნამცეცი დარჩა
და 
ცრემლის ჩაი.
რა ხანია ჩაი გაცივდა.
მე ცარიელი ოთახი ვარ.
ქუთუთოს ფარდა გრძელია
და
სამყაროს ყოფნის,
მაგრამ კედლების შავად ღებვას ჯერ არ ვაპირებ
და
ჩემმა სულმა იმიტომაც დატოვა ბინა,
რომ მხოლოდ ერთი ოთახი ვარ
და
ისე მცირე –ორი სული ვერ დაეტევა
და
ჩემმა სულმა ფანჯარასთან დაკიდა მზერა,
ეს გასაღები შენთვისაა,
შენ შეგიძლია მოხვიდე
და
მშვიდად იცხოვრო.

და კიდევ ეს

შენი მწვანე თვალების შემოდგომა მინდა ვიყო,
ერთად 
მოვკვდეთ
მინდა
ზამთარში.


:)

ოდები

ბოდვები

მე

ბოდვები



1 comment:

Dreamer Kikito said...

au magariaa mec miyvars egetebi, tan shentavtan gaitavise xo? mwvuane,wvima da ase shemdeg,mec egetebi mchirs :d