ორი დღის წინ 5 წლამდე ბავშვების სათამაშოების მაღაზიაში შევიარე
და
ვიყიდე სათამაშო ჩემთვის : )
საშუალო ზომის გამჭვირვალე ბურთია,
შიგნით ორი თევზი დაცურავს - მწვანე და ლურჯი
და ერთი ყვითელი ბურთი გდია...
თევზები რომ ზემოთ არიან, ეს ყვითელი ბურთი ქვემოთაა
და
თევზები თუ ქვემოთ ჩადიან - ბურთი ზემოთ ამოდის...
კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი წვრილწვრილი ვარსკვლავებია ჩაყრილი
რომ აურევ ფიფქებივით იფანტებიან...
სახლში რომ მოვედი, სათამაშო ხელიდან გამივარდა
და
ჰხოი საოცრებავ, განათდა : )
თურმე იმ პატარა ყვითელ ბურთში რაღაც განათებაა და ძლიერი დარტყმისას ნათდება...
მერე უფრო ლამაზი და საუცხოო ხდება თევზების ცურვა
და
ყვითელი ბურთის ტრიალი...
ვზივარ და ვფიქრობ: ყველაფერი პირობითია
რატომ?
თავადაც მიხვდებით ....
პ.ს
21 თებერვალი 2012 წელი
დღეს ერთმა 30-33 წლის ბიჭმა მამის გარდაცვალება გაიგო
და
ისეთი სახე ჰქონდა, მეგონა ერთჯერადი პარკი გასკდათქო..
არადა არ უტირია...
საღამოს ვისხედით და ვილაპარაკეთ მომავალ ქორწინებებზე და გაყრებზე..ერთდროულად...
გზაში მივხვდი, რომ ორი დღის წინ ნაყიდი სათამაშო შემიყვარდა და ძნელად დავთმობდი.. არადა ოდესღაც ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ არაფერს შევეჩვეოდი ისე, რომ მასთან განშორება გამჭირვებოდა...
მახსოვს და ვიკიდებ..
ეს რაღაც ახალია
ემზარ ჯგერენაია – სიცოცხლე მავნებელია ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლე იწვევს
სიკვდილს
-
(გიორგი კეკელიძე, „ახალი სიმღერები“, გამომცემლობა ინტელექტი, 2023) დიდი
პოეტი ტყეში ყველაზე მაღალ ხეს ჰგავს. მისი ჩრდილი ხშირად საზიანოა სხვა,
მეორე იარუსზ...
1 month ago
3 comments:
romel saTamahoebis magaziaSHi iyide da sad?!....))))))
ჭიტაში, კანდელაკზე : D
vedzebdi bavshvistvis,gmadlob.:)
Post a Comment