Tuesday, February 21, 2012

ნჰკჯბნკჯ

ორი დღის წინ 5 წლამდე ბავშვების სათამაშოების მაღაზიაში შევიარე
და
ვიყიდე სათამაშო ჩემთვის : )
საშუალო ზომის გამჭვირვალე ბურთია,
შიგნით ორი თევზი დაცურავს -  მწვანე და ლურჯი
და ერთი ყვითელი ბურთი გდია...
თევზები რომ ზემოთ არიან, ეს ყვითელი ბურთი ქვემოთაა
და
თევზები თუ ქვემოთ ჩადიან - ბურთი ზემოთ ამოდის...
კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი წვრილწვრილი ვარსკვლავებია ჩაყრილი
რომ აურევ  ფიფქებივით იფანტებიან...
სახლში რომ მოვედი, სათამაშო ხელიდან გამივარდა
და
ჰხოი საოცრებავ, განათდა : )
თურმე იმ პატარა ყვითელ ბურთში რაღაც განათებაა და ძლიერი დარტყმისას ნათდება...
მერე უფრო ლამაზი და საუცხოო ხდება თევზების ცურვა
და
ყვითელი ბურთის ტრიალი...


ვზივარ და ვფიქრობ: ყველაფერი პირობითია

რატომ?

თავადაც მიხვდებით ....



პ.ს
21 თებერვალი 2012 წელი

დღეს ერთმა 30-33 წლის ბიჭმა მამის გარდაცვალება გაიგო
და
ისეთი სახე ჰქონდა, მეგონა  ერთჯერადი პარკი გასკდათქო..
არადა არ უტირია...
საღამოს  ვისხედით და ვილაპარაკეთ მომავალ ქორწინებებზე და გაყრებზე..ერთდროულად...
გზაში მივხვდი, რომ ორი დღის წინ ნაყიდი  სათამაშო შემიყვარდა და ძნელად დავთმობდი.. არადა  ოდესღაც ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ არაფერს შევეჩვეოდი ისე, რომ მასთან განშორება გამჭირვებოდა...
მახსოვს და ვიკიდებ..
ეს რაღაც ახალია


3 comments:

Anonymous said...

romel saTamahoebis magaziaSHi iyide da sad?!....))))))

მე-ხათო said...

ჭიტაში, კანდელაკზე : D

Anonymous said...

vedzebdi bavshvistvis,gmadlob.:)