Thursday, February 5, 2009

დასკვნა 327312873412


მარტივი ჭეშმარიტებიდან:

რაღაც უნდა დათმო, რომ რაღაც მიიღო!


ადამიანიც ხომ ჭურჭლის ნაირსახეობაა
რა მნიშვნელობა აქვს რისი ჭურჭელი ხარ, სულის, ხორცის, ამაოების, ვნების, გრძნობების, სიყვარულის, ბოროტების....
ჭურჭელი ჭურჭელია...
ჰხოდა,ვთქვათ ჩვეულებრივ ჭიქაში, რომელიც სავსეა წყლით, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, კიდევ ხომ ვერ ჩავტევთ სხვა სითხეს, თუ უკვე სავსეა?
საჭიროა გადაღვარო და ისე გაავსო თავიდან...

ჰხოდა სულ ესაა რა

თუ შევსება გინდა, ჯერ უნდა დაიცალო...
უბრალოდ, დაცლის მომენტი არც თუ სასიამოვნოა
ბევრი რაღაც გადაჰყვება თან
სამაგიეროდ....
ისაო...
ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია

კი არა და
ნუ კრეფ მაგ ვარდებს, ნუ, დაჭკნება ლარნაკში, გაუშვი, იყოს, იხაროსო....
რა ვარდი
სად ვვარდი
ჩავვარდი
თოკი!
მოიცა...
სად გავჩერდით?
ჰხო..ავსება, შევსება, გავსებაზე...



უბრალოდ ისა....
ისა...
ჯერ ის არ ვიცი
იმაზე მეტი მივიღე, ვიდრე დავკარგე თუ იმაზე მეტი დავკარგე, ვიდრე მივიღე........


კი არა და


ჩანაცვლების მეთოდი!
ჩამანაცვლე
ჩაგანაცვლე
ჩავანაცვლე
ვერ
მე
ნაცვალე
თუ
გე
ნაცვალე
ნაცვლად
მის



:)

3 comments:

Anonymous said...

თუ ვცდები შემისწორე მაგრამ ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ მე გაზრდის შანსი აღარ მაქვს..
?!
მირჩევნია რამე სხვა ვიყო მაგალითად ხე
მე მაინც ასე ვუყურებ.. აი ხო იცი ხის სიმგღლე მიწის ზემოდან რო არ იზომება.. სულ ვიზრდები და ვიზრდები..
მარა იმაში კი ნამდვილად გეთანხმები რომ თუ რაღაცის მიღება გინდა აუცილებლად რაღაც უნდა დახარჯო და არა დაკარგო (მაგათ შორის განსხვავებაა).

მე-ხათო said...

Sandro said...
გაზრდის შანსი აღარ გაქვს? მმმ რატომ? არა, პირიქით... რაღაცას რაღაცის გამო იმიტომ თმობ, რომ უფრო გაიზარდო ...ნუ ჩემი აზრით რა თქმა უნდა : ))უბრალოდ მაგაშია საქმე სწორად მიხვდე რას თმობ რისთვის : )შეიძლება ისეთი დათმო, რომ მინუსებში გადახვიდე ...: )

მარა ზოგადად დათმობის ფაქტი არ მომწონს, მარა სხვანაირად არ გამოდის

მგონი

Toma said...

ამ პოსტის წკითხვის შემდეგ ერთი ბრძნული ჩინური ისტორია გამახსენა. ერთ ძალიან მოხუც კაცს რომელიც ღამოდენიმე თაობასთან ერთად ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა დიდ სახლში ერთმა ბრძენმა კითხა
- მითარი ბერიკაცო, რა არის ბედნიერების საიდუმლოო
და იმან რა უპასუხა იცით? ”№ოთმინება არის ბედნიერების და ყოველივე კეთილშობილის საწყისიო”