Friday, April 24, 2009

კენჭ


ჩემი ქვები დავახარისხე ახლა
უკვე ისე მომრავლდნენ
რომ
მივხვდი
აუცილებელია რაიმე წარწერა გავუკეთო
რომ
ერთმანეთისგან გავარჩიო,
თოორემ...
ისე , ეს დიდი ხნის წინ უნდა მექნა
მააგრამ
ზარმაც ზარმაც დოს მარილი აკლია

კი არა და
ჩემი დის ძველი სკივრი კი არა და სამკაულების ჩასაწყობი ყუთი აღმოვაჩინე
რა თქმა უნდა უკითხავად
მივისაკუთრე
და
ჩემი ქვები
აწ უკვე დახარისხებულები
საცხოვრებლად იქ გადავიყვანე...
მანამ
სანამ
დაუბრუნდებიან
მშობიურ კერას....... )
ჰხოდა ამას რომ ვწერ ახლა
თავი სააკაშვილი მგონია
და
ქვები კიდევ დევნილები...: ))
მაგრამ არა
ჩემს ლაპარაკში სიმართლის მცირეოდენი ნაპერწკალი მაინცაა
მხოლოდ არ ვპირდები
ვაბრუნებ კიდევაც..
აი დღეს ორ ქვას დავაბრუნებ სამეგრელოში
კი არა და
ციხეგოჯში
უხარიათ ალბათ..
მერე რა რომ ქვები არიან... ქვას რა გული არ აქვს?
კხმ...
ჰხოდა ისა...
მთლიანობაში დაახლოებით 20 ადგილიდან წამოღებული ქვები აღმომაჩნდა
და
ერთჳ გასაღები..
მახსოვს,
ქოროღლიზე რომ ავედი
ქვა ვერ ვიპონე და გასაღები წამოვიღე
ჰხოდა დევს ახლა ეს გასაღები ამდენ ქვებში
წიწილებში იხვის ჭუკივით : ))
არადა უბრალოდ
იმის დაწერა მინდოდა
რომ
ამ ქვებში
ზოგიერთი მიყვარდება
მაგრამ
ვერ ვუმხელ

რატიანმა სთქუა
და
მეც
გავცოდნისდედავდი..........


პ.ს. ერთი უშვილძირო კენჭი ვიპოვნე...ვერაფრით ვიხსენებ საიდან წამოვიღე... ჰხუხ...
პ.ს.ს. რაც უფრო ბევრ ქვაკენჭს ვაგროვებ
მით უფრო ვსწავლობ
ქვების,
უფრო
სწორად
გა
ქვა
ვების
ფილოსოფიას......

2 comments:

პერწკლი said...

კარგი გოგო ხარ : )))
მე არაფერს არ ვაბრუნებ წამოღებულს : ((

ჰექსე said...

მე რა მაინტერესებს : ინტიგანი ჟურნალისტი:


რატო აბრუნებ თუ წამოიღე
უფრო სწორედ თუ წამოიღე რაღატო აბრუნებ
და რაღატო წამოიღე თუ უნდა დაგებრუნებინა
იყოს შენთან არ ჯობია?

( ან იქნებ იმიტომ წამოიღე რომ მერე დაგებრუნებინა? )
( მართალი ხარ მე ვინ მეკითხება? :user: )