Wednesday, June 10, 2009

გღრ


როცა განსაცდელი ახლოვდება
მე ვიხურავ უხილავ ქუდს
ვაღებ კარებს,
გავდივარ ბაღში,
ზურგს ვაქცევ სახლს
თვალს ვუშტერებ სივრცეს
და ვუსმენ სიჩუმეს
ჩემი ზურგსუკან ჩამონგრეული სახლის ხმაურში...

როცა განსაცდელი ჩემთან რჩება
ბავშვობის დროინდელი ყველაზე
დიდი
შიში
მოდის ჩემთან
და
მაფრთხილებს
რომ
ხმის ამოღების შემთხვევაში მოიტანს
ნემსსაა
და
ძაფს
და
ტუჩებს ერთმანეთზე გადამიკერავს....

როცა განსაცდელი ჩემგან მიდის
მე შევყურებ წლობით ბაგროვები პრინციპებისა
თუ სირილებისა
თუ 20 ნებიბისა
თუ წარმოდგენების
ნატეხებს,
რომებით ჩემგან სიკვდილის წინ უკანასკნელი სურვილის ასრულებას ითხოვენ
და
არ მენანებიან...


ყველაფერი მაშინ იწყება, როცა ყველაფერი მთავრდება

დაამაგრე ფანჯრები ჭერზე

ერთადერთი სიმართლე
ზე
ცა
ში





აღიარებითი ჩვენებიდან:
ყველა რესურსი ამოწურულია
ობიექტი 31231938198 აღდგენით სამუშაოებს საჭიროებს...
გადაუსხით ძარღვებში
სულსულსულ
ცოტაოდენი
სინათლე
მაინც...

თორემ
და
ბნელდა...................


ცოტა მარილი!

1 comment:

Anonymous said...

ერთადერთი სიმართლე
ზე
ცა
ში



...
ასეა! :)