Saturday, July 30, 2011

ტურეოჯ

სინას მთაზე ამსვლელი ათასობით ადამიანიდან
ყოველი მეორე გიდს ერთსა და იმავეს ეკითხებოდა
"აბა რომელ ადგილას გამოეცხადა მოსეს უფალი და დაწერა 10 მცნება"ო
ჰხალხის უმრავლესობა ჩემი ჩათვლით, კონკრეტულად იმ ადგილის სანახავად ვიყავით მისული...

გიდმა გვითხრა, არავინ იცის სად მოხდა ეს
ცხადია რომ სადღაც აქ,
ამიტომ ყურადღებით იყავით, ყური დაუგდეთ საკუთარ გულს
და
სადმე, რომელიმე ადგილას, თქვენვე მიხვდებით სად იყო ეს ამბავი ო
2-3 საათიანი ასავლელი გზა ერთი და იგივე პეიზაჟისაგან შედგებოდა
ერთნაირი კლდეებით და ქვებით
არაფრით განსხვავებული ერთმანეთისგან....
არაფერი ისეთი ნიშანი რომ მიმხვდარიყავი იქ არა, აქ ო..
სხვა რა გზა მქონდა
დავუგდე ყური საკუთარ თავს
და
ცოტა ვიარე თუ ბევრი ვიარე
ერთ სხვისგან არაფრით განსხვავებულ ადგილას გავჩერდი და ვთქვი რომ ალბათ აქ იყომეთქი...

ჰხოდა ახლაც მიყურადებული ვარ
ერთმანეთუსგან არაფრით განსხვავებულ დღეებში ველოდები ჩემი თავი როდის მეტყვის ეს სწორედ ის დღეა ო...


ჯერჯერობით დუმს...

No comments: