Monday, September 7, 2009

20


ჟამსა უსაქმურობისასა და ფორუმ.გე –ს რეფრეშისასა

ერთ ისეთ სიტყვას მოვკარი თვალი

რომ

თემაში შევედი

"მწვანე ქალაქი"

:ც

ჰხოდა ისა... რა ხდებოდა შიგნით არ წამიკითხავს

და

რა უნდოდათ და რას წერდნენ და რატომ

მაგრამ თვითონ სათაური ისეთი იყო

ჩემთან შედარებით მაშტაბური

და

შევამცირე

და

გავმწუნესოფლე...

მერე ნებები შევაგროვე

20

და.....

20ნებები მწუნე სოფელზე...

იყო და არა იყო რა 

ვიყავი

მე

და

იყო 11 ოჯახი

და

იყო  ბურულბურულ დაბურული ტყე

და

რა გასაკვირია რომ იყო მწუნე

და

ტყის არსებობა

ხომ გულისხმობს ტყის არ არსებობასაც

და

ამ არსებობა/ არ არსებობას

საზღვარზე

სადაც

მთავრდება სალათისფერი მინდორი და იწყება ჭაობისფერი ხეები

იდგა და დგას და იგდმევა

სანამ

ეს ნაწერი დასრულდება

12 წითელსახურავიანი სახლი

რა ღა თქმა უნდა

რომ

ხის

და

სახლები განლაგებული იყქნება ჭადრაკისებურად

და

ამ 11 სახლში იცხოვრებენ

1 მხატვარი

1 პოეტი

2 მუსიკოსი

2 მწერალი

1 ფოტოგრაფი

1 არქიტექტორი

1 გამომგნებელი

1 მოქანდაკე

1 ფსიქოლოგი

და

მე

:ც

და ყოველ დილით გავა სახლიდან მხატვარი

წაიყვანს  მინდორში საბალახოდ 2 ბეკეკოს

და

თან გაშლის თავის სახატავს და დახატავს და დახატავს და

თან ბეკეკოებსაც შეხედავს ხოლმე

რომ

არ შეუჭამოს მგელმა იმ დაბურული ტყიდან ...:უსერ:

და

მწერალიც  წაიყვანს საბალახოდ თავის  ცხენს

და

ფოტოგრაფი გაატყევებს ძროხებს

და

ფსიქოლოგმა რომ ქათმები და წიწილები გამოიყვანოს ეზოში

იქნებ

რამე 

ფსიქოლოგიური იდეებიც მოუციდეს თავში

და

თან ყველას ერთი პატარა ბაღჩა–ბაღი ექნებათ

დაბარავენ

დათოხნიან

ხეებს დარგავენ

ბეეეეეეევრს

და

ვაზსაც ჩაყრიან

და

საღამოს რომ დაღამდება

12 ოჯახიანი მწუნე სოფლის ცენტრში

დაინთება დიიიიიდიიი კოცონი

და

ყველა ყველა

11 შემოქმედახლისშე,ქმნელმაძიებელი

და

1

მე

შემოვუსხდებით

ამ დიიიდ კოცონს

და

თან ცაზე ხან იქნება ვარსკვლავები

ხან

არა

ხან მთვარეც ამოვა

ხან

არა

და

ამ ხანმთვარიან ხან უვარსკვლავებო ცის ქვეშ

დიიიდი კოცონის ირგვლივ

11 ადამიანი

შეეცდება

პასუხი გასცეს

კიტხვას

"რატომ?"

და მეც იქ ვიქნები სადმე რომელიმე კუთხეში

ჩუმად

და

მოვუსმენ

მანამ სანამ არ გამივლის............ :\

და თუკი ყველა 20ნება

ასრულებადია

თუ

კი

სურვილები ვერ ძლებენ

აუხდენელად

მაშინ...

იიისა

:ვ

3 comments:

Anonymous said...

da arsad ar icxovrebdnen megobrebi ho? kai :hm:

გურამი said...

ვაიმე გადავირიე.. მწუანეე.. რა ლამაზი ოცნება იყო. :) მეც მინდა მასე. მზე არ იქნება შენს ოცნებაში მწუანე? ის მომეწონა მაგრად, ნებები შევაგროვე 20 ცალიო. :jump:

უბრალოდ said...

: ))