Thursday, March 24, 2011

უყტდცჯკჯლმნტა


ერთ დღეს მე და ჩემმა თავმა ვიჩხუბეთ
ჰხო ავდექით და ვიჩხუბეთ
თან ძალიან ძალიან ძალიან
დაუნდობლად
ვიჩხუბეთ
და
გაგიკვირდება და მოვერიე...
მეც გამიკვირდა
რადგან აქამდე როგორც წესი, ჩემი თავი მეორეოდა
და
მერე იჯდა მთელ დღეს და მიკითხავდა დემაგოგიურ ლექციებს
და
მეუბნებოდა, რომ ისაო...
შენ ისაო და ესაო
და
იმდენჯერ მითხრა
იმდენჯერ
იმდენჯერ
იმდენჯერ
და ისე დამაჯერა, რომ მე მას ვერასდროს მოვერეოდი
რომ
ერთ დღესაც გავბრაზდი და
დავუწყე ჩხუბი
და
ვიჩხუბეთ, ვიჩხუბეთ, ვიჩხუბეთ
და
მოვერიე...
ჰხოდა ერთ ხანს კი დამყავდა მერე ხელში აყვანილი ჩემი თავი
მაგრამ
სადამდე უნდა მეტარებინა
მეც ხომ ადამიანი ვარ
დავიღალე
არადა უკვე არაფერში მჭირდებოდა
და
გამოგიტყდებით და ისა...
ავდექი და გადავაგდე..
აბა მაინც ნერვებს მიშლიდა და რა უნდა მექნა ვაჰხთ...
არა კი არ გადავაგდე
მე მოვდიოდი ერთ დღეს
აც
და
მივხვდი რომ აღარ შემეძლო ჩემი თავის ხელში აყვანა და ტარება
და
დავსვი უცხო ქუჩის უცხო კუთხეში და მივატოვე..
ჰხოდა უნდა გითხრათ რომ დავისვენე..
რა კარგი ყოფილა
ვიღაცა რომ ტვინს არ გიბურღავს განუწყვეტლივ
ამოვისუნთქე ძლივს
და
ასე ამოსუნთქული დავდივარ აგერ უკვე რა ხანია
მაგრამ ისა...
არ ვიცი რატომ და რისთვის, მაგრამ
უცბაშად
დღეს მომენატრა...
დღეს კი არა პრინციპში უკვე დიდი ხანია
მაგრამ მაგას ხომ არ ვიტყოდი
მომენატრა ჩემი მიტოვებული თავი მეთქი,
მაგრამ\
მერე ძალიან რომ შEმაწუხა ამ მოენატრებამ,
ჯანდაბას მეთქი, რაც არის არის...
ამ ერთხელ მინც ვნახავმეთქი
და
მოვძებნე
და ვიპოვნე
და
გაბუტულია...
ხმას არ მცემს... :\
არა, კი არ ვადანაშაულებ, მაგის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი
უბრალოდ ისა....
ყველაზე ცუდი ისაა, რომ მეც არ ვიცი რაზე ველაპარაკო...
აი უკვე ორი დღეს ვზივარ და შევყურებ და ველოდები როდის იტყვის რამეს..
ლაპარაკი კიდევ, იცოცხლე, უყვარს...
ჰხოდა მითუმეტეს მიკვირს როგორ სძლებს ამდენ საათს ჩუმად...

არადა დრო იყო, ხელს ჩავჭიდებდი ჰხოლმდე და ვასეირნებდი და ვაბოდიალებდი ჰხან სად ჰხან სად
მომენატრა....
და იძულებული ვარ
ისევ მე ვუთხრა პირველი
თავო ჩემო
შემირიგდი
და
მეჩემთავმეგობრე რა...

შენ ჰხომ არ იცი, რამდენი ამბავი დამიგროვდა მოსაყოლი....


1 comment:

ნილიკი said...

mec momenatra sheni tavi, da chemi tavic momenatra.. menatrebaxolme shigadashig roca maxsendeba (chemitavi):* shen tavs da chem tavsac:*