Sunday, February 12, 2012

ეპისტოლური ჟანრის ზეიმი

სახლი, სადაც მე ვცხოვრობ!
უკომენტაროდ....

კი არა და

ცოტა კომენტარებით : )


მისამართი: დედამიწა, სართული მე-5, კარი 88... ზარის დარეკვა აუცილებელია, მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ხარ რომ სახლში არავინაა.. უფრო სწორად, მაშინაა აუცილებელი სწორედაც რომ... მორალი: სახლში მარტო დარჩენილმა უსულო საგნებმა, რომლებიც პატრონის სახლში არ ყოფნით სარგებლობენ და დახტიან აქეთ/იქით, ჰხომ უნდა მოასწრონ  საკუთარ ადილებზე დაბრუნება და უსულო სახის მიღება :|

ჰხო, გავაგრძელეთ გზა...
მოხდა სასწაული და თქვენს ზარზე კარი ვინმემ გაგიღოთ?
ვინმემ?
სახლში მარჯვენა ფეხის გადადგმისთანავე ცხვირწინ კედელზე გაკრული წარწერა მოგითხროვთ ვინ შეიძლება დაგხვდეთ ამ სახლში


ცნობისთვის, კარლსონი მე ვარ : )

ამ წარწერის წაკითხვისთანავე, პირველი რასაც შეიგრძნობთ, განსაკუთრებით ზამთარში, ზეაღმატებითხარისხში აყვანილი სიცხეა.... სახლში უდაბნოს ეფექტის შექმნა ჩემი პრეროგატივაა, თუმცა ჩემს იდეას მტრები  ჰყავს... აი თუ არ გჯერათ ბოლო დონეზე აწეული კარმის თავზე მიკრული წარწერა წაიკითხეთ

ვაგრძელებთ გზას.. 
შემოსასვლელში დიდი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ,  საძინებლის კარს უშველებელი ზურგჩანთები იცავენ, გადატენილი ბევრბევრი ტანსაცმლით...დამეთანხმებით ძნელია შაბათ-კვირის მანძილზე ტყე-ღრეში ჩანთამოუხსნელად სიარულის მერე სახლში დაბრუნებულს 1-2 თვის მანძილზე მოსთხოვო, ამოალაგე შენი ზურგჩანთაო... ვის აქვს ამის ნერვები... მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს

დღე იწყება დილით და მთავრდება ღამით... შუალედში არის საცობი...  ტანსაცმლის დალაგება-დაწყობა-თაროზე ლამაზად ჩამოკიდებისათვის დრო ჯერ კონსტიტუციით არ გამოუყვიათ... და მე რას მერჩიან ნეტავ??

გეწყინა? ისღა დაგრჩენია აბაზანაში შეხვიდე, ცივი წყალი მოუშვა და სახეზე შეისხა...მაგრამ ხანგძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა ო თუ რაღაც...ისევ განცხადება!
 

სხვა მხარეს აღარ ვიყურები,  თვალებს ვხუჭავ და გამოვდივარ სახლიდან...
ანუჰხთ პოსტი იმაზე, თუ რატომ ვატარებ მინიმალურ დროს სახლში

: D

8 comments:

vasasi said...

კარგი ახლა. არ გინდა წამებულის როლი.

vasasi said...
This comment has been removed by the author.
მე-ხათო said...

ფაქტი სახეზეა

vasasi said...

არ ვფიქრობ, რომ მაგ წერილებში გადაჭარბებას აქვს ადგილი. :)

მით უმეტეს, თანაბრად გვეხება ყველას.

მე-ხათო said...

:S არადა მე დარწმუნებული ვარ რომ ვერ მიტან თ :შ

:P

vasasi said...

:doublefacepalm:

tammmo@blogspot.com said...

მე მაინც მგონია, სანამ იმას დაასკვნიდე, რომ "ვერ გიტანთ" უმჯობესია საქმე ეპისტოლარულ მდგომარეობამდე არ მიიყვანო და უბრალოდ 1 დან 100-მდე ნათქვამს ყური დაუგდო. ხო თუ არ გამოსწორდები ადმინისტრაცია გპირდება, რომ პერიოდულად ეს წერილები სხვადასხვა შინაარსს მიიღებს. იდეაში, შეგიძლია შენც იგივე სახე მისცე ჩვენთან ურთიერთობას, თუ რათქმაუნდა აღმოგვიჩენ ისეთ ნაკლს, რაც ესოდენ გაღიზიანებას გამოიწვევს შენში :D

პერწკლი said...

მადლობა ჩემს ძმას, რომ ესოდენ გმირულად მიტანს :დ