Saturday, September 6, 2008

ადამიანი მოვიდა შენთან


და ჩაგეხუტა...პური ჩამოდო მაგიდაზე, გამოიარა რაღაც მანძილი,მოვიდა შენთან, ჩამოგისვა სულზე ცოცხი და ჩაგეხუტა...ადამიანი მოვიდა შენთან... მანამდე პურის მაღაზიაში იყიდა პური, გამოვიდა დილის ქუჩაში,გადმოჭრა ქუჩა, მოვიდა შენთან,ჩამოგისვა შუბლზე სიზმარი და ჩაგეხუტა...ადამიანი მოვიდა შენთან.. თვალი ჰქონდა პატიოსანი დაპური თბილი...ის გამოაცხო ცხელ თონეში, წიფლის შეშაზე,მერე ხელის წვით ამოიღო, გამოიქცა ალიონისმშვიდ სიგრილეში, მოარბენინა შენს მაგიდამდე,ყვავილების ქოთანსა და მაწვნის ქილას შორის ჩამოდო,მოვიდა შენთან, ჩამოგისვა გულზე ფქვილი და ჩაგეხუტა...ადამიანი მოვიდა შენთან... მანამდე, წინდღით,მოიკიდა ზურგზე ტომარა, წისქვილს წავიდადოლაბების სამზერლად და წყლის ჩხრიალის მოსასმენად,ხორბალი კი ჩამოიფქვა, როგორც იყო ძველი წესიდა რიჟრაჟზე მეწისქვილეს დაუქნია ხელი კაცმა,წამოვიდა შენი სახლისკენ, გზად ლავაში გამოაცხო,მოვიდა და ჩამოგიდო მაგიდაზე,ჩამოგისვა ტუჩზე სითბო და ჩაგეხუტა...ადამიანი მოვიდა შენთან... შორეული ყანებიდანნამღერი და ნაჯაფარი მოვიდა შენთან...არაფერი მოჰყოლია სიმდიდრე ბევრი...მხოლოდ ერთი თბილი პური...ის ჩამოდო მაგიდაზე, მოვიდა შენთან,ჩამოგისვა მიწა ცაზე და ჩაგეხუტა...ადამიანი მოვიდა შენთან... ნაბიჯი ჰქონდა პატიოსანი დახელი დიდი...მან ჩამოგისვა სულზე ცოცხი, ჩაგიხუტა დასამომავლოდ ერთი პური კიდევ აღგითქვა

1 comment: