Monday, November 8, 2010

კდსკდდაჯდჯაჯ

როგორც კი რაღაცის დაწერის სურვილი მიჩნდება,
მახსენდება, რომ ეს ერთხელ უკვე დავწერე და ვჩერდები...
არ მიყვარს ეს გამე2ებები და გამე3ებები და გაშენ2ებები
და
გაცოდნისდედავებები,
მაგრამ
ცხოვრება ხომ სულ მეორდება, მეორდება, მეორდება
წრეზე ბრუნავს დედამიწა
და
ესეც ხომ დავწერე ერთხელ
და
ესეც ხომ გამეორებაა
და
უკვე იმასაც ვიმეორებ, რომ ვიმეორებ :\
ჰხუხ
ჰხოდა მოკლედ არაფერი ახალი...
მობილური დავკარგე
არახალია ძველლია
კი არა და
მე-6 ედ
თუ
მე-7 ედ
ადრე თუ გვიან ყველა ნივთი დასაკარგადაა განწირული
და
რაღაცას რომ იძენ, იმავდროულად იცი, რომ დაკარგავ ოდესმე
ჰხოდა
ასე თუ ისე
შეგუებული ვიყავი
და
არ გამკვირვებია..
პირიქით, რატომღაც შვებითაც კი ამოვისუნთქე,
ალბათ იმიტომ, რომ დაკარგვის შიშმა მომენტალურად გამიარა
რაც დაკარგულია, იმას თავიდან ვერ დაკარგავ
ჰხოდა ასე...
რაც შეეხება ისეს, ჩემი ცხოვრება რომ ეპოქებად იყოფა, არც ეს არის ახალი..
მერამდენედ ვამბობ
თუ ვწერ
რა აზრი აქვს...
ჰხოდა რატომღაც ვიფიქრე, რომ
გარდატეხა გადმოტეხის წლების გარდა
ჩემს ცოვრებას ეპოქად
კიდევ
ადამიანები
ჰყოფენ
და
კიდევ
თმა ჰყოფს ჩემი
და
რაც არ უნდა მატერიალურად კი არა და ჰომოფაბერულად ჟღერდეს
კიდევ
მობილური ტელეფონები ყოფენ ჩემი ცხოვრების არც თუ ისე დიდ,
მაგრამ
ჩემთვის სამყაროს შექმნიდან მოყოლებულ პერიოდს
პატარპატარა მონაკვეთებად
კი არა და
ისტორიებად...
თუ ემოციები მართლა სახლდებიან სხვადასხვა სხეულიან საგნებში
მაშინ
ჩემი ემოციების დიდი ნაწილი მობილური ტელეფონების სხვადასხვაფრად
და
სხვადასხვამუსიკურად
და
სხვადასხვატექსტურად
სხეულდებიან
პირობითი სახელით სმს ებად
და......

მოკლედ, ისა...
სუნი მეცა გაზაფხულის, უცნაური ვიგრძენ ძალი
კი არა და
რაღაც ახალი....


მობილური მოკვდა, გაუმარჯოს მობილურს

: D