Monday, November 21, 2011

1

ამბავი იმისა თუ როგორი იყო ნეპალი
ანუ
ცხოვრება ერთდროულად წარსულში ანუჰხთ 1996 წელში, აწმყოში ანუჰხთ 2011 წელსა და მომავალში ანუჰხთ 2068 წელში.

და აი რატომ...

ნეპალში მოგზაურობაზე რომ ძალიან დიდი ხანია ვოცნებობდი, ამაზე იმდენჯერ დავწერე რომ რაღა აზრი აქვს გამეორებას... ჰხოდა ისიც ბევრჯერ ვახსენე, რომ ჩემი ამ დიდი ხნის ოცნების ჩამოყალიბებაში ტურაშვილის "კატმანდუმ" დიდი როლი ითამაშა... რამდენჯერ მაქვს წაკითხული ეს წიგნი ვინ მოსთვლის, თუმცა დროთა განმავლობაში მაინც მივიწყებას მიეცა წიგნის სიუჟეტი და მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი დამამახსოვრდა განსაკუთრებულად... აი მაგალითად ის, ტურაშვილი რომ წერდა თვითმფრინავში ერთ უსინათლო გოგოსთან ერთად ვიმგზავრეო და ნეპალში რომ ჩავედით, დაემხო და მიწას აკოცაო, მაშინ მივხვდი რომ ნეპალს დანახვა კი არა შეგრძნება უნდაო... ჰხოდა თითქოს ამ წიგნის ეკრანიზაცია მოხდა: ჩემთან ერთად თვითმფრინავში უსინათლო ტურისტი მგზავრობდა...და მიწაზე დამხობა არ მინახავს მაგრამ აღტაცება დაახლოებბით იგივე იყო : )  ტურაშვილის კატმანდი კიდევ ბევრჯერ გამახსენდა, განსაკუთრებით მაშინ როცა ათასობით წიგნის მაღაზიას მოვკრავდი ჰხოლმე თვალს, გადატენილს ყველა ჟანრის და ენის წიგნებით... ან კიდევ მაშინ, როცა საოცარად ქაოსურ ავტომოძრაობას ვუყურებდი და მეც, როგორც ტურაშვილს მიკვირდა რომ ამ სრულიად აბსურდულობის მიუხედავად, 2 კვირის მანძილზე ერთი ავარიაც კი არ მინახავს....ჰხოდა კიდევ მთავარი, ნეპალის მთებისა და გზებბის შემხედვარეს წარმოუდგენელია პარალელების გავლება არ მოგიხდეს საქართველოსთან...ძალიან ბევრჯერ იფიქრებ რომ გურია-აჭარის მაღალმთიანეთსი ხარ,ხანდახან ქობულეთში, ხანდახან ახალციხეში, ხანდახანაც ბორჯომში... მოკლედ, როგორც მივხვდი იმას შემდეგ რაც ტურაშვილმა "კატმანდუ" დაწერა,  ანუჰხთ 1996 წლიდან ნეპალში არაფერი შეცვლილა, ყოველი შემთხვევისთვის ტურისტისთვის შესამჩნევი...

მომავალში ყოფნას რაც შეეხება, ნეპალში სხვა წელთაღრიცხვაა,,, ზუსტად არ ვიცი რის მიხედვით აქვთ დაყოფილი წლები, მაგრამ როგორც გავიგე ჩვენი ორი წელი მათი 1 წელია... და ახლა ნეპალში 2068 წელია : ) მოკლედ მეეჭვება 2068 წელს რეალურად მოვეწსრო, თუმცა უკვე მოვესწარი : ))


ახლა თავად მოგზაურობას რაც შეეხება:
თბილისიდან შაბათ ღამეს გავემგზავრეთ მატარებლით ერევანში,. სომხეთში იმიტომ, რომ როცა ჩვენ ბილეთები ვიყიდეთ მაში ფლაი დუბაი საქართველოში ჯერ არ იყო შემოსული და ამიტომ გზის დაგრძელება მოგვიხდა... წავედით 12 ადამიანი, თუმცა ყველა მათგანს სხვადასხვა გეგმა  ჰქონდა და ამიტომ სამი ადამიანი ერთი კვირის მერე დაბრუნდა საქართველოში, 4 ორი კვირის და 5ნი ჯერ კიდევ იქ არიან : )).
მატარებელში აღვნიშნეთ ალექსის დაბდღე ერთი მთვრალი სომეხის დიალოგების ფონზე... უცნაური კაცი იყო, ძალიან წვრილი წელით და შარვალში ჩატანებული შავი როლინგით.. და ზომაზე მეტად მთვრალი...გვიყვებოდა რამდენი ფული აქვს და მაინც მატარებლით რომ დადის... ცოტა სომხური კონიაკი დავულიეთ და დავიძინეთ: )) ერევანში აქამდე ნამყოფი არ ვიყავი და ამიტომ ის 3 საათი, რა დროც გაფრენამდე გვქონდა დარჩენილი, ქალაქის დათვალიერებას შევწირეთ : D ნუ ერევნის შთაბეჭდილებები ცალკე თემაა... ლამაზ ნახატს რომ ცუდად გადმოიხატავ მაგას ჰგავდა ... ანუ თბილისის ცუდ ასლს : D..



გაფრენის დროის მოახლოებასთან ერთად თვითმფრინავის და ფრენის შიშის დოზები გაიზარდა :D ვიყიდეთ დუტი ფრიშში მარტინი და დავცალეთ შიშის დასაძლევად... ისე ერევანი ერთადერთი აეროპორტი იყო სადაც დალევის გამო არავინ გვეჩხუბა : D

მოკლედ ავფრინდით და გულმა დამიწყო ბრაგაბრუგი... სასმელმა უფრო ცუდად იმოქმედა, თავი მისკდებოდა და წნევა ხან ელვისებურად ეცემოდა ჰხან პირიქით, ყურებში სისხლის მოზღვავებას ვგრძნობდი... დროის გასაყვანად დავიწყე "სოფის სამყაროს" კითხვა,,, ეს წიგნი მგონი მილიარდჯერ წავიკითხე და მმაინც ისევ ეგ წავიღე ნეპალში : D  ჰხოდა მივფრინავთ ღრუბლებში, მივფრინავთ და უცბაშად შუა ღრუბლებში შენობა არ გაიჩითა?O_O თურმე დუბაიში ვყოფილვართ უკვე და მანდ ჰხომ ყველაზე მაღალი შენობებია... ჰხოდა შოკი იყო, ადამიანის შესაძლებლობების ზედა ზღვარი ღრუბლებს ზემოთ...



მოკლედ, როგორც იქნა დავფრინდით დუბაიში, მაგრამ რა... გარეთ ჩვენ ვერ გავდიოდით და ვერაფერი.... აეროპორტში უნდა გავჩერებულიყავით 22 საათი :\. ჰხოდა შევედი სატრანზიტო განყოფილებაში და გავიჭერი პირველი და მივედი კონტროლიორთან თუ რაც ჰქვია, აეროპორტის თანამშრომელთან, რომელსაც შესვლის ბეჭედი უნდა ჩაერტყა და უკან რიგი დგას მთელიბ თვითმფრინავის ხალხის.. ჰხოდა ეს კონტროლიორი ბიჭი დაჰყურებს ამ ჩემს პასპორტს და არც ბეჭედს მირტყამს და არც მიშვებს... ვაჰ, ვიფიქრე მიცნეს რომ საშიში პიროვნება ვარ, ინტერპოლით ძებნილიმეთქი : Dრიგში ხალხი აჩოჩქოლდა რას აკეთებს ამდენ ხანსო და ჩემს უკან მდგარმა სომეხმა ქალმა, რომელიც თურმე არაბეთში ყოფილა გათხოვილი, ჰკითხა რა ხდება მშვიდობააო და იმ ბიჭმაც რომ ნახა თავისი ენის მცოდნე ადამიანი, ჩემზე ეუბნება ჰკითხე აბა ცოლად თუ გამომყვება, ოღონდ 1 უკვე მყავს და მეორე ცოლადო :D :D ნუ გავიღიმე, სხვა რა მექნა და იმან კიდევ სერიოზულად ვამბობ, მერე რა რომ ქრისტიანი ხარ, მუსულმანობის მიღებას რა უნდაო :] ჰხოდა ძლივს დავიბრუნე ჩემი პასპორტი და გავათავისუფლე რიგი, მადლობა გადავუხადე შემოთავაზებისთვის და დავპირდი დავფიქრდებითქო :D თან ვფიქრობ , ვაჰხთ ეს არაბები ასეთი რა ხუმარა ხალხია მეთქი და შევედი იმ განყოფილებაში, სადაც უნდა გამეტარებინა მთელი 22 საატი... შევედი და უცბაშად გადაიშალა მტელი სანახაობა,,.,, მილიარდი გაბღენძილი თეთრ ანაფორაში ჩაცმული ღიპიანი არაბი თანხმლები 5-5 მთლიანად გადაჩადრული ცოლებოთ :შ
ჰხოდა ჩემი წითელი თმის შემხედვარეს კინაღამ შემრცხვა : D მერე იყო  ყველაზე კოშმარული 22 საათი ჩემს ცხოვრებაში :შ დუბაის აეროპორტში მდგარი სკამები არც დაწოლის საშუაკებას გაძკლევდა, არც დაჯდომის.... ყოველ წამს მილიარდი ადამიანი მიფრინავდა და მოფრინავდა და მოკლედ გადავიქანცეთ... მეგონა არასდროს დასრულდებოდა ეს 22 საათი , მაგრამ დასრულდა :D ჰხოდა კოშმარული ღამის მერე როგორც იქნა გათენდა და ისევ თვითმფრინავი, ისევ გულის ძგერები და ისევ ფრენაფრენაფრენა და ისევ ღრუბლები... ჰხოდა უცბაშად ისევ ამ ღრუბლებში ვხედავ რაღაცას,,, კიდევ უფრო მაღალს და კიდევ უფრო გრანდიოზულს, ვიდრე დუბაიში და თურმე ჰიმალაი არ ყოფილა?:)
თითქმის თვითმფრინავის სიმაღლეზე ამოზრდილი მთები საოცარი სანახავი იყო...  ჰხოდა თანდათან მიწა მოახლოვდა და თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო და ის ის იყო უნდა დამჯდარიყო აეროპორტში, რომ უცბაშად პილოტი აცხადებს, სხვა თვითმფრინავს გაფრენა დაგიანებია და მეორე საფრენი ბილიკი არ არსებობს და ვერ დავსხდებით სანამ ის არ გაფრინდებაო :|ავფრინდით ისევ მაღლდა და დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე დავფრინავდით წინ და უკან.. აი მაშინ კი მივხვდი რა ქვეყანაშიც მივდიოდით : D მოკლედ, როგორც იქნა ეღირსა აფრენა იმ თვითმფრინავს და დავსხედით კი არა დავებრეგვეთ კატმანდუს ასფალტზე : D  ჰხოდა აქედან დაიწყო სასწაული... არა, სასწაული სხვა სიტყვაა: გაოცება უფრო უხდება... შედიხარ კატმანდუს აეროპორტში, რომელიც ძალიან ჰგავს თბილისის გასასვლელთან მდგარ მაზუთიან ვულკანიზაციებს და დაჭანგულ შენობაში ზის ორი კაცი... თავისთვის ზის მაგიდასთან... რა კომპიუტერი, რა ჩოთქი... უბრალოდ პასტა და ფურცელი ... ზის და იწერს სახელს და გვარებს ვინ შევიდა და ვინ გამოვიდა... : D

გამოვედით აეროპორტიდან, სადაც წესით ჩვენი სასტუმროს წარმომადგენელი უნდა დაგვხვედროდა ტაქსით.. ჰხო აი ახლა თქვენ ტაქსზე რა ასოციაცია გაგიჩნდათ,  ტაქსის ჰხო ? : ))
გამოვედით და გვხვდება მილიარდი უპატარავესი ადამიანი თავიანნთზე უფრო პატარა მანქანებით,,., ასეთი მანქანები აქამდე არასდროს მქონდა ნანახი, ეტყობა სპეციალურად მათთვის მზადდეება... ყველაფერი ძალიან პატარაა და ვიწროა, სამი კაცი ძლივს ჩავეტენეთ და დაიწყო და რა დაიწყო...  ნეპალში მოძრავ ყველა მანქანას საჭე მარჯვნივ აქვს და მოძრაობს  მარცხნივ კი არა და მოკლედ იმის საპირისპიროდ ვიდრე საქართველოში.. გზები და ქუჩები როგორც ვთქვი, არის უუუუუუვიზროვესი და ამ სივიწროვეში დადის 10 მანქანა და 10000 სკუტერი... და ყველა სხვადასხვა მიმართულებით , ყველაფერი ერთმანეთში არეული და აზელილი... არანაირი შუქნიშანი,,, აი ის ის არის იფიქრებ, მორჩა შემასკდა ეს მანქანა ამ ამ სკუტერს დავეჯახეო რომ ყველაფერი კარგადაა... უფრო რთულადაა საქმე, თუ ფეხით გიხდება ქუჩაში გავლა, ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი არ არსებობს, ყველა მხრიდან რაღაც გეჯახება, აი ის ის არის უნდა გადაგიარონ რომ სასწაულებრივად ცოცხალი ხარ... მოკლედ სიტყვა "ქაოსი" ყველაზე კარგად ასახავს კატმანდუს ქუჩებს...


სასტუმრო დაჯავშნული გვქონდა ინტერნეტით, მაგრამ აღმოჩნდა რომ რაც დავჯავშნეთ იმის ნახვლად სხვაგან გვიწევდა გაჩერება, რადგან დაჯავშნის მიუხედავად, იმ სასტუმროში ადგილები აღარ იყო... როგორც მივხვდით, კატმანდუში ასეთი რაღაცეები ხშირად ხდება და ამიტომ შეწინააღნმდეგებას აზრი არ ჰქონდა... შევედით ოთახებში და საწოლებზე აშკარად თეთრეულის ნაცვლად შავეულია გადაფარებული... ვაჰხთ, გავგიჟდით,... დავუძახეთ მომსახურე პერსონალს და მოვითქოვეთ თეთრეულის გამოცვლა.. ჯერ გაუკვირდა რას ერჩითო და მერე გამოგვიტანა ისეთი შავზე უფრო შავეული რომ ....


დაღლის მიუხდედავად რა თქმა უნდა მაშინვე გავცვივდით კატმანდის ქუჩებში.. უკვე სიბნელე იყო და ჩვენს ვერ ვერკვეოდით სად უნდა გაგვევლო... პირველივე შემხვედრმა ყურთან ჰშჰშო ჩაგვჩურჩულა და ჯერ ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მეორე კიდე რომ განმერდა და კიდევ და კიდევ და კიდევ მივხვდით ჰაშიშს გვთავაზობდნენ... ნეპალელებისთვის ეს სტუმრის ყველაზე დიდ პატივისცემად ითვლება..

90 წლების ვაგზალი გახსოვთ? აი ტალახში აზელილი ნაგავი.... ჰხოდა თურმე მაშინ დიდ სისუფთავეში ვცხოვრობდით და არ ვიცოდით : )) კატმანდუს ქუჩების შემხედვარეს სხვა აზრი არ გაგიჩნდება... როგორც იქნა ვიპოვნეთ რაღაც ბარის მაგვარი, შევედით ლუდის დასალევად და მიუხედავად მაგარი ბანძი ლუდისა მაინც დავიწყეთ ნეპალში ჩამოსვლის აღნიშვნა.. მაგრამ ვინ გვაცალა... უცბაშად ატყდა ბარში ალიაქოთ ჩქარა 12 საათი ხდება დაცალეთ ბარიო... ჯერ ვერ მივხვდით რა ხდებოდა და მერე უშველებელ მაკაროვიან სამხედროებს რომ მოვკარით თვალი, მიხვდით ნეპალსი სხვა ცხოვრებაა.. 12 საათის მერე ყველაფერი დაკეტილი უნდა იყოს... გამოვედით ქუჩასი და ყველა შენობიდან გამოძევებული ხალხი გამორბოდა : )) მოკლედ, ღამე გავეხვიე საკუთარ ტანსაცმელში ისე რომ არ შემხებოდა ჭუჭყიანინ თეთრეული და ვიფიქრე: ხათო, მოგწონს ეს ყველაფერი ?? და პასუხი ვერ მივიღე.... აშკარად გადაოცებული ვიყავი... უბრალოდ გაოცებული : )

გათენდა მზიანი დღე : ) ჰხოდა რადგანაც არანაირი გეგმა არ გაგვაჩნდა რა უნდა გვენახა და როდის და რანაიერად, ავიღეთ რუკა და დავხედეთ წითლად მონიშნულ ადგილებს, რომლის უნახაობაც სულ რომ არაფერი ცოდვა იქნებოდა : D  დღისით მოძრაბა იყო გაასმაგებული ანუჰხთ ქაოსი კუბში, მაგრამ წინა ღამით სადღაც გამქრალი მაღაზიები დაგხვდა გაღებული და ყველა კუთხე კუნჭულში რაღაცეები ბრყინავდა  : D ძირითადად სამკაულები და შალები, ნაქსოვი ჭრელაჭრულა ქუდები, ბუდა შავი, ბუდა ლურჯი, ბუდა მწვანე ( მწუანე ვიყიდე:პ), რკინის ნაკეთობები, ჩანთები,ყველაფერი რაც კი შეიძლება მთაში მოსიარულე ადამიანს დასჭირდეს, სრული აღჭურვილობა, წიგნები და საკანცელარიო ნივთები, იქვე მთებად დახვავებული გაპუტული ქათმები რომლებსაც ეხვეოდა მილიარდი ბუზი, და უამრავი ადამიანი, უფერადესი ტანსაცმლით, წითელი, ყვითელი, მწვანე ალისფერი იასამნისფერი.... მანქანები მანქანები, სკუტერები რაქშები, ტაქსები... სიგნალები,.... მოკლედ აურზაური სალხინეთში...


ჰხოდა დავსხედით რაქშაზე და წავედით მაიმუნების მდელოსკენ... ეს არის კატმანდუს ცენტრში, შემაღლებულა დგილზე მდგარი ბუდისტური ტაძარი... მაიმუნების იმიტომ ჰქვია რომ მილიარდი მაიმუნი დახტუნაობს გარშემო... სხვა ბუდისტური ტაძრებისგან სწორედ ამით გამოირჩევა... პირველად საყვარელი სანახავი იყო ერთი მაიმუნი, ორ მაიმუნსაც არაუშავდა, სამსაც, ოთხსაც....მარა უკვე 10-20 მაიმუნი ერთად აღარ იყო კარგი სანახავი, მითუმეტეს თუ აცრა გაკეთებული არ გაქვს და შესაძლოა რომელიმე დაავადებულმა მაიმუნმა დაგკაწროს და მერე დაემშვიდობე კატმანდუსაც და ტბილისსაც... ჰხოდა ამ  ფიქრებში ვიყავი და თან პეპსის ვსვამდი რომ უცბაშად გადმოხტა ერთი მაიმუნი მაიმუნი და გამომგლიჯა ხელიდან ჩემი პეპსი და დამილია :შ

ჰხოდა მეორე აუცილებლად სანახავი ადგილი იყო პატანი... თვითონ კატმანდუში კიდევ ორი ქალაქია პატანი და ბახტაპური.. ანუ ქალაქი ქალაქში : ) ჰხოდა ამ პატანში არის დურბარ სქვერი და უძველესი ლამაზი შენობები... შეიძლება ლამაზი იმიტომაა რომ ძველია, ყოველ შემთხვევაში ისტორია ნამდვილად ალამაზებს ამ ადგილს : ) ჰხოდა პატანში გვყავდა ერთი სიმპატიური გიდი, რომელმაც ყველა შენობა აგვიხსნა დეტალურად... მერე შეგვიყვანა ერთერთ მაღაზიაში და მედიტაციური მეთოდების ჩვენზე გამოცდა დაიწყეს - დაახურეს რკინის ჯამი ერთ-ერთ ჩვენგანს და ურტყეს რაღაც ჯოხი და ჰხომ განიკურნე თავის ტკივილისგანო : შ


ნეპალში 6 საათზე უკვე კარგად სიბნელე იყო, ამიტომ სხვა აუცილებლადსანახავი ადგილები მეორე დღისთვის გადავდეთ, სამაგიეროდ თვითონ კატმანდუში აღმოვაჩინეთ ტურისტებისთვის განკუთვილი ქუჩები, განათებებით და უამრავი ბარებით და ცოცხალი მუსიკით/// ჰხოდა ერთი ბარი იყო განსაკუთრებით საყვარელი : ტომი და ჯერი ერქვა : )) ვსვით რომი და ვუსმინეთ მუსიკას და ღამე კიდევე რთხელ რომ ვკითხე საკუთარ თავს, ჰხათო, მოგწონს აქაურობამეთქი? უკვე გაეღიმა და მგონი კიო : ))

მეორე დილაც ისეთივე მზიანი იყო და ხალისიანი.. ამ დღეს განსაკუთერბით ველოდი, რადგან  ერთ-ერთი მტავარი რისთვისაც ნეპალში წასვლა მინდოდა პაშუპატინატის ნახვა იყო : ) პირველად პაშუპატინატი ეს სახელი მაშინ გავიგე გოოგლე ში რომ დავსერჩე პატაპუტინამეთქი და გოოგლმა მკითხა შემტხვევით პაშუპატინატი ჰხომ არ გინდაო : )) ჰხოდა მაშინ გული დამწყდა პატაპუტინას ნაცვლად პაშუპატინატი რომ არ დავირქვი : D მოკლედ, ეს არის დიდი ბუდისტური ტაძარი, სადაც ხდება კრემაცია...
მოჰყავთ იმ დღეს გარდაცვლილები და ბედნიერი სახეებით წვავენ ... ძალიან მინდოდა ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა და თან არ ვიცოდი რამდენად გავუძლებდი ან საერთოდ რა ემოციას გამოიწვევდა ჩემში ცეცხლწაკიდებული ადამიამების ხილვა... პირველი რაც პაშუპატინატში შესვლისას იგრძნობოდა, იყო სუნი: დამწვრის :\ ენთო დაახლოებით 15 კოცონი და ამ კოცონების შემხედვარე ვერაფრით მიხვდებოდი რომ ამ ცეცხლში ადამიანი იწვოდა... მერე დავინახე როგორ მოასვენეს იქვე ახლად გარდაცვლილი ადამიანი და ვიფიქრე ამას მაინც ვუყურებ როგორ დაწვავენთქო...

პროცედურა საკმაოდ დიდხანს გრძXელდება, ჯერ მდინარეში განბანეს მიცვალებული, მერე მოაყარეს რაღაც ყვითელი ყვავილები და დაასვენეს  კოცონისთვის გამზადებულ კოცონზე... როგორც მივხვდი ცეცხლის დანთების პატივი ოჯახის წევრს აქვს... ჰხოდა მოუკიდეს ცეცხლი... ჰხოდა რომ აგიზგიზდა კოცონი მერე მესაფლავემ თუ არ ვიცი რა ჰქვია ამ პორფესიის ადამიანს იქ, ანუ ვისაც ევალება მთლიანად დაიფერფლოს მიცვასლებული, ამოურია დიდი ჯოხით ამ კოცონს და უცბაშად ნახევრად დამწვარი ფეხი გაიჩხირა ჰაერში :შ :შ ... მერე ფერფლი ჩაყარეს მდინარეში და იმ ახლობელმა პირი დაიბანა იმავე მდინარეში და დაიშალნენ ყველანი ბედნიერი სახეებით :შ

ჰხოდა მიცვალებული ყველგან მიცვალებულია და ცეცხლში დაწვისგან ალბათ არც არაფრით განსხვავდება მიწაში დაფვლა...

მეოთხე გაჩერება იყო ბუდა... ყველაზე დიდი  ტაძარი ბუდასი ... უშველებელი მრგვალი თეთრი შენობა გარშემრტყმული ბზრიალა რგოლებით  .. რა შუაშია ბუდიზმი, უბრალოდ სიამოვნებით დავატრიალე ყველა გორგოლაჭი... ბუდისტებს სჯერათ რომ თუ ყველა მათგანს დააატრიალებენ რასაც ჩაიფიქრებენ აუსრულდებათ : )... ჰხოდა გარშემო იყო უამრავი მტრედი და ბუდისტურ ტანსაცმელში გამოწყობილი მომლოცველები, რომელთაგან განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ერთი... უცნაურად მშვიდი სახითა და საოცარი კისრით : )

სასტუმროში დაბრუნებულებმა გადავწყვიტეთ კატმანდი იმავე დღეს დაგვეტოვებინა და პოხარაში გადავსახლებულიყავით : ) ვიქირავეთ სამარშუტო და გავუდექით 6 საათიან მიხვეულ მოხვეულ დახვეულ გზას... პოხარაში იწყება სხვა ნეპალური ეპოქა...
ჰხოდა ამ ეპოქაზე მერე მოვყვები : ))

4 comments:

Anonymous said...

erti amosunTqvit wvikitxe, titkos me viyavi iq:)) iseve ikitxeba rogorc turaSvilis ,,katmandu" emociebit da tavdaviwyebit:))
veldoebi gagrdzelebas<3

AKH said...

ai sheni nepaluri musikis tanxlebit cavikitxe axla da ai zaaan magaria!

Toma said...

sityvebi ar maqvs
super!

Anonymous said...

რადგან ნეპალელები ტვირთს შუბლით ატარებენ ასეთი კისერი მგონი ამიტომ უნდა ქონდეს... ეგ ალბათ შერპია