Monday, October 4, 2010

ჰდასდასჰდცასჰ


ღამეა

ცოტაც და... ვიტყვი

შუაღამეა....

ისევ სურდო მაქვს.....

შევეგუე, რომ სურდო სულ მაქვს

შევეგუე, მაგრამ ვერ შევეჩვიე...

საერთოდ, პირიქით ხდება ხოლმე,

ვეჩვევი, მაგრამ ვერ ვეგუები..

თანამამრავლთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება


ჰხოდა რა მქნიშვნელობა აქვს...

მოკლედ, ღამეა...

ღამეში კი თვალგახელილსაც შეგიძლია ნახო სიზმრები...

ჰხოდა, მიყოლებით შემოდის კადრები ჩემს ჯერ კიდევ მხედველობაჯერსულმთლადარდაქვეითებულ თვალებში..

კადრების თემატიკა დაახლოებოთ ასეთია

გუშინ ამ დროს

1 კვირის წინ ამ დროს

1 თვის წინ ამ დროს

1 წლის წინ ამ დროს...

გუშინ მოვიბანავე...

ანუჰხთ

მოვიტაოვე

ანუჰხთ

გადავსაზღვარდი

და

კიდევ ერთხელ გამეღიმა ადამიანის მიერ მოგონილ სასაცილო რაღაცეებზე...

გზა არც იმდენად დიდი და დამღლელი იყო, რომ ძილისგან დავღლილიყავი

არც იმდენად პატარა, რომ იმაზე ფიქრი არ მომესწრო,

თუ

რატომ...

მოკლედ, რატომ ხომ ფიქრის სათავეა

ჰხოდა

რატომ....

11:30 სთ

ვამბობ - გვახსოვდეს სიკვდილი
ვამბობ

და

შესაბამისად, ვფიქრობ

რატომ

რატომ უნდა გვახსოვდეს სიკვდილი...

არ ვიცი..
სამაგიეროდ, ვიცი, რომ

თურმე მართლა შესაძლებელი ყოფილა

დილით მიხვიდე სამსახურში

იმუშაო

იმუAშაო

იმუშაო

დაიღალო

ძალიან დაიღალო

ძალიან ძალიან დაიღალო


წახვიდე სახლში

და

მეორე დღეს აღარ მიხვიდე სამსახურში

მხოლოდ იმიტომ, რომ

მოკვდი...

მერე

იწვები შენთვის ოთახის შუაგულში მშუიდად

მოვლენ ის ადამიანები,

და

შენ გაიფიქრებ, რომ წინა დღეს სწორედ ამ დროს

ამ ადამიანებმა დაგღალეს..

მერე გაივლის კიდევ ცოტა დრო

და

იფიქრებ, რომ

ერთი კვირის წინ ამ დროს

სულაც არ ვიყავი ასეთი ფერიო

გაივლის 1 წელი

და

გაიფიქრებ, რომ

გასულ წელს ამ დროს

სულაც ვერ ვგრძნობდი ჩემში მიწას

ო..

მოკლედ, როგორცაა...


ზოგჯერ მგონია, რომ

5 წლამდე ბავშვებს უყვებიან ზღაპრებს

და

5 წლის შემდეგ ცხოვრებმა ერთ დროს ბავშვებს უმტკიცებს, რომ

რაც მანამდე წაუკითხეს

სინამდვილეა...



როგორ შეიძლება ერთ დროს იყო გრანდიოზული შენობა

და

ახლა იყო უბრალო ქვა?


როგორ შეიძლება და ასე შეიძლება...


ნეტავ რას იფიქრებს 10 საუკუნის შემდგომი ადამიანი

როცა

ამ ადგილას მოვა

სადაც ახლა მე ვზივარ

და

სურდოსგან გადაწითლებული ცხვირით ვცდილობ

ვისუნთქო ჰხაერი,

მოვა და დაათვალიერებს ამ შენობისგან დარჩენილ ქვების გორაკებს?




შუაღამეს უკლია 10 წუთი


სისულელე კი შესაძლოა იყოს იმაზე უფრო დიდი სისულელე, ვიდრე სისულელეა....