Monday, September 21, 2009

ძბს

:სურათი:

მე არა ვარ ჩერჩილი

მე არ მქონია არჩევანი

ომსა

და

მშვიდობას

შორის

და

მე არ ამირჩევია მშვიდობა

რის გამოც 

არ მიმიღია

ომი....

მე  ვარ ხათო

და

ეს არის ჩემი არჩევანი,

რადგან

სიტყვა

არჩევანი

თავის თავში მოიცავს უარყოფას

არ ჩევანი

და

გვეუბნება,

რომ

ყოველი  ჩვენ მიერ გაკეთებული არჩევანი

მცდარია,

რადგან

შედგება სიტყვისგან ”არ”...

ჰხო, აბა ადამიანს რომ არჩევანის უფლება ჰქონდეს

ამ სიტყვას

კიჩევანი

ან

დიახჩევანი

ან

ჰხოჩევანი ერქმეოდა

და

არა

არჩევანი

და რადგან მე მაქვს არ ჩევანი

და

არ მაქვს დიახ ჩევანი

ამიტომაც

ძალიან

ძალიან

ძალიან

მშუიდად

გაგრძელდი, ცხოვრებავ..... 

მე ეს იმედიც

მე

ყოფა

სა

გზ(ლ)ა

იმედი, 

რომელიც

ჩემი

არ

ჩევანია,

არ............

ძილისწინა ბოდვების სერიიდან

2 comments:

გურამი said...

მევასება ეს გოგო, ბუ ვიყო. :D :D :D რაებს არ მოიგონებს ხოლმე. ჩემი თავი გამახსენდა, სიტყვა "შემოგევლე"-ს რომ ვიკვლევდი. :) ხოდა დავადგინე, რომ შემოუვლიან ხოლმე ეკლესიას, ანუ წმინდა ადგილებს და აქედან გამომდინარე შემოგევლეო ნიშნავს, შენ ჩემთვის წმინდა ხარო. აბაა.

პერწკლი said...

გურამ, უნდა გაგაწბილო : )))
მე როგორც ვიცი, ადამიანი მეორე ადამიანს თავს რომ შემოევლება ანუ გარს რომ შემოუვლის რარაც წარმართჲლი რიტუალია დაამის შემდეგ იმ ადამიანის ცოდვა-სატკივარი შემომვლელზე გადადის,ამიტომაც იძახიან,შემოგევლეო :უსერ: