Tuesday, September 1, 2009

1


შემოდგომა მშვიდობისა

კი არა და

პირველი სექტემბერი მშვიდობისა

ბედნიერებისა

ჯანმრთელობისა

გახარებისა

გალაღებისა

გალაჟვარდებისა

პირველი სეტემბერი მაინც პირველი სექტემბერია

ალბათ იმიტომ

რომ

ჩემთვის

ყველაფერი შემოდგომიდან იწყება

მერე აღმოვაჩინე რომ

საეკლესიო კალენდრის მიხედვით

1 სექტემბერი ახალი წელი ყოფილა

ასრე თუ ისრე

ჩემთვის პირველი სექტემბერი ახლის დასაწყისია

უფრო სწორად ახალ ეტაპზე გადასვლის

ან უფრო აწორედ ახალ კლასში გადასვლის

სკოლა

ჰხეხ

დღეს არ მინდა,  დაუფიქრებლად

ყოველგვარი ჩემი წინასწარ განზრახულობის გარეშე

თეთრი მაისური ჩავიცვი

მერე შემომახსენდა

რომ

1 სექტემბერს ჩათეთრმაისურება 11 წელი გრძელდებოდა

არა 11 არა

მახსოვს

მე–8 კლასში  მწუნე მწუნე მწუნე

ტანსაცმელი მიყიდა დედაჩემმა

და

სულ ჩამამწუნა

და

მერე ისა...

მეორე დღეს სკოლაში დაიბარეს

ვის გაუგია ისაო

მწუნე ტანსაცმელი პირველ სექტემბერსო

:უსერ:

მაგრამ პირველი პირველი სექტემბერი მაინც სულ სხვა იყო

ჰხეხ

მითუმეტეს რომ

ჩემი პირველი სეტქემბერი

სულაც არ ყოფილა 1 სექტემბერს

:უსერ:

სულ მიკვირდა ბავშვების, რომლებიც სკოლაში წასვლის წინ ტიროდნენ

მე რაც მახსოვრობა მაქვს 

იქიდან მახსოვს რომ

სკოლაში წასვლას ველოდი

:დ

არადა მახსოვრობა 9 თვიდან მაქვს :ბოლი

მოკლედ

სკოლაში წასვლას და სწავლის დაწყებას

ვე

ლოდი

მთეეელი 6 წელი

და ისა...

მთეეელი 1 წელი დედაჩემი მირჩევდა რა ჩამეცვა პირველ კლასში წასვლის წინ

და

ისიც მახსოვს, რომ 

რამდენიმე თვით ადრე

როცა სკოლაში წასვლა მოახლოვდა

დავჯექი

დავფიქრდი

ვიფიქრე

ვიფიქრე

და

მერე ვიტირე

რა ყოფილა ეს ცხოვრება

აი სადაცაა სკოლაში წავალ

ასე მალე თუ დავბერდებოდი

რას ვიფიქრებდიმეთქი :დ:დ

მოკლედ დავუბრუნდეთ

სკოლაში წასვლის 31 აგვისტოს

სამი დღით ადრე დაუთოვებულ გამზადებული ტანსაცმელი

და

ჩანთა მემილიარდეჯერ

რომ

გადმოვალაგე

დედაჩემმა უცებ

ვუი ეს რა არისო

და

ისა...

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო

სკოლაში წასვლის წინა დღეს 

აღმოჩნდა

რომ

ბატონები თუ ჩუტყვავილა თუ წითელა

თუ

რაღაც მაგდაგვარი მჭირდა

:უსერ:

სულ ასე იყო

და

სულ ასეა

ჩემი წინათგრძნობა

არასოდეს

შეესაბამება რეალობას..

ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში ვადანაშაულებდი საკუთარ თავს

ასეთი დიდი მოლოდინი რომ არ გქონოდა

ყველაფერი კარგად იქნებოდათქო

ჰხახ

მაინც ევრ მოვკალი მოლოდინი ჩემში

ჩართული ვარ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში...

აი ამ წამსაც 

ჰხეხ

რაც შეეხება ჩემს "1 სექტემბერს" ეს ორი კვირის დაგვიანებით მოხდა...

საშინლად განვიცდიდი, რომ

პროგრამას ჩამოვრჩი

და

მეგონა ცხოვრებაში ვეღარ დავეწეოდი :დ:დ

ისე მეშინოდა ამ ფაქტის

რომ

შეშინებული ვიმეორებდი ყველაფერს

რაც სხვებს უკვე ნასწავლი ჰქონდათ..

ჰხოდა პირველ დღეს  მასწავლებელს დარიგებულისამებრ ვუთხარი "გამარჯობა"

და

დავჯექი 

და

მერე ერთი ბავშვი შემოვიდა

და

იმანაც "გამარჯობა" –ო 

და

მასწავლებელმა უთხრა, როგორ  გასწავლე მე

"გამარჯობა" კი არა და "დილა მშვიდობისა" 

და

იმ ბავშვმაც გაიმეორა "დილა მშვიდობისა"

და

მე ხომ მეშინოდა ვეღარ დავეწევი პროგრამას

უნდა ყველაფერი ვისწავლო რაც იმათ ნასწავლი აქვთ მეთქი

და

უცებ წამოვხტი გაკვეთილიდან

ავიღე ჩემი ჩანთა

და

მოვიხურე კარები

და

დავაკაკუნე თავიდან

და

მთელი ხმით გამოვაცხადე

"დიიილა მშვიდობიიისა"

და

დავჯექი ისევ ჩემს ადგილას...

:უსერ: :უსერ : უსერ:

მასწავლებლის გა20ებული თვალები მახსოვს..

ეთერი ერქვა

:ვ

ასთრე იყო ეს ამბავი...

რაც დრო გადის

იმ

პატარა "ხათო" სთან

სა1ოს ვეძებ

ცოტცოტას 

ვპოულობ

და

მიხარია.......:ც