Wednesday, April 29, 2009

ღშფ


ბანალური დასკვნების სერია

ნომერი

590345790357392

დასკვა  49374 - არაფერი მეშველება

დასკვნა 49375 - ამ ქვეყანას არაფერი ეშველება

დასკვნა 49376  - სხვა საქართველო არ არის!!!

კი არა და

ეს პოსტი ალბათ მაშინ უნდა დამეწერა, ჯერ კიდევ სიტყვა პოსტი რომ არ ვიცოდი რა იყო

და

მითუმეტეს რა ბლოგი

რის ბლოგი

მაგრამ გაიხსენეთ დასკვნა ნომერი 1 - არაფერი მეშველება!!

ჰხო

არაფერი მეშველება - რადგან  24 წლის ასაკში  საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა, ჰხოჰხო, საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა, უნდა იცოდეს, რომ პირველივე ზარზე არ უნდა გაუღოს კარი უცნობ ადამიანებს, მითუმეტეს, როდესაც სახლში მარტოა...

ჰხუხ

ჯანდაბას, ეს პირველი შეცდომა, მაგრამ როდესაც სახლში უკითხავად შემოსული პირები ამბობენ, რომ გაზი უნდა ჩაგიჭრათო, ალბათ ის მაინც უნდა უთხრა,  რატომ? - ო სხვა თუ აარფერი, ტრაგიკულის ახე მაინც უნდა მიიღო და სიხაურლით არ უნდა მიაცილო სამზარეულომდე - გამეორება ცოდნის დედაა - არაფერი მეშველება!

არაფერი მეშველება - რადგან ჩემს ასაკში ადამიანს ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს გადახდილი კომუნალური გადასახადი! თუმცა, ის როგორ არის?

ისაო

ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება

ჰხოდა დღეს სწორედ ეს დღე იყო - გადასახადის გადახდის პირველი დღე

მერე რა რომ ჩემი ფულით არ გადამიხდია

და

მერე რა რომ კდიევ ერთხელ დავრწმუნდი, 

რომ

მინუმუმ 10 000 ლარი მაინც უნდა მქონდეს ხელფასი 

რომ

ავდგე და ჩემი ნაწვალნაშრომი ფულიდან 200 ლარი გაზის გადასახადში გადავიხადო 

ჰხუხ 2

კი არა და

ახლა მივხვდი რატომ დადიან ადამიანები ქუჩაში დაბღვერილგაბრაზებულაღშფოთებულები!

მივხვდი

კი არა

მათი ბედი გავიზიარე

ჰხუხ 3

აბობენ ნერვები არ გაქვს

მქონია

თურმე

თან ბეევრი 

იმდენი რომ გაგინაწილებთ ვისაც გინდათ

ამდენი წლების მანძილზე დარწმუნებული ვიყავი რომ სრულიად უცნობ ადამიანს ვერ ვუყვირებდი

:უსერ:

აი თუ არ

ვუყვირე კი არა ქვითარი ავაფარე სახეში : უსერ:

და თან როგორ ვკიოდი

კიდევ :უსერ:

უფრო კონკრეტულად :

 გაზის ჩაჭრის წინ ინკასატორმა დამიბარა  ა პუნქტში მობრძანდი და კეთილი ინებე და გადაიხადეო

მივბრძანდი ა პუნქტში

სადაც მითხრეს რომ ჯერ  ბ პუნქტში უნდა მივსულიყავი და იქ ამეღო ნებართვა 

ბ პუნქტში მითხრეს, რომ  სანამ ჩვენთან მოხვალ ჯერ ც პუნქტის ნებართვაა საჭირო

ც პუნქტში მისვლისას გაირკვა, რომ საჭირო იყო საბუთი, რომელსაც ა პუნქტში მომცემდნენ

დავბრუნდი ა პუნქტში, სადაც მითხრეს აქ კი არა ბ პუნქტშიო

ავედი ბ პუნტში საიდანაც წამოვიღე საბუთი და მივედი  ც პუნქტში 

და

საბოლოო  დასკვნა ავიტანე ისევ ბ პუნქტში

!!!!!!!!!!

გაითვალისწინეთ,

რომ

ეს ა, ბ  და ც პუნქტბი

სრულიად სხვადასხვა ქუჩებზე მდებარეობს

!!!

გრრრრრ

შედეგი: გაზი ჯერ კიდევ არ მაქვს !!!

აღშფოთება

შეშფოთება

გადაღშფოთება

და მაინც

რატომ?

რატომ ხდება ასე??

ვის უხარია ადამიანების ტანჯვა?

ხომ შეიძლება

ეს სამივე პუნქტი

ერთ შენობაში იყოს განთავსებული?

ხომ შეიძლება, 

ა პუნქტიდნ პირდაპირ  ჰ პუნქტში გაგზავნიდნენ

და

ასე არ სცდიდნენ სად გადის შენი ნერვების ზღვარი?

სად გადის

და

იგოეთის ტეკთან!

ჰხუხ 94834

ჰხოდა ასთრე....

არ მიყვარს ყოველდღიურცხოვრებისეულრეალურამბებზე ბოდიალ ბჟუტური

და

მაინც მომიწია

: ))

მო

მიწია

და

თან 

მიწია

მისმა სიტყვებმა:

რას დაუშლიდით

ჰკითხეს

და

მიწაზე სიარულსო.......... 

1 comment:

hexe said...

oh es biurokratia
:D