Monday, September 28, 2009

:o

ერთი დღით ადრე და ერთი დღით გვიან

დაწერილი პოსტი

ანუჰხთ

გუშინ მინდოდა ამ პოსტის  დაწერა

უფრო სწორად

გუშინწინ,

ჯერ კიდევ მაშინ როცა  გავიფიქრე

ნეტავ ხვალ რა რიცხვიათქო

და

ვუიჰხთ, 27 სექტემბერი მოსულა  მეთქი

მერე ტვინმა დასერჩა და  ჩემი ტვინის 27 სექტემბრიდან რამდენიმე ამოაგდო...

 პავიჩს არ დაუწერია იმდენჯერ ეს ფრაზა

"მოგონებები სულის ოფლია"

რამდენჯერაც მე გავიმეორცოდნისდედავე

დაე, კიდევ ერთხელ...

 ყოველ წლის 27 სექტემბერს დედაჩემის 19 წლის ძმის საფლავზე გასვლა

ოჯახური ტრადიცია იყო

განსაკუთრებთ მაშინ,

როცა ჩემ ჯერ კიდევ ვერათეულწლიან ასაკში

მის გარდა სიტყვა "გარდაცვალება" არავისზე ვრცელდებოდა...

16 წლის წინაც იგივე იყო

ჯერ სასაფლაო, 

მერე ბებიაჩემთან სადილი

და

ბიძაჩემის  მიერ მონათხრობი

"დღეს ღამით დამესიზმრა, რომ თეთრი და შავი ერთმანეთს ებრძოდა

და

შავმა აჯობაო"

ეს ალბათ იმ ერთადერთი სიზმარია

რომელიც მე თავად არ მინახავს, 

მაგრამ აგერ უკვე 16 წელია მახსოვს...

იმ ღამით, სახლში დაბრუნებისას, ტელევიზორმა თქვა, 

რომ

სოხუმი დაეცა....

მარტო ეს სიტყვები მახსოვს

"სოხუმი დაეცა"

და მერე დაიწყო  ქართული ფილმი

"მოკვეთილი"

და

ეს იყო პირველი ქართული ფილმი, რომლის დაწყებაც არ გამხარებია...

მაშინ მეგონა, რომ

ომს საზღვრები ჰქონდა...

რომ სადღაც აფხაზეთში ომის დაწყება / დამთავრება მე არ  მეხებოდა

მაშინ მეგონა რომ

ჩემამდე ვერასდროს მოაღწევდა ვერც ტყვია

და

ვერც ცეცხლი...

არც მაშინ ვიცოდი

და

არც შარშან

როცა 10 აგვისტოს 

გორის დაბომბვის დროს, 

გორის ცენტრში საშინელ ქაოსში

საცობში ვიყავი გაჭედილი

და

მხოლოდ იმას ვოცნებობდი, რომ

მალე დამენახა 

გორის ე.წ. "ფასიანი ტუალეტი"

რადგან დარწუმენლი, ვიყავი, რომ

სწორედ აქ

გორთან მთავრდებობდა ომი...

მერე ის მოხდა რაც მოხდა

მერე ომის საზღვრებიც ისე დაინგრა

როგორც ჩემი წარმოდგენები

ომზე

და

არა მარტო ომზე

და ახლა

ამ

უსაზღვროობიდან

ყველაფერი უფრო  მკვეთრად ჩანს, 

თუმცა

შავ–თეთრად.......

ჰხოდა ასთრე

პ.ს. გუშინ მოვიბირთვისე.....

არც ბირთვისები აღმოჩნდა ისეთი, როგორიც მეგონა 

და

გამიხარდა : ))

1 comment:

Anonymous said...

warmosaxvata msxvrevis dge yofila 27 seqtemberi, wlevandeli mainc :))