Tuesday, September 15, 2009

...


გადაწყდა!

ხუთშაბათს ექიმთან მივდივარ...

ჰხო

ზუსტად ასთრე

დარკეს და ხუთშაბათს მოვაო

მანამდე მეჩხუბნენ

:უსერ:

ჰხოდა დამეზარა კიდევ შეკამათება

ბოლოს და ბოლოს და ბოლოს

როგორც ნინო იტყოდა

ცხოვრებაში ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება

და

კაი..

ჯანდაბას

ჩემს ცხოვრებაში ექიმთან ვიზიტი პირველად ზეგ შედგება :\

არ ვიცი რა ჰქვია ექიმის შიშს

უფრო სწორად

დიაგნოზის შიშს

თორემ  აგერ სახლში 2 ექიმი მყავს და აშკარად არ მეშინია არცერთის

ჰხუხ

ჰხოდა რაც შეეხება დიაგნოზს...

ყველა შიში საბოლოოდ თავს იყრის ერთ შიშში

და

ეს არის სიკვდილის შიშიო

ალბათ ასთრეცაა..

თუმცა..

აი დავჯექი და უცებ წარმოვიდგინე

როგორ მივალ ხუთშაბათს უშველებელ პირქუშ შენობაში

როგორ გავივლი ბნელ დერეფანს

და

როგორ შევალ პატარა ჭუჭყიან ოთახში

სადაც იდგება საშინელი წამლების სუნი...

დერეფანში იბოდიალებს უამრავი უბერუსახიანი ადამიანი

რომელთათვისაც სულ ერთია შენი დიაგნოზი

სულ1ია იცოცხლებ თუ არა

სულ ერთია

ექიმი დაიწყებს ჩემს გასინჯვას და გასინჯვიდან 2 წუთის შემდეგ სახეზე აღებეჭდება სიტყვა

”საშინელება”

მე მივხვდები რომ ყველაფერი მორჩა

და

დავინდობ ექიმს და ვეტყვი, რომ არაუშავს.. რომ მერე რა...

მერე ალბათ ოპერაცია დამჭირდება

ყველაზე ცუდი იქნება ოპერაციამდე პერიოდი..

ახლობლები, ვინც გაიგებენ ჩემს ამბავს

თავს ვერ შეიკავებენ

და

ჩემი თანდასწრებით იტირებენ

და

მე ვიგრძნობ საშინელი დანაშაულის გრძნობას

რომ

ჩემი ავად ყოფნით ამდენი ხალხი ასე დავთრგუნე...

გამახსენდება ჩემი სიზმრები დიაგნოზამდე

ვიტყვი რომ

ვუიჰხთ ბოლო პერიოდში სულ მიცვალებულებს ვხედავდი

და

”რაღაცა არსებობს”...

ოპერაციას დანიშნავენ ხუთშაბათ დღეს

მანამდე დილით წავალ ეკლესიაში და ვეზიარები

საოპერაციოში შესვლამდე შევეცდები მქონდეს მხიარული სახე

და

ყველას დავანახო რომ არაფერია..

რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ....

მერე ალბათ საოპერაციოში ნარკოზზე დამემართება ანაფილაქსიური შოკი

და

ეკრანზე გამოჩნდება შავი ფონი

წარწერით

1984-229

:უსერ:

: ))))))))))))))))))))

ორი მაინც ვიყო...

მეორეს გავუშვებდი ექიმთან

ჰხუხ

კი არა და

ეს იყო წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

გმადლობთ 

ყურად და თვალად ღებისათვის

:ც

8 comments:

ბაბისა said...

ეუჰ ისე შეაზედმეტე ეგ ამბავი რო გამეცინა ლამის, კაი რა, რა ტრაგიზმია, ოპერაცია არა ისა კიდე სახეზე აღბეჭდილი "საშინელება" :)))))))) არაფერიც არ იქნება აგერ ნახავ

მე-ხათო said...

ცუდ ვარიანტებს ვთვლი, რომ არ ასრულდეს : )))))


:უსერ:


არადა ისე ნათლად წარმოვიდგინე ეს ყველაფერი :\

პერწკლი said...

isada
რა გაწუხებს???

მე-ხათო said...

:\

რომ არ მაწუხებს მაგაშია საქმე : ))))


კი არა და

ზეგ გავიგებ იმედია
რა
და
როგორ

ჰხუხ


:\

გურამი said...

- შენ რა მოგკლავს, ოლღა, ხუთ ჩვენდენს გამოზრდი კიდო.
- თვალზე კურცხალი მოიწმინდე და ისე იმასხრე, ილარიონა ცხვირა..
:(
პროფილაქტიკა და რამე? მწუანე პროფილაქტიკაში მიდის. ზეთს ჭამს თურმე ბევრს, კალოტკები დაჟანგდა და დიფერი ხმაურობს, წინა მარჯვენა თვალს ბალანსიროვკა უნდა, უკანა მარცხენას - დამატება, ტარმაზნოი ჟიტკოსწი გამოსაცვლელია ნახ და ეს მარჯვენა რული როგორმე მარცხნივ უნდა გადაიტანოს ერთხელ და სამუდამოდ.
:D
კაროჩე გეშველება და ნუ გეშინია რა, ჰე პატაპუფეტეე!

Tomushka said...

velodebi pasuxs!
imedia kvelaferi kargadaa!

გურამი said...

ხათოს სურათი ვნახე ფორუმზე დადებული.. ანუ კარგადაა ყოლიფერი. ველოდებით მის პასუხს. :)

მე-ხათო said...

ისაო......... :ც:ც


:ც