Saturday, November 5, 2011

ყიოჰკლჰნკლ

ოდესმე თუ მეტყვიან, როგორ აღმოჩნდი ნეპალშიო
მე დავიწყებ გრძელი ისტორიის მოყოლას...


.... ცხელზეცხელი აგვისტოს დღე იყო.. დღე არა, საღამო... ქეთი ახალი ჩამოსული იყო ნორვეგიიდან და მეგობრების უმრავლესობა ჯერ ნანახი არ ჰყავდა... ჰხოდა ალექსმაც მაგ დროს დარეკა და გვითხრა ამოდით საღამოს, ეზოში სიგრილე იქნება, დავსხდეთ და ლუდი დავლიოთო..  მაგაზე უკეთესი შემოთავაზება იმ დროს ბუნებაში არ არსებობდა.. ვიყიდეთ ლუდი და ავედით..
ქეთიმ მოყვა ამბები, აქეთური, იქეთური.. როგორ იფრინა, სად იყო რა ნახა... კრუიზი განსაკუთრებით მომეწონაო და ისე როგორ უნდა იყოს, რომ ერთხელ ასეთ თავგადასავლებში მეგობრები ერთად არ აღმოვჩნდეთო.....
 ყველამ ერთხმად ამოვიოხრეთ და დავიწყეთ 20ნება სად შეიძლება წავსულიყავით ერთად... მე ვთქვი, რომ ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ჩრდილოეთის ციალის ნახვაა, მაგრამ ეგ დაახლოებით ისეთივე ოცნებათაგანია, როგორც მარსზე გაფრენა...
რიგით მეორე  ნეპალი/ტიბეტი იყო.....
მანდ მოხვედრა ჯერ კიდევ მაშინ გვინდოდა ყველას 1 თუ მეორე კურსზე რომ ვიყავით და რომ დავსხდებოდით საღამოობით და ვლაპარაკობდით მომავალზე... ჰხო, მაშინ ვამბობდით, რომ დიდები რომ გავიუზრდებით და ჩვენჩვენი ოჯახები გვექნება, წელიწადში ერთხელ განტვირთვის კვირეულს მოვაწყობთ და ქმრებს გავუშვებთ ამერიკაში, როგორც ყველაზე ბანძ ქვეყანაში და ჩვენ კი წავალთ ნეპალში და გვექნება უუუუუუუმაგრესი თავგადასავლები : ))
ჰხოდა ამ 20ნებით აღფრთოვანებულმა ჩემი პირველი მეილიც ტიბბეტი@ყაჰოო.ცომ ზე დავარეგისტრიტე :) ორი ბ იმიმტომ რომ "ტიბეტი" უკვე დაკავებული იყო, თან ტიბბეტი თურმე იმ  მფრინავს ერქვა დედამისის სახელი რომ დაარქვა თვითმფრინავს, აფრინდა და ატომური ბომბები დააყარა თავზე იაპონიას...

ჰხოდა  ამ 20ნება/გახსენებაში ვიყავით, როცა ალექსმა და ნინომ თქვეს, არადა რა უნდა ნეპალში წასვლასო, მე ვუთხარი რა უნდა და დაახლოებით 2000 დოლარიმეთქი.. ალექსს გაეცინა, გინდა დაგენიძლავო რომ 800$ -ად ნეპალში წახვალო? არ დავუჯერე.. ჰხოდა გახსნა ფანჯარა ნეტში და მაჩვენა ბილეთის ფასები.. ჰხოდა ავჟიტირდით, ავჟიტირდით იიისე როომ... ისა... ნუ ლუდმაც თავისი როლი შეასრულა რა თქმა უნდა .. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ბილეთები ვიყიდეთ და მერე გავაცნობიერეთ რომ ვააუჰხთ ჩვენ, მეგორები ყველა ერთად მივდივართ ( ნუ ყველა არა მარა მიანც :შ ) მივდივართ და თან სად... ნეპალში : ) ჩვენს 20ნებაში : )
ასე გავიდა 67 დღე ბილეთის ყიდვიდან : )
ახლა ვუმზერ უშველებ გატენილ ჩანთას, რომელსაც სულ რაღაც 6 საათში ზურგზე მოვიკიდებ, ვახსენებ ღმერთს და გავუყვები გზას ა...  წინ წარსულში : ) თავგადასავლებისკენ... : )



2 comments:

Jack said...

dzalian saintereso mogzauroba gamogivida, yochag! shegidzlia mitxra sul ramdeni $ dagexarja? :)

Jack said...

dzalian saintereso mogzauroba gamogivida, yochag! shegidzlia mitxra sul ramdeni $ dagexarja? :)