Thursday, May 24, 2012

HB

ბავშვობაში ყოველ დღეს  ჩერდებოდა მატარებელი ამ სადგურზე
ახლა კი გაივლის რიხინ-რიხინით

თუ რაღაც მაგდაგვარი ლექსი  ჰქონდა დაწერილი მიხეილ ქვლივიძეს
მახსოვს,,,,,
ჰხო დამავიწყდა, ლექსის სათაურია
"დაბადების დღე"..
ანუჰხთ მორალი: ბავშვობაში გვიხაროდა დაბადების დღე და ახლა კიდევ ისაო...
ჰმ
ნურას უკაცრავად,,
მოკლედ,
ჩემს საყვარელ ფრაზას მოვიშველიებ და ზუსტად გადმოვცემ
ჩემს დამოკიდებულებას ამ
დღისადმი

"ბედნიერებაა, რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი!!!"


სამი ისტორია ჩემი დაბდღეების ისტორიიდან:

1) ყოველ  24 მაისს საღამოს , მაშინ როცა დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა და ათასნაირი საჭმლის სურნელი იფრქვეოდა სახლში, მე ვიმიზეზებდი ათას მიზეზს და გავდიოდი სახლიდან, მივდიოდი ერთსა და იმავე გზაზე და ვიწყებდი განვლილი წლის შეჯამებას... რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი 6 წლის ასაკში? რა მოხდა მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში 7 წლის ასაკში, 8 წლის, 9 წლის, 10 წლის..... ვიწყებდი ფიქრს და მოსაგონარი და მნიშვნელოვანი ამბები თავზე საყრელი იყო და ჩემს თავს პირობას ვაძლევდი, რომ არასდროს დამავიწყდებოდა რით იყო მნიშვნელოვანი 7 წელი ჩემს ცხოვრებაში, რომ ამ წელს მასწავლებელმა კუთხეში დამაყენა და ქართულში საშინაო დავალება ვერ დავწერე კარგად და სუფთა წერისას მინდორში გადავედი და ბლაბლაბლა..და ეს ყველაფერი ისეთი დასამახსოვრებელი იყო, ისეთი მნიშვნელოვანი, ისეთი, ისეთი რომ ამის გარშემო ტრიალდება მთელი სამყარო... მართლაც და როგორია იყო 8 წლის და დაგავიწყდეს როგორ მიიღე ხუთიანი მხოლოდ შენ, მთელს კლასში.... :)
ახლა კი ვზივარ არა და ვწევარ და ვიხსენებ და ვერ ვიხსენებ რით იყო მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში 27 წელი...

მერე გავიდა დრო და ეს წინა სადაბადებისდღევო რიტუალი, თავისი მსვლელობა-გახსენებებით წარსულს ჩაბარდა.... 12-13 წელი იქნება იმ გზაზე აღარ ვყოფილვარ... არც 24 მაისს და არც წელიწადის სხვა დღეს..... მაგრამ სულ მახსოვს, როგორ ისა....


2)  24 მაისს ვიძინებდი ადრიანად... არა, ვერ ვიძინებდი... ვწვებოდი ადრიანად და ვერ ვიძინებდი... და მარტო იმიტომ არა, რომ ამ მეორე დღეს ჩემი დაბადების დღე იყო.... ჩემს მეზობლად ქალი ცხოვრობდა, ლიანა ... მე რომ 10 წლის ვიყავი, ის 50 წლის იყო... მე რომ 11 წლის ვიყავი, ის 51 წლის და ა.შ. ჰხოდა მაშინ მიკვირდა და ახლა აღარ მიკვირს, მაგრამ ამ ლიანასაც 25 მაისს ჰქონდა დაბადების დღე... და მე ძალიან მჯეროდა, რომ თუ დილით ადრიანად ავდგებოდი და ჯერ მე მივულოცავდი ლიანას დაბადების დღეს, ის წელი ჩემს ცხოვრებაში  ყველაზე ბედნიერი იქნებოდა... ვიღვიძებდი ადრიანად 6 საათზე, 7 საათზე და გავრბოდი ლიანასთან  საგულდაგულოდ მომზადებული საჩუქრით... ეს მართლა ძალიან სანერვიულო საქმე იყო, ვაი და დაესწრო მოლოცვა, მერე?... მერე ეს სადაბადებისდღევო რიტუალიც წარსულს ჩაბარდა, იმ ერთი შეხედვით მარტივი მიზეზის გამო, რომ ლიანა გარდაიცვალა.... და ახლა ვეღარავინ დამასწრებს დაბადების დღის მოლოცვას, მაგრამ....


3)  9 წლის იუბილე მქონდა... ჰხომ არ ეხუმრებით 9 წელს, მთეეეეეელი 9 წლის ვხდებოდი... იმ წელს დაიბადა ჩემი ძმა :) 3 თვის იყო... დედა დარბოდა ბავშვით ხელში დღე და ღამ... ვისღა ეცალა ჩემი დაბდღისთვის...მე კი 9 წლის ვხდებოდი, ხუმრობა ხომ არაა 9 წელი,.... ჰხოდა რას იზამთ მაშინ, როცა გინდათ რომ დიიიიდი დაბადების დღე გქონდეთ და სახლში კიდევ 9 წლის კი ხარ, მაგრამ ხვდები, რომ შენი დაბდღისთვის არავის სცალია....  ყველაფერი ძალიან მარტივად მოგვარდა: მივედი სკოლაში, გამოევდი შუა გაკვეთილზე დაფასთან და მთეეელი 32 მოსწავლე დავპატიჟე დაბადების დღეზე... ვუთხარი, რომ დედამ გემერილი ნამცხვრები გამოაცხო და ყველას მოუთმენლად ელოდება.... მერე გავიქეცი სახლში შეშფოთებული სახით და დედას ვუთხარი, რომ თურმე ჩემს მასწავლებელს მთელი კლასით გამიზნული ჰქონდა დაბადების დღის მოსალოცად ჩემთან სტუმრობა... ისიც ვთქვი, როგორ ვეხვეწეოდი ბავშვებს არ მოხვიდეთ, დედას არ სცალია მეღქი, მაგრააამ......  :)))))))) დაბადების დღემ მშვენივრად ჩაიარა... ბევრი ბავშვებით და ბევრი ნამცხვრებით :)


პ.ს. ზუსტად საათ ნახევარში კიდევ ერთი 25 მაისი მოვა ჩემს ცხოვრებაში... ვცდილობ გავიხსენო რა ხდებოდა ამ დროს 28 წლის წინ, მაგრამ არ მახსოვს.... ვფიქრობ, ნეტავ გარდაცვლილი ადამიანებიც თუ ზეიმობენ თავიანთი გარდაცვალების დღეს....მოკლედ მიტრიალებს თავში მილიარდნაირი აზრი და ფიქრი, მაგრამ ვგრძნობ, რომ 25 მაისის მოახლოებას ისეთივე გულისფანცქალით ველოდები ახლა, როგორც მაშინ, როცა 7 წლის ვხდებოდი და როცა 8 წლის ვხდებოდი და როცა 13 წლის ვხდებოდი და 16 და 20 და 27....

და მიხარია, მიხარია რომ ვარსებობ, თორემ რომ არ ვარსებობდე დედას გეფიცებით, მართლა ნაღველს მივეცემოდი..... 




2 comments:

vasasi said...

როგორ არა, კარლსონიკო.

გარდაცვლილი ადამიანებიც აღნიშნავენ გარდაცვალების დღეს. :)

Anonymous said...

gilocav, mravals daeswari.